ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾90.00 Original price was: ₾90.00.₾81.00Current price is: ₾81.00.
დედის რძის სადინრები და ჩვილის ნაზოფარინქსი კოლონიზებულია სხვადასხვა მიკროორგანიზმებით, რომელთაგან ზოგიერთი პოტენციურად პათოგენურია, მაგალითად – ოქროსფერი სტაფილოკოკი. დედის რძეში შესაძლოა იყოს საპროფიტული მიკროორგანიზმებიც, როგორიცაა Enterococcus spp., Staphylococcus epidermidis და E. coli – მცირე რაოდენობით. თუმცა, მხოლოდ ამ მიკროორგანიზმების არსებობამ არ შეიძლება გამოიწვიოს მასტიტი.
ტესტი ტარდება მიკროორგანიზმების ეტიოლოგიური როლის შეფასების მიზნით სარძევე ჯირკვლების ანთებითი დაავადებებების (მასტიტი) დროს მეძუძურ დედებში;
მიღებული შედეგები შეიძლება მიუთითებდეს: მიკროორგანიზმების ზრდის არარსებობაზე ან არსებობაზე, კულტურაში გაზრდილი მიკროორგანიზმების და საფუარის მსგავსი სოკოების რაოდენობაზე, მიკროორგანიზმების გვარსა და ტიპზე, ანტიბიოტიკოგრამის ჩატარების შემთხვევაში პათოგენების (მათ შორის საფუარის მსგავსი სოკოების) მგრძნობელობაზე ანტიბიოტიკების მიმართ.
ჩვეულებრივ, რძეში მიკროორგანიზმების ზრდა არ აღინიშნება. კონტამინაციისას ყველაზე ხშირად იზოლირებულია მიკროორგანიზმები, რომლებიც კანის ნორმალური მიკროფლორის ნაწილია ან ფართოდ არის გავრცელებული გარემოში დაბალი ტიტრით (ყველაზე ხშირად ეს არის S. epidermidis).
მაღალი ტიტრით ( ≥ 105 კწუ/მლ) მიკროორგანიზმების გამოვლენისას აუცილებელია კლინიკური მონაცემების გათვალისწინება და სხვა ლაბორატორიული ტესტების ჩატარება შედეგების შესაფასებლად.
რძეში ბაქტერიების არსებობა სულაც არ მიუთითებს ინფექციაზე, მაშინაც კი, თუ ბაქტერია რძეში კანიდან არ მოხვედრილა. ბევრ მეძუძურ ქალს, რომელსაც აქვს პოტენციურად პათოგენური ბაქტერია კანზე ან რძეში, არ უვითარდება მასტიტი და მასტიტის მქონე ბევრ ქალს რძეში პათოგენური მიკროორგანიზმები არ აღენიშნება.
გასათვალისწინებელია, რომ მასტიტისა და სარძევე ჯირკვლის აბსცესის დროს ყველაზე გავრცელებული მიკროორგანიზმებია ოქროსფერი სტაფილოკოკი (S aureus) და S epidermidis. ზოგიერთ შემთხვევაში, გვხვდება ნაწლავის ჩხირი და სტრეპტოკოკები (α-, β- და არაჰემოლიზური სტრეპტოკოკები), ეს უკანასკნელი ზოგჯერ ასოცირდება ახალშობილთა სტრეპტოკოკულ ინფექციასთან.
პოპულაციებში, სადაც ტუბერკულოზი ენდემურია, M. tuberculosis შეიძლება იყოს წარმოდგენილი მასტიტის შემთხვევების დაახლოებით 1%-ში, ზოგიერთ შემთხვევაში ასოცირებული ჩვილებში ტუბერკულოზურ ტონზილიტთან.
მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგების საბოლოო ინტერპრეტაციისას აუცილებელია კლინიკისა და სხვა ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემების გათვალისწინება.
დედის რძის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |