Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT)

ცნობილი როგორც:Activated Partial Thromboplastin Time (APTT)
SKU: 1101

Original price was: ₾18.00.Current price is: ₾16.20.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1****
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

შედედება (კოაგულაცია) არის ორგანიზმში მიმდინარე პროცესი, რომელიც ხელს უშლის გადაჭარბებულ სისხლდენას. თუმცა თქვენს სისხლძარღვებში მოძრავი სისხლი, ჩვეულებრივ, არ უნდა შედედდეს. შედედებისა და თრომბის/თრომბების წარმოქმნის შემთხვევაში შესაძლებელია თრომბი თქვენი სისხლის მიმოქცევის გზით გადავიდეს გულში, ფილტვებში ან ტვინში და გამოიწვიოს გულის ინფარქტი, ინსულტი ან სიკვდილიც კი.

კოაგულაციის ტესტებით განისაზღვრება სისხლის შედედების უნარი და დრო, რომელიც შედედებას სჭირდება. ტესტირება დაეხმარება თქვენს ექიმს შეაფასოს ჭარბი სისხლდენის ან თრომბოზის განვითარების რისკი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • არაფრაქციული ჰეპარინითა და თრომბინის ინჰიბიტორებით (ჰირუდინით, არგატრობანით) თერაპიის კონტროლი და მონიტორინგი.
  • კოაგულაციის გარკვეული ფაქტორების (XII, XI, IX, VIII, VII) თანდაყოლილი ან შეძენილი უკმარისობის დიაგნოსტიკა, ჰემოფილიაზე ან ფონ ვილებრანდის დაავადებაზე ეჭვი.
  • კოაგულაციის სპეციფიკური ან არასპეციფიკური ინჰიბიტორების (ლუპუსის ანტიკოაგულანტი, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები) არსებობის დადგენა.

ტესტის ჩატარება მიზანშეწონილია კოაგულაციურ პროფილებში შემავალ სხვა ტესტებთან ერთად

  • ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით. პროფილაქტიკის მიზნით კოაგულოგრამის ანალიზის ჩატარების სიხშირე პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული: ახალგაზრდებისთვის ის რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ, ხანდაზმულებისთვის – 6 თვეში ერთხელ.
  • აგრეთვე, SARS-CoV-2-ით ინფიცირებისას, თრომბოზის პრევენციის მიზნით.

კვლევა ინიშნება ექიმის მიერ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

aPTT-ის გახანგრძლივება დაკავშირებულია:

  • ყველა თანდაყოლილი დეფიციტი (მათ შორის ჰემოფილია A და B, ფონ ვილებრანდის დაავადება);
  • თრომბინის ინჰიბიტორები (ჰირუდინი, არგატრობანი);
  • სტრეპტოკინაზა;
  • უროკინაზა;
  • ორალური ანტიკოაგულანტული თერაპია;
  • K ვიტამინის დეფიციტი;
  • მალნუტრიცია;
  • ინტრავასკულარული კოაგულაციის სინდრომი;
  • ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების არსებობა;
  • მოცირკულირე ფაქტორ-სპეციფიკური ანტიკოაგულანტების არსებობა;
  • არასპეციფიკური – ლუპუსის ანტიკოაგულანტები.
  • ნორმალური PT (პროთრომბინის დრო), გახანგრძლივებული aPTT: სავარაუდოა პრეკალიკრეინის ან VIII, IX, XI და/ან XII ფაქტორებიდან ერთ-ერთის დეფიციტი.
  • გახანგრძლივებული PT, ნორმალური aPTT-ი: სავარაუდოა VII ფაქტორის შესაძლო დეფიციტი. K ვიტამინზე დამოკიდებული ფაქტორების კვებასთან დაკავშირებულმა ან თერაპიულმა დეფიციტმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს გახანგრძლივებული PT და ნორმალური aPTT.
  • გახანგრძლივებული PT და aPTT: სავარაუდოა I, II, V ან X ფაქტორის დეფიციტი.

aPTT-ის შემცირება დაკავშირებულია:

  • ერთი ფაქტორის, ყველაზე ხშირად VIII ფაქტორის გაზრდილი დონე;
  • გავრცელებული ნეოპლაზმები (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზიანებულია ღვიძლი);
  • მწვავე სისხლდენა;
  • DIC-ის ადრეული სტადია.

გახანგრძლივებული aPTT მიუთითებს ჰემორაგიულ დაავადებაზე, შემცირებული aPTT კი აღმოჩნდა, რომ არის სიკვდილის დამოუკიდებელი პრედიქტორი თრომბოზისა და სისხლდენის მაღალი რისკის დროს.

aPTT დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე: ახალშობილებში aPTT-ის ზედა ზღვარი ვრცელდება 55 წმ-მდე და 6 თვემდე თანდათან იკლებს მოზრდილებისთვის დამახასიათებელ მაჩვენებლამდე; ჯანმრთელ ბავშვებში aPTT-ის გახანგრძლივებული მნიშვნელობები გამოწვეულია კოაგულაციის რამდენიმე პროტეინის მსუბუქი დეფიციტით. ხანდაზმულებში კი aPTT შეიძლება შემცირდეს.

დამატებითი ინფორმაცია

აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის (aPTT) შესწავლა არის ფუნქციური ტესტი, რომელიც გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას კოაგულაციის სისტემის მუშაობისა და გარკვეული ფაქტორების შესახებ.

ეს მაჩვენებელი ყველაზე ხშირად გამოიყენება არაფრაქციული ჰეპარინითა და თრომბინის ინჰიბიტორებით (ჰირუდინით, არგატრობანით) თერაპიის კონტროლისა და მონიტორინგისთვის. თუმცა, aPTT არ არის პირველი რიგის ინდიკატორი ჰეპარინით მკურნალობის შეფასებისას.

ტესტი ასევე გამოიყენება კოაგულაციის გარკვეული ფაქტორების (XII, XI, IX, VIII, VII) თანდაყოლილი ან შეძენილი უკმარისობის დროს დიაგნოსტიკისათვის, ჰემოფილიაზე ან ფონ ვილებრანდის დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში.

aPTT ტესტი გამოიყენება კოაგულაციის სპეციფიკური ან არასპეციფიკური ინჰიბიტორების არსებობის დასადგენად ორგანიზმში – მაგალითად, ლუპუსის ანტიკოაგულანტი და ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ისეთ კლინიკურ გამოვლინებასთან, როგორიცაა თრომბოზი.

იგი ასევე გამოიყენება როგორც ინდიკატორი ოპერაციამდე სისხლდენის რისკის შესაფასებლად.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ, ბოლო 12 საათის განმავლობაში მედიკამენტების მიღების გარეშე. პაციენტმა უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, ღებულობს თუ არა მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე.

თუ ღებულობთ მედიკამენტებს სისხლის გასათხელებლად, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან გამოკვლევასთან დაკავშირებით.

ჰეპარინოთერაპიის მონიტორინგის საჭიროების შემთხვევაში, საცდელი მასალა მიიღება ჰეპარინის მომდევნო მიღებამდე ერთი საათით ადრე, არაჰეპარინირებული წყაროდან.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button