Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

დისბაქტერიოზი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც: დისბიოზი
SKU: 921

Original price was: ₾80.00.Current price is: ₾72.00.

საკვლევი მასალა: განავალი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 3-4
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ჯანმრთელი ადამიანის მსხვილი ნაწლავის 1 მლ შიგთავსში შეიძლება იყოს 10⁵ ბაქტერია. მათ შორის მთავარ მიკროორგანიზმებს მიეკუთვნება: რძემჟავა ბაცილები, სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, სხვა გრამდადებითი აერობული ბაქტერიები და სოკოები. დისტალურ თეძოს ნაწლავში მიკრობების რაოდენობა იზრდება 10⁸-მდე, უპირველეს ყოვლისა, ენტეროკოკების, ნაწლავის ჩხირის, ბაქტერიოიდებისა და ანაერობული ბაქტერიების ხარჯზე. მსხვილ ნაწლავში ჭარბობს ანაერობები (ბაქტერიოიდები, კლოსტრიდიები, ლაქტობაცილები). სხვადასხვა მიკროორგანიზმების რაოდენობის თანაფარდობა ძირითადად მუდმივია. თუმცა, არასწორი კვების, დასუსტებული იმუნიტეტის, ირაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის, რადიაციული და ქიმიოთერაპიის, ფერმენტების თანდაყოლილი დეფექტების გამო, ბალანსი შეიძლება დაირღვეს. ნორმალური მიკროფლორის ზოგიერთი წარმომადგენელი (ბიფიდობაქტერიები, რძემჟავა ბაცილები და ნაწლავის ჩხირი) შეიძლება გაქრეს და რაოდენობრივად მოიმატოს პირობით-პათოგენურმა ენტერობაქტერიებმა და არამაფერმენტირებელმა მიკროორგანიზმებმა, როგორიცაა, მაგალითად Pseudomonas aeruginosa, ასევე სტაფილოკოკები და სოკო Candida – რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს დისბაქტერიოზი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

დისბაქტერიოზზე კვლევა უნდა ჩავიტაროთ შემდეგი სიმპტომების დროს:

  • ქრონიკული დაღლილობა;
  • საჭმლის მონელების პრობლემები;
  • ჰალითოზი (არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან);
  • გულძმარვა;
  • სწორი ნაწლავის ინფექციები და ქავილი;
  • საკვების აუტანლობა, გაზები და შებერილობა;
  • სახსრების ანთება და მტკივნეულობა;
  • აკნე, გამონაყარი კანზე და ფსორიაზი;
  • კონცენტრაციის პრობლემები;
  • შფოთვა ან დეპრესია;
  • დიარეის დროს ანტიბიოტიკებით ხანგრლივი მკურნალობის შემდეგ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

კვლევის შედეგად მოცემულია ყველა იზოლირებული მიკროორგანიზმის რაოდენობრივი შეფასება;

მასალის აღების, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიღებული შედეგების ინტერპრეტაციისას შესაძლებელია ნიმუშში ოპორტუნისტული მიკროფლორის გამრავლება;

კვლევის შედეგების კლინიკური ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ექიმის მიერ, კლინიკური მონაცემებისა და დაავადების ანამნეზის გათვალისწინებით.

დამატებითი ინფორმაცია

არსებობს დისბაქტერიოზთან დაკავშირებული კლინიკური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს დიარეა, სტეატორეა, წონაში კლება და ანემია. დამცავი მექანიზმების მკვეთრი შესუსტებისას ენდოგენური ინფექცია შეიძლება გართულდეს ისეთი გენერალიზებული ფორმით, როგორიცაა სეფსისი.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ჩვეულებრივ, განასხვავებენ მსხვილ ნაწლავში დისბიოზური პროცესის 3 ხარისხს: I ხარისხი – ბიფიდობაქტერიების და/ან ლაქტობაცილების რაოდენობის უმნიშვნელო შემცირება, ნაწლავის ჩხირის შემცველობის ზრდა/შემცირება, შეცვლილი ფორმების მცირე ტიტრების გამოჩენით (ჰემოლიზური თვისებებით (hem (+)) ან ლაქტოზა-უარყოფითი (lac (-)) შტამებით); II ხარისხი – ოპორტუნისტული (ე.წ. პირობით-პათოგენური) მიკროორგანიზმების ერთი სახეობის არსებობა არაუმეტეს 10⁵ კწე/გ (კოლონიის წარმომქმნელი ერთეული/გ) კონცენტრაციით ან მათი ასოციაციები მცირე ტიტრებში (E. coli lac(-), E. coli hem(+), Proteus spp., Clostridium spp., Klebsiella spp., Pseudomonas spp., Acinetobacter spp.); III ხარისხი – პირობით- პათოგენური მიკროორგანიზმების მაღალი ტიტრი, როგორც ერთი და იგივე სახეობის, ასევე ასოციაციების სახით.

ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობა:

  • ნაწლავის ჩხირი (E. coli) ნორმალური თვისებებით;
  • ლაქტოზა-უარყოფითი ნაწლავის ჩხირი (E. coli);
  • პირობითად პათოგენური მიკროფლორა (Proteus spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Citrobacter spp. და სხვა. არამაფერმენტირებელი ბაქტერიები, როგორიცაა Pseudomonas spp., Acinetobacter spp.);
  • ენტეროკოკები;
  • არაპათოგენური სტაფილოკოკები;
  • ბიფიდობაქტერიები;
  • ლაქტობაცილები (რძემჟავა ბაცილები);
  • სოკო კანდიდა (Candida spp.);
  • ჰემოლიზური მიკროორგანიზმები (ჰემოლიზური ნაწლავის ჩხირი (E. coli hem(+)), ჰემოლიზური ენტეროკოკი, ოქროსფერი სტაფილოკოკი (S. Aureus)) ჩვეულებრივ არ არის გამოვლენილი;
  • პათოგენური ენტერობაქტერიები ჩვეულებრივ არ არის გამოვლენილი.

განავალში თუნდაც პათოგენური მიკროორგანიზმების გამოვლენა ყოველთვის არ მიუთითებს დაავადების არსებობაზე. ამიტომ, შედეგების შეფასება უნდა განხორციელდეს კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით.

 

საკვლევი მასალა/მასალის შეგროვების წესი

საკვლევი მასალა – განავალი

ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:

  • ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
  • ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
  • ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე ექიმის დანიშნულებისამებრ.

 

  • კვლევისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
  • საკვლევი მასალა გროვდება სტერილურ კონტეინერში, ხრახნიანი და მასალის შესაგროვებელი კოვზიანი თავსახურით.
  • კვლევისას, განავალი არ უნდა შეიცავდეს ისეთ მინარევებს, როგორიცაა შარდი, ამიტომ განავლის შეგროვებამდე უნდა მოშარდოთ, რათა გამორიცხოთ შარდის შეღწევის შესაძლებლობა განავალში.
  • განავალი გროვდება სტერილური ზედაპირიდან – ე.წ. ღამის ქოთანი ან „სუდნო“, რომელიც კარგად არის გარეცხილი საპნით, რამდენჯერმე ჩამორეცხილი ონკანის წყლით, შემდეგ კი მდუღარე წყლით დამუშავებული და გაგრილებული. აკრძალულია ქოთნის ზედაპირის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით.
  • საკვლევი მასალის აღება ხდება ძირითადად განავლის შუა პორციიდან, 4-5 სხვადასხვა ადგილიდან, სპეციალური კოვზით, რომელიც დამონტაჟებულია სტერილური კონტეინერის სახურავზე, კონტეინერის მოცულობის არაუმეტეს 1/3-ის ოდენობით (10 გრამამდე – 1 კოვზი).
  • ნუ შეავსებთ კონტეინერს ბოლომდე!
  • კონტეინერში განავლის შეგროვების შემდეგ, დაახურეთ კონტეინერს თავსახური მჭიდროდ და მოიტანეთ მასალა ლაბორატორიულ ცენტრში.

საკვლევი მასალა შეგროვებიდან ერთი საათის განმავლობაში უნდა იქნას მოტანილი ლაბორატორიაში. თუ ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლებთ საკვლევი მასალის ლაბორატორიაში მოტანას, მაშინ ის დაუყოვნებლივ უნდა შეინახოთ მაცივარში, +2–8 °С ტემპერატურაზე, მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button