SHBG/სასქესო ჰორმონთან მაკავშირებელი გლობულინი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

14

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

EU

105.00

 

ზოგადი ინფორმაცია:

SHBG (სასქესო ჰორმონთან მაკავშირებელი გლობულინი) არის პლაზმის ცილა, რომელიც სპეციფიურად უკავშირდება ანდროგენებსა და მოცირკულირე ესტრადიოლს. იგი სინთეზირდება ღვიძლის უჯრედების მიერ და გამოთავისუფლდება სისხლში, სადაც ნახევარგამოყოფის პერიოდი აქვს დაახლოებით 7 დღე. მისი სეკრეცია კონტროლდება მოცირკულირე ანდროგენისა და ესტრადიოლის დონით.

SHBG-ის კონცენტრაცია გავლენას ახდენს, როგორც სასქესო სტეროიდების ქსოვილში ბიოშეღწევადობაზე, ასევე ესტროგენ-ანდროგენების ბალანსზე.

ანდროგენების და ანდროგენული პროგესტინის მომატებული დონე აფერხებს SHBG სინთეზს, ხოლო ესტრადიოლისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მომატებული დონე ასტიმულირებს SHBG სინთეზს.

ამრიგად, SHBG– ს დაბალი კონცენტრაცია გვხვდება შემდეგ სიტუაციებში: ჰირსუტიზმი (ქალები), ვირილიზაცია (ქალები), ვულგარული აკნე (ქალები), პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ჰიპერანდროგენიზმი (ქალები), სიმსუქნე, ჰიპოთირეოზი (ქალები), აკრომეგალია, კუშინგის სინდრომი, ჰიპერპროლაქტინემია, ანდროგენ-სეკრეტორული საკვერცხეების სიმსივნეები.

თავის მხრივ, SHBG– ის მომატებული კონცენტრაცია გვხვდება: ჰიპოგონადიზმი (მამაკაცები), გინეკომასტია (მამაკაცები), ანდროგენების დეფიციტი (მამაკაცები), ანდროგენების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება (მამაკაცები), ჰიპერთირეოზი, ღვიძლის ციროზი, ნევროზული ანორექსია (ქალები).

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

კვლევა ძირითადად რეკომენდებულია და ინიშნება მეან-გინეკოლოგის ან ენდოკრინოლოგის მიერ.

SHBG (Sex Hormone Binding Globuline) ტესტი გამოიყენება სასქესო ჰორმონებითა და ანტიანდროგენული თერაპიის მონიტორინგისთვის, პუბერტატის დიაგნოზისთვის, ნერვული ანორექსიის მქონე პაციენტთა დიაგნოზისა და მონიტორინგისთვის , თირეოტოქსიკოზის დიაგნოზისთვის. თირეოტოქსიკოზის დროს, იგი გამოიყენება, როგორც ქსოვილოვანი მარკერი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაზრდილი დონისთვის.

ეს გამოკვლევა ასევე სასარგებლოა ინსულინის რეზისტენტობის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებისა და დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკის დიაგნოზისა და მონიტორინგისთვის, განსაკუთრებით ქალებში. იგი ასევე გამოიყენება მამაკაცებში თავისუფალი ტესტოსტერონის დონის გასაზომად.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი. პაციენტი უნდა იყოს უზმოდ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

მრავალი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დაბალი ან ზომიერად მაღალი ანდროგენების სიჭარბით, უკავშირდება SHBG–ის დაბალ დონეს; მაგალითად, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი. ამ ქალთა უმრავლესობა ასევე განიცდის, ინსულინის რეზისტენტობასა და სიმსუქნეს. ამ შემთხვევაში, SHBG–ის შესწავლის გარდა, როგორც წესი კეთდება სხვა ანალიზებიც, რათა სრულად შეფასდეს საერთო მდგომარეობა.

ტესტი ასევე გამოიყენება ანტი-ანდროგენებით ან ესტროგენებით თერაპიის შესაფასებლად. ამ შემთხვევაში, დონის გაზრდა მიუთითებს წარმატებულ თერაპიაზე, ხოლო ანდროგენებით მკურნალობისას, SHBG– ის დონის დაქვეითება, რომელიც აკავშირებს სასქესო ჰორმონებს, სწორი და წარმატებული მკურნალობის ნიშანია.

SHBG- ის დონე მაღალია ნევროზული ანორექსიის მქონე პაციენტებსა და აგრეთვე თირეოიდული ჰორმონის სიჭარბის დროს.

SHBG– ის დაბალი დონე შეიძლება იყოს წინამორბედი ინსულინის რეზისტენტობის, გულ – სისხლძარღვთა გართულებების და მე –2 ტიპის დიაბეტის პროგრესირებისთვის, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც აქვთ გესტაციური დიაბეტი (ორსულობის დროს).

მომატებული SHBG:

  • პირველადი,მეორადი ჰიპოგონადიზმი მამაკაცებში;
  • ანდროგენების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითების სინდრომი;
  • ჰიპერესტროგენია;
  • ჰიპერთირეოიდული მდგომარეობა;
  • ანდროპაუზა მამაკაცებში;
  • ღვიძლის დაავადება, ვირუსული ჰეპატიტი

დაქვეითებული SHBG:

  • ანდროგენების სინთეზის გაზრდა;
  • ანდროგენების მიღება;
  • ინსულინ-რეზისტენტობა;
  • ჰიპოთირეოზი;
  • აკრომეგალია;
  • კუშინგის დაავადება / სინდრომი;
  • ჰიპერპროლაქტინემია;
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
  • ადრენოგენიტალური სინდრომი;
  • პერი- და მენოპაუზა ქალებში;
  • ნეფროზული სინდრომი;
  • სისტემური კოლაგენოზი

 

5/5 (1 Review)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up