ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

ცნობილი როგორც:throat culture
SKU: 5007

58.50

საკვლევი მასალა: ხახის ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 3
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

საყლაპავზედა სასუნთქი გზები დასახლებულია ბაქტერიული ფლორით, რომელიც მოიცავს 200-ზე მეტი სახეობის ბაქტერიას, რომლებიც გვხვდება ღრძილების ნაპრალებში, ენისა და ლოყების ლორწოვან გარსებში, ოროფარინქსში, ტონზილების კრიპტებსა და ნაზოფარინქსში, სადაც ანაერობული ბაქტერიები დომინირებენ აერობულ ბაქტერიებზე. ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ხელს უწყობს ადგილობრივი ბაქტერიული მიკროფლორით გამოწვეული ინფექციების სწორ დიაგნოსტიკასა და ანტიბიოტიკოთერაპიის დროულად დაწყებას.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ტკივილი ყელის არეში;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • კისრის გადიდებული ლიმფური კვანძები;
  • დაახლოებით 20% შემთხვევაში აღინიშნება A ჯგუფის სტრეპტოკოკის უსიმპტომო მტარებლობა.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

მიღებული შედეგები შეიძლება მიუთითებდეს:

    • ხახის ნორმალური მიკრობული ფლორის ზრდის არსებობის შესახებ;
    • პათოგენური მიკროორგანიზმების (A, C და G ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები) და საფუარის მსგავსი სოკოების   (Candida spp.) არსებობის შესახებ;
    • პირობით პათოგენური ფლორის წარმომადგენლების შესახებ (მაგ. Staphylococus aureus);
    • პათოგენების მგრძნობელობის შესახებ ანტიბიოტიკების მიმართ;

ანტიბიოტიკოგრამა (მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ) კეთდება იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა:

  • პათოგენური ბაქტერია (ნებისმიერი კონცენტრაციით);
  • პირობით-პათოგენური ბაქტერია ან საფუარის მსგავსი სოკო (Candida ) ზომიერი ან უხვი ზრდით – სხვა შემთხვევებში, როცა ვლინდება უმნიშვნელო ან მცირე ზრდა, ანტიბიოტიკოგრამა არ კეთდება.

ინტერპრეტაციისას უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის ჩივილები, კლინიკური სურათი და დანიშნული თერაპიის გამოსავალი.

დამატებითი ინფორმაცია

ფარინქსის (ხახის) ლორწოვანი გარსის ადგილობრივ მიკროფლორას მიეკუთვნება: ნეისერია, დიფტეროიდები, ალფა-ჰემოლიზური და გამა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები, მიკოპლაზმები, კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები, მორაქსელა, ბაქტერიოიდები, ბორელია, ტრეპონემა და სხვა.

ფარინგიტების 70%-ის ეტიოლოგიური ფაქტორი ვირუსია. პროცესი ხასიათდება სასუნთქი გზების ეპითელიუმის დაზიანებით და სინუსების ან ევსტაქის მილის შეგუბებითი ობსტრუქციით, რაც ხელს უწყობს დამატებით ბაქტერიული ინფექციის განვითარებას ადგილობრივი მიკროფლორით. ბაქტერიული ფარინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია Streptococcus pyogenes (A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი) და ის მოქმედებს როგორც ბაქტერიული აგენტი, რომელმაც შეიძლება განაპირობოს ფარინგიტის მძიმე გართულებები:  სინუსიტი, შუა ოტიტი, პარატონზილარული აბსცესი და ა.შ. ასევე ფარინგიტს იწვევენ C და G ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები. ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკების (A, C და G ჯგუფი) მიერ გამოწვეული ფარინგიტების შესაძლო გართულებას წარმოადგენს ასევე რევმატიზმი.

ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რაც ხელს უწყობს სწორ დიაგნოსტიკასა და ანტიბიოტიკოთერაპიის დროულად დაწყებას.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის/მასალის შეგროვების წესები

ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:

  • ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
  • ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
  • ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე ექიმის დანიშნულებისამებრ.

 

  • ნაცხის აღება მიზანშეწონილია დილით უზმოზე (კვლევამდე არ გაიხეხოთ კბილები), ან ჭამიდან 1.5-2 საათის შემდეგ.
  • მნიშვნელოვანია, ნაცხის აღებამდე არ გამოიყენოთ პირის ღრუს ანტისეპტიკური საშუალებები.
0/5 (0 Reviews)

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

58.50

ლაბორატორიები
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button