
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾125.00
ვარიცელა ზოსტერი ანტისხეულების ტესტი სისხლში გვიჩვენებს, აქვს თუ არა ადამიანს იმუნიტეტი ვარიცელა ზოსტერის ვირუსის მიმართ.
ჩუტყვავილა ვარიცელა ზოსტერით გამოწვეული მწვავე ვირუსული ინფექციაა. ვარიცელა ზოსტერი (VZV) ჰერპეს ვირუსების ჯგუფის დნმ ვირუსია. პირველადი ინფიცირების შემდეგ ვირუსი რჩება ორგნიზმში -სენსორული (მგრძნობიარე) ნერვების განგლიებში ლატენტური ინფექციის სახით. პირველადი ინფიცირებისას ვიტარდება ჩუტყვავილა. ლატენტური ინფექციის რეაქტვაცია იწვევს ჰერპეს ზოსტერს.
კლინიკური ნიშნები
ჩუტყვავილას ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 14-16 დღე გრძელდება.
გამონაყარი გენერალიზებული და ქავანაა. გამონაყარი იწყება პაპულების (კვანძების) სახით, სწრაფად პროგრესირებს პაპულების და ბუშტების წარმოქმნით. გამონაყარი წარმოდგენილია განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი ერთეულებით. ბუშტუკები კონცენტრირებულია გულმკერდზე და ზურგზე, ასევე თავის თმიან ნაწილზე. სიმპტომების ხანგრძლივობა 4-7 დღეა – ქავანა გამონაყარი, სისუსტე და ცხელება 39-40 გრადუსამდე. გართულებების რისკი მაღალია იმუნოკომპრემეტირებულ პირებში.
ვარიცელა ზოსტერი, როგორც წესი მყარ იმუნიტეტს ტოვებს, ანუ განმეორებითი ინფიცირება არ ხდება, თუმცა შესაძლებელია განვითარება იმუნოკომპრემეტირებულ ადამიანებში.
გადაცემის გზები
ვარიცლა ზოსტერი მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება. მისი გავრცელება შესაძლებელია პირდაპირი კონტაქტით – ადამიანიდან ადამიანზე, ბუშტუკის შიგთავსის შემცველი ჰაერის ან დაავადებულის მიერ გამოფრქვეული რესპირატორული სეკრეტის შესუნთქვით,
დაავდებული ადამიანი გადამდებია გამონაყრის განვითარებამდე 1-2 დღით ადრე, ბუშტუკების ფუფხით დაფარვამდე. ვაქცინირებული პირების ბუშტუკები ზოგჯერ ფუფხს არ იკეთებს. ისინი ითვლებიან გადამდებად ბოლო გამონაყარის განვითარებიდან 24 საათის შემდეგ.
იმუნოლოგიური კვლევა ტარდება ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოსაჩენად.
კვლევის მეთოდი – ქემილუმინესცენტური იმუნოანალიზი
IgG არსებობა მიუთითებს წარსულში გადატანილ ვირუსზე და იმუნიტეტის არსებობაზე. IgM არსებობა მიუთითებს უახლოეს პერიოდში გადატანილ ვირუსულ პროცესზე. მწვავე პროცესის დიაგნოსტირებისთვის მხოლოდ IgG არასაკმარისია.
ვარიცელა ზოსტერის ვირუსის ნეგატიური პასუხი იმუნოგლობულინებზე, არ გამორიცხავს მწვავე პროცესს. ტესტი შესაძლოა უარყოფითი იყოს, ინკუბაციურ პერიოდში და მწვავე პერიოდის დასაწყისში.
საკვლევი ნიმუში
ვენური სისხლი
სპეციალური მომზადება არ სჭირდება
ჩუტყვავილას ყველაზე დამახასიათებელი გართულებებია:
ბავშვშვებში: კანის და რბილი ქსოვილების ბაქტერიული ინფიცირება
მოზრდილებში: პნევმონია
ვირუსისმიერ მძიმე გართულებებს მიეკუთვნება: ნათხემის ატაქსია, ენცეფალიტი, ვირუსული პნევმონია და ჰემორაგიები.
ასევე შესაძლებელია განვითარდეს:
– სეპტიცემია
– ტოქსიკური შოკის სინდრომი
– მანეკროზებელი ფასციიტი
– ოსტეომიელიტი
– ბაქტერიული პნევმონია
– სეპტიკური ართრიტი
ჩუტყვავილას გართულებების რისკჯგუფს განეკუთვნებიან იმუნოკომპრემეტირებული ადამიანები:
– პაციენტები ლეიკემიით ან ლიმფომით
– იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე მყოფი პაციენტები (სისტემული სტეროიდო ან ქიმიოთერაპია)
– ახალშობილები, განსაკუთრებით ნაადრევი ახალშობილები
– არაიმუნიზებული ორსულები
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |