ქოლესტერინი ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებაა — ის წარმოადგენს უჯრედების სტრუქტურულ შემადგენელ კომპონენტს, მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში. თუმცა მისი სიჭარბე, განსაკუთრებით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების – LDL ანუ „ცუდი“ ქოლესტერინის მაღალი დონე, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
სარჩევი
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ შრატის ლიპიდების დონე უწყვეტად ცვლადი მაჩვენებელია — ამიტომაც, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი ქოლესტერინის მატებასთან ერთად ეტაპობრივად იზრდება და ზოგჯერ „ნორმალური“ მაჩვენებლებიც კი შეიძლება დამატებით კორექციას საჭიროებდეს.
ქოლესტერინი: რატომ არის მაჩვენებლები მაღალი, ჯანსაღი კვების მიუხედავად?
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ სწორად იკვებება და ფიზიკურად აქტიურია, მაღალი ქოლესტერინი არ უნდა ჰქონდეს. თუმცა რეალობაში მიზეზები ბევრად უფრო მრავალფეროვანია:
- გენეტიკა
ზოგ შემთხვევაში მაღალი LDL-ქოლესტერინი მემკვიდრეობით გადადის.
ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში ბუნებრივად ირღვევა LDL-ის კონტროლი, მიუხედავად ჯანსაღი ცხოვრების წესისა.
- ცხოვრებისწესიდაჩვევები
- ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
- თამბაქოს მოხმარება
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
- ქრონიკული სტრესი და ძილის დეფიციტი
ეს ფაქტორები ამცირებს „კარგ“ HDL ქოლესტერინს და ზრდის რისკს.
- ფარულიკვებითიფაქტორები
ხშირად პრობლემა არა დაბალი კვებითი ღირებულების საკვებში, არამედ ფარულ ცხიმებშია, როგორებიცაა:
- გადამუშავებული პროდუქტები
- ძეხვეული და სწრაფი საკვები
- სრულცხიმიანი რძის პროდუქტები
- ქოქოსის ზეთის შემცველი პროდუქტები
- ტკბილი სასმელები და რაფინირებული ნახშირწყლები
- ჯანმრთელობისსხვამდგომარეობები
- დიაბეტი
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობა
- თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები
- ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესები
- მედიკამენტები
ზოგიერთ პრეპარატი (მაგ. სტეროიდები) აუარესებს ლიპიდების თანაფარდობას “ცუდი” ცხიმების მომატების ხარჯზე.
როდისარისქოლესტერინიგანსაკუთრებითსაყურადღებო?
ქოლესტერინების მაჩვენებლები სისხლში ყოველთვის ერთნაირი არ არის, მაგრამ არსებობს ნიშნები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს:
- LDL ≥ 190 mg/dL
- ტრიგლიცერიდები ≥ 500 mg/dL
- ქსანთომები (მოყვითალო კვანძები კანზე ან ქუთუთოებზე)
- ლიპიდური სპექტრის მაჩვენებლების სწრაფი და აუხსნელი ცვლილებები (მატებისკენ)
- ინფარქტის/ინსულტის ადრეული ოჯახური ისტორია
რაშეიძლებაგავაკეთოთქოლესტერინისშესამცირებლად?
ცხოვრების წესის კორექცია ბევრ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებს LDL-ს:
- კვირაში მინიმუმ 150 წუთი ფიზიკური აქტივობა
- ხსნადი ბოჭკოს შემცველი საკვები (შვრია, ქერი, ფსილიუმი)
- გაჯერებული ცხიმების შემცირება
- წონის კონტროლი
- ალკოჰოლისა და მოწევის შეზღუდვა
- ხარისხიანი ძილი და სტრესის მართვა
რომელიკვლევებიამნიშვნელოვანი?
უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ლიპიდური სპექტრის ყველა კომპონენტის გამოკვლევა, რათა სრულფასოვანი წარმოდგენა შევიქმნათ ორგანიზმის ლიპიდურ ცვლაზე:
- დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები LDL
- ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები VLDL
- მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები HDL
- საერთო ქოლესტეროლი
- ტრიგლიცერიდები
- ათეროგენობის ინდექსი
სტანდარტული ლიპიდური პროფილის გარდა, ხშირად საჭიროა დამატებითი შეფასებაც:
- აპოლიპოპროტეინი B (ApoB) — ათეროგენული ნაწილაკების რაოდენობა
- ლიპოპროტეინი (a) (Lp(a)) — გენეტიკური რისკფაქტორი
ქოლესტერინი არ არის მხოლოდ კვების შედეგი. მისი დონე დამოკიდებულია გენეტიკაზე, ჰორმონულ ბალანსზე, ცხოვრების წესსა და სხვა ჯანმრთელობის ფაქტორებზე.
ამიტომ, თუ ჯანსაღი ცხოვრების მიუხედავად ქოლესტერინი მაღალია, საჭიროა უფრო ღრმა შეფასება და ინდივიდუალური მიდგომა — რათა რისკები დროულად გამოვლინდეს და გართულებები თავიდან ავიცილოთ.
მაღალიქოლესტერინის 12ფარულიმიზეზი
მიუხედავად ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობისა, ქოლესტერინის დონე ზოგჯერ მაინც მაღალი რჩება. ამის მიზეზებია:
- გენეტიკურიმიდრეკილება
ოჯახური ჰიპერქოლესტეროლემია და სხვა მემკვიდრეობითი ფაქტორები ხშირად იწვევს LDL-ქოლესტერინის მაღალ დონეს. - მოდურიდიეტები
კეტოგენურმა და ცხიმებით მდიდარმა დიეტებმა შესაძლოა LDL-ქოლესტერინის მატება გამოიწვიოს - ფარულიცხიმებირაციონში
გაჯერებული და ტრანსცხიმები ხშირად გვხვდება გადამუშავებულ პროდუქტებში, ძეხვეულსა და სრულცხიმიან რძის პროდუქტებში, რაც ასევე ხელს უწყობს “ცუდი” ლიპიდების დონის მატებას ორგანიზმში - მხოლოდდიეტისიმედადყოფნა
კვების ცვლილებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად არასაკმარისია ქოლესტერინის სრულად გასაკონტროლებლად - მზადარესტორნისსაკვებისხშირიმოხმარება
ასეთ შემთხვევაში რთულია ინგრედიენტებისა და პორციების კონტროლი - არასწორიტიპისფიზიკურიაქტივობა
ქოლესტერინის გასაუმჯობესებლად განსაკუთრებით ეფექტურია აერობული დატვირთვა — სიარული, სირბილი, ცურვა და ველოსიპედი - ზოგიერთიმედიკამენტისმიღება
სტეროიდებმა, რეტინოიდებმა და ზოგიერთმა ჰორმონულმა პრეპარატმა შეიძლება საერთო ქოლესტერინის მატება გამოიწვიოს - ალკოჰოლისჭარბიმოხმარება
ზრდის როგორც ქოლესტერინის, ისე ტრიგლიცერიდების დონეს - მედიკამენტებისარასწორიმიღება
თუ დანიშნული თერაპია რეგულარულად არ სრულდება, სასურველი შედეგი შეიძლება ვერ მიიღწეს - მედიკამენტებისარასაკმარისიეფექტი
ზოგიერთ ადამიანს დისლიპიდემიის დროს დამატებითი ან ალტერნატიული მკურნალობა სჭირდება - შედეგებისნაადრევიმოლოდინი
ქოლესტერინის შემცირებას დრო სჭირდება და ცვლილებები რამდენიმე კვირაში ყოველთვის არ ჩანს. - მხოლოდმედიკამენტებზედამოკიდებულება
მკურნალობა ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც მედიკამენტები ჯანსაღ კვებასა და აქტიურ ცხოვრების წესთან ერთად გამოიყენება.
მაღალი ქოლესტერინი ყოველთვის არ არის არასწორი კვების შედეგი. გენეტიკა, მედიკამენტები, ჰორმონული ცვლილებები და ცხოვრების წესი ხშირად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ აუცილებელია რისკ-ფაქტორების კომპლექსური შეფასება და რეგულარული ლაბორატორიული კონტროლი.
ხშირად დასმული კითხვები
კვების რეჟიმის ცვლილებიდან რამდენ ხანშიუნდაგადავიმოწმოთლიპიდურიპროფილი?
რეკომენდებულია 8–12 კვირის შემდეგ, რადგან ამ დროის განმავლობაში ორგანიზმი და ღვიძლი სრულად ერგება კვებით ცვლილებებს.
შეუძლიათუარაპერიოდულშიმშილს LDL-ისშემცირება?
ზოგიერთ შემთხვევაში დიახ, თუმცა კვლევების თანახმად, პერიოდული შიმშილი არაპირდაპირი გზით მოქმედებს ლიპიდების დონეზე, ძირითადად ამცირებს ინსულინრეზისტენტობას და ამ ფონზე ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის რაოდენობას.
რანმდენად მოქმედებს კვერცხი LDL დონეზე ოჯახურიჰიპერქოლესტერინემიისდროს?
ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის შემთხვევაში ორგანიზმს ქოლესტერინის გამოდევნა უჭირს, ამიტომ ხშირად რეკომენდებულია კვერცხის გულის მოხმარების შეზღუდვა, თუნდაც საერთო კვებითი რეჟიმი ჯანსაღი იყოს.
მოქმედებსთუარაყავაქოლესტერინისდონეზე?
გაუფილტრავი ყავა (მაგალითად, ესპრესო დიდი რაოდენობით) შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც შესაძლოა LDL-ქოლესტერინის ზრდას უწყობდეს ხელს.
ქოლესტერინის მართვა მხოლოდ დიეტას არ მოიცავს. გენეტიკა, ცხოვრების წესი, ჰორმონული მდგომარეობა და სხვა ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ რისკის შეფასება და რეგულარული ლაბორატორიული კონტროლი აუცილებელია.
ლიპიდური ცვლის დარღვევების დიაგნოსტირებისთვის “სინევო” გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით
! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge
წყარო
https://www.healthcentral.com/condition/high-cholesterol/why-is-my-cholesterol-high-if-i-eat-healthy
https://www.everydayhealth.com/high-cholesterol/treatment/why-you-still-have-high-cholesterol/
https://www.eurekahealth.com/resources/why-is-my-cholesterol-still-high-even-though-i-eat-healthy-en
მსგავსი თემები:
ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მომატება სისხლში
სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებში
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ


















