ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾137.00
IGF დამაკავშირებელი ცილა 3 (IGFBP-3) არის პეპტიდი, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლში და რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს IGF-ის (განსაკუთრებით IGF-1 , რომელიც ზრდის ჰორმონის-GH– ის ანაბოლური და ზრდის მასტიმულირებელი ეფექტების მთავარი მედიატორია) ტრანსპორტირებასა და ბიოშეღწევადობის კონტროლში.
IGF-1 და IGF-2 დაახლოებით 95% დაკავშირებულია IGFBP-3, რომელიც IGF- ის მთავარი სატრანსპორტო ცილაა და რომლის
ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა IGF– ის ნახევარდაშლის პერიოდის გაზრდა 8 წუთიდან რამდენიმე საათამდე. ამ გზით, IGFBP-3 მოქმედებს როგორც სტაბილიზატორი, რაც უზრუნველყოფს IGF- ის მუდმივ დონეს. IGFBP-3 შრატის კონცენტრაცია მუდმივია 24 საათის განმავლობაში, რომელიც ასევე დამოკიდებულია ზრდის ჰორმონზე (GH), ამიტომ IGFBP-3 განსაზღვრა ინფორმატიულია GH (ზრდის ჰორმონის) სეკრეციის შეფასებისთვის. GH სეკრეციისგან განსხვავებით, რომელსაც ახასიათებს დღიური პულსური ხასიათის ცვალებადობა, IGFBP-3 და IGF-1 დონე აჩვენებს მხოლოდ მცირე რყევებს.
IGFBP-3 და IGF-1 შრატის დაბალი დონე აღინიშნება ზრდის ჰორმონის დეფიციტის ან მის მიმართ რეზისტენტობის დროს.
ბავშვობაში შეძენილი ეს ცვლილებები იწვევს ზრდაში ჩამორჩენას. ბავშვთა ასაკში GH- ის ნაკლებობა შეიძლება იყოს იზოლირებული ანომალია ან დაკავშირებული ჰიპოფიზის სხვა ჰორმონების ცვლილებებთან. მრავალობითი ჰორმონალური უკმარისობა შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამური სიმსივნეების არსებობით, ან სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნეების მიმართ ჩატარებული რენტგენოთერაპიისა და ქიმიოთერაპიის შედეგი.
ბავშვთა ასაკში (ზრდის ჰორმონი) GH-ის მიმართ რეზისტენტობა უმეტესად მსუბუქი ან საშუალო სიმძმისაა; მიზეზები მერყეობს არასაკმარისი კვებიდან მძიმე სისტემურ დაავადებებამდე, როგორიცაა მაგალითად : თირკმელების ქრონიკული უკმარისობა. ამ ინდივიდებს IGF-1 და IGFBP-3 დონეები შეიძლება ჰქონდეთ რეფერენტულ დიაპაზონში. რეზისტენტობის მძიმე ფორმები იშვიათია და, როგორც წესი, გამოწვეულია რეცეპტორების დეფექტებით.
ორივე, GH დეფიციტის და GH მიმართ რეზისტენტობის მსუბუქი და საშუალო ფორმების დროს, შესაძლებელია მკურნალობა რეკომბინანტული ადამიანის GH (rhGH) ინექციებით.
GH ჩანაცვლებითი თერაპიის მიზანი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში არის შრატის IGF-1 და IGFBP-3 მნიშვნელობების რეფერენსული დიაპაზონის მიღება, იდეალურია შუა მესამედი. უფრო მაღალი დონეები იშვიათად ასოცირდება დამატებით თერაპიულ სარგებელთან და შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი გვერდითი მოვლენები.
მოზრდილებში GH რეზისტენტობის გავრცელება და წარმოშობის მიზეზები საკმარისად არ არის ცნობილი, თუმცა GH დეფიციტი ყველაზე ხშირად გვხვდება ჰიპოფიზის სიმსივნის მქონე პაციენტებში. მოზრდილებში GH დეფიციტი ასოცირდება კუნთების მასის დაქვეითებასთან და გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობის მატებასთან, ხოლო ჩანაცვლებითი მკურნალობა რჩება სადავო საკითხად.
IGFBP-3 და IGF-1 შრატში მომატებული კონცენტრაცია მიუთითებს GH (ზრდის ჰომონი)-ის ჭარბ სეკრეციაზე ან გადაჭარბებული თერაპიაზე. ენდოგენურად ჭარბი GH ძირითადად გამოწვეულია GH- სეკრეტორული ჰიპოფიზის ადენომებით და იწვევს გიგანტიზმს, თუ შეძენილია ხრტილის ზრდის დახურვამდე , ხოლო შემდგომ აკრომეგალიას. ორივე მდგომარეობა ასოცირდება გენერალიზებულ ორგანომეგალიასთან, არტერიულ წნევასთან, დიაბეტთან, კარდიომიოპათიასთან, ოსტეოართრიტთან, კომპრესიულ ნეიროპათიასთან, კიბოს რისკის მცირე ზრდასთან და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან.
IGFBP-3– ის განსაზღვრის უპირატესობა IGF-1– თან შედარებით არის ის, რომ მცირე ასაკში აქვს კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებელები და გამოიყენება სადიაგნოსტიკოდ ზრდის შეფერხების მქონე ბავშვებში, რომელთაც აქვთ ზრდის ჰორმონის ნორმალური მაჩვენებელი.
IGFBP-3 არის საიმედო პარამეტრი მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ტესტს IGF-1 გაზომვასთან ერთად;
სომატოტროპული ჰორმონის-(სომატოტროპინის;ზდის ჰორმონის) სეკრეციისა და რეცეპციის არაპირდაპირი მარკერი:
ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი. ტესტის ჩატარება საჭიროა უზმოდ.
IGFBP-3 დონის მომატება:
IGFBP-3 დონის კლება:
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |