ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾60.00 ₾54.00
B ჯგუფის სტრეპტოკოკი ერთერთი იმ ბაქტერიათაგანია, რომელიც ჩვეულებრივ ბინადრობს ადამიანის წვრილ ნაწლავში, სწორ ნაწლავში, შარდსადენში, საშოში სიმპტომების და დაავადების განვითარების გარეშე. მისი არსებობა გარდამავალია. ის არ წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას. ორსულებისთვის როგორც წესი საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა საფრთხეს ქმნის ბავშვისთვის, მშობიარობის პროცესში ან მშობიარობის წინა პერიოდში.
დედის მიერ B ჯგუფის სტრეპტოკოკის მტარებლობისას, ახალშობილებს დაბადებიდან პირველივე კვირაში შესაძლოა განუვითარდეთ სტრეპტოკოკური ინფექცია: პნევმონია, სეპტიცემია, ან მენინგიტი. არსებობს შემდგომი გართულებების რისკიც.
b ჯგუფის სტრეპტოკოკის აღმოჩენა ხდება რუტინული ანტენატალური ტესტით. საკვლევი მასალა ვაგინალური ან რექტალური ნაცხია. მისი აღმოჩენა შესაძლებელია შარდშიც. კვლევა ტარდება ორსულობის 35-37 კვირაზე.
Bჯგუფის სტრეპტოკოკის მტარებლობის გამოვლინება ორსულებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დროულად ჩატარდეს მკურნალობა და თავიდან იქნას აცილებული ახალშობილის ინფიცირება და შემდგომი გართულებები
ახალშობილებში B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის განვითარების რისკფაქტორები:
ნაადრევი ახალშობილი
37 კვირაზე ადრე სანაყოფე სითხის დაღვრა
გახანგრძლივებული მშობიარობა (18 საათი და მეტი)
ორსულთა ცხელება მშობიარობისას
წინა ორსულობებისას განვიტარებული მწვავე სტრეპტოკოკური ინფექცია
შარდში B ჯგუფის სტრეპტოკოკის აღმოჩენა, ორსულობისას
მშობიარობამდე 5 კვირის ფარგლებში ვაგინალურ ნაცხში B ჯგუფის სტრეპტოკოკის აღმოჩენა
ახალშობილთა B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის სიმპტომები
ხმაურიანი სუნთქვა (ხრუტუნი)
სუნთქვის რითმის დარღვევა ან სუნთქვის გაძნელება
ძილიანობა, კვების აღკვეთა
ღებინება
ადექვატური ტემპერატურის შენარჩუნების გაძნელება (გადახურება ან გადაცივება)
კანის სიფერმკრთალე ან სიწითლე
კიდურების ატონია
მკურნალობა
B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის მკურნალობა ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპიით ხორციელდება, პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებით, რომლის დოიზირების და ხანგრძლივობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი.
B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის გვიანი გამოვლინება ახალშობილებში
სამწუხაროდ ორსულობისას ან მშობიარობის პერიოდშივე დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია ზოგჯერ არ იძლევა სათანადო შედეგს და ახალშობილს მოგვიანებით უვითარდება სტრეპტოკოკური ინფექციის სიმპტომები. დაავადება იწყება ტემპერატურის მკვეთრი მატებით, ღებინებით, კვების აღკვეთით.
B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის სრული პრევენცია ვერ ხორციელდება, თუმცა, ადრეული აღმოჩენით და დროული მკურნალობით გართულებების რისკი ნაკლებია.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
₾60.00 ₾54.00
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
45 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 23 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, ახალი გუდაური.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს>
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2023 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 45 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
2021 © სინევო. ყველა უფლება დაცულია
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)