ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾105.00
ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ადენოკორტიკოტროპინი ან კორტიკოსტიმულინი) – პეპტიდური ჰორმონია, რომელიც გამოიყოფა ჰიპოფიზის ჯირკვლის წინა წილის მიერ, ჰიპოთალამუსის ტროპიკული ჰორმონების გავლენის შედეგად. ACTH-ის სინთეზი ხდება ადენოჰიპოფიზურ ბაზოფილურ უჯრედებში წინამორბედისგან, რომელსაც ეწოდება პროოპიმელანოკორტინი.
ACTH აკონტროლებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის განვითარებას და ჰორმონალურ აქტივობას. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სტიმულირებით, ის ააქტიურებს გლუკოკორტიკოიდების სინთეზს და სეკრეციას (კორტიზოლი და კორტიკოსტერონი). ACTH- ის სტიმულაციური მოქმედება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სეკრეციაზე ხდება ციკლური AMP 1-ის საშუალებით.
ACTH-ის მეორადი თვისებები განპირობებულია გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების მეტაბოლური ეფექტებით, ნახშირწყლების, ცილებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმის გააქტიურებით.
ACTH სეკრეციის რეგულირება ხორციელდება ნეირონულად ჰიპოთალამუსის არაპირდაპირი მონაწილეობით. მთავარი ჰუმორული მარეგულირებელი ფაქტორი არის გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების კონცენტრაცია სისხლში, განსაკუთრებით კორტიზოლის. მათი გავლენით, ACTH-ის სეკრეცია მცირდება უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმის საშუალებით და, შესაბამისად, იზრდება მოცირკულირე გლუკოკორტიკოიდების დაქვეითების შემთხვევაში.
ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი – “ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის” ფუნქციური მდგომარეობის მარკერი კორტიზოლის დონის ერთდროულ განსაზღვრასთან ერთად.
ტესტის ჩატარება აუციელბელია უზმოდ.
ნიმუშის აღების დროს პაციენტი უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში (სტრესი იწვევს პლაზმური ACTH–ის ზრდას); პლაზმურ ACTH-ს ახასიათებს დონის დღიური ცვლილებები. ACTH-ის სრული გამოკვლევა ითვალისწინებს სისხლის 2 ნიმუშის აღებას: ა) 6-დან-10 საათს შორის; ბ) 21-დან -24 საათს შორის.
ACTH-ის საღამოს ნიმუში წარმოადგენს დილის მნიშვნელობის 1/2 ან 2/3-ს. დღიურ ვარიაციას აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა. ჩვეულებრივ, სისხლის ნიმუშში ერთდროულად განისაზღვრება კორტიზოლიც.
ვენური სისხლი
ტერმინი კუშინგის სინდრომი ეხება ყველა კლინიკურ მდგომარეობას, რომელიც დაკავშირებულია კორტიზოლის ჭარბ წარმოქმანსთან; ACTH-ის განსაზღვრა სასარგებლოა ამ სინდრომის დიფერენციალური დიაგნოზისთვის:
ACTH-ის განსაზღვრა ასევე ინფორმატიულია თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დიფერენციალური დიაგნოზის დროს:
ACTH- ის გაზრდილი დონე ასევე გვხვდება: ადრენოგენიტალური სინდრომის და ფსევდო-კუშინგის სინდრომის დროს (შექცევადი კლინიკური მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებასთან).
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია