Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

Bartonella henselae | ას IgG

ცნობილი როგორც:ბართონელოზი, კატის ნაკაწრის დაავადება, ფელინოზი
SKU: 1385

135.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

Bartonella henselae მცირე ზომის, მოძრავი, გრამ-უარყოფითი ბაქტერიაა, რომელიც ადამიანს გადაეცემა კატის მიერ დაკბენის ან დაკაწვრის გზით. დაავადებას ბართონელოზი ანუ კატის ნაკაწრის დაავადებაც ქვია.

დაავადება ხასიათდება პირველადი დაზიანების კერაში (ნაკაწრი, ნაკბენი) ანთების ნიშნების განვითარებით, მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდებით, ცხელებით.

ინკუბაციური პერიოდი – 3-10 დღის შემდეგ კანის დაზიანების უბანში ვითარდება ქავანა მაკულო-პაპულური (ლაქოვან-კვანძოვანი) წარმონაქმნი, რომელიც მოგვიანებით ვეზიკულად (ბუშტუკად) გარდაიქმნება. ბუშტუკი ჩირქდება და იფარება ფუფხით რამდენიმე დღეში.  კანზე განვითარებული დაზიანებიდან 1-3 კვირაში აღინიშნება რეგიონული ლიმფადენოპათია, რომელიც როგორც წესი ერთი ან მეტი ლიმფური კვანძის გადიდებას მოიცავს. ყველაზე ხშირად იღლიის და კისრის ლიმფური კვანძები დიდდება, თუმცა შესაძლოა სხვა რეგიონის ლიმფადენიტიც, როგორიცაა: ყბისქვეშა, ლავიწზედა, ყურისწინა და სხვა.  იმუნოკომპეტენტურ პირებში აღინიშნება თვითგანკურნება 2-4 თვეში, მაშინ როცა იმუნიტეტის დეფიციტის პირობებში შესაძლებელია ინფექციური პროცესი 2 წლამდეც კი გახანგრძლივდეს.

ლოკალურ დაზიანებას ხშირად ზოგადი გამოვლინებებიც ახლავს: შემცივნება, ცხელება, თავის, კუნთების, სახსრების ტკივილი, ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები.

იშვიათ შემთხვევებში კატის ნაკაწრის დაავადება ატიპური გამოვლინებებით ვიტარდება:

  • გრანულომატოზური კონიუნქტივიტი, ყურისწინა ლიმფადენიტი
  • ნეირორეტინიტი – ბადურაზე ანტებითი პროცესის განვიტარების გამო ცალ თვალში მხედველობის მოულოდნელი დაკარგვა, ტკივილის გარეშე. მხედველობა როგორც წესი 103 თვეში აღდგება.
  • მწვავე ენცეფალოპათია – თავის ტკივილი, პროგრესირებადი ძილიანობით და ცნობიერების დათრგუნვით – კომამდეც კი. პროცესი თვითაღდგენადია, ნევროლოგიური ნარჩენი მოვლენების გარეშე.
  • ენდოკარდიტი
  • გრანულომატოზური ჰეპატიტი
  • ელენთის გრანულომების განვითარება
  • ძვლების დაზიანება
  • ვასკულიტი და კანის კვანძოვანი დაზიანება

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ-ეპიდემიოლოგიურ და სეროლოგიურ მონაცემებს. დაავადების გადატანის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი.

IgM აღმოჩენა მიუთითებს დაავადების მწვავე ფორმის არსებობაზე. IgM ანტისხეულები დაავადების გადატანიდან 12 თვემდე რჩება ორგანიზმში.

IgG ვლინდება გადატანილი დაავადების შემდეგ, ასევე ქრონიკულ შემთხვევებშიც. დაავადების გადატანის შემდეგ IgG ანტისხეულების არარსებობა სუსტ იმუნურ რეაქციაზე მიუთითებს.

 

 

პაციენტის მომზადება: სასურველია კვლევა ჩატარდეს უზმოდ

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button