ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ვაზოაქტიური ინტესტინალური პეპტიდი (VIP)

ცნობილი როგორც:ვაზოაქტიური ინტესტინალური პეპტიდი
SKU: 313

170.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ვაზოაქტიური ინტესტინალური (ნაწლავური) პეპტიდი

 

კვლევა ტარდება სისხლში  და გამოიყენება იშვიათი ნეიროენდოკრინული სიმსივნის — VIPომის — დიაგნოსტიკაში. მაღალი VIP დონე ხშირად დაკავშირებულია ძლიერი წყლიანი დიარეით, ჰიპოკალემიით და დეჰიდრატაციით.

 

VIP-ომა არის იშვიათი ნეიროენდოკრინული სიმსივნე, რომელიც წარმოშობით უმეტესად პანკრეასში ვითარდება და გამოირჩევა ვაზოაქტიური ინტესტინალური პეპტიდის (VIP) ჭარბი სეკრეციით.

ვაზოაქტიური ინტესტინური პოლიპეპტიდი თავდაპირველად გამოყვეს ღორის წვრილი ნაწლავიდან, როგორც ნაწლავზე მოქმედი ძლიერი ვაზოაქტიური ჰორმონი. ის გვხვდება ნერვულ, საჭმლის მომნელებელ, სუნთქვის და შარდ-სასქესო სისტემაში, ასევე ფარისებრ, თირკმელზედა და ეგზოკრინულ ჯირკვლებში. მისი ძირითადი ეფექტი ვლინდება გლუვი კუნთების (სისხლძარღვების და ბრონქიოლების) რელაქსაციაში, კუჭ-ნაწლავის სისტემის წყლისა და ელექტროლიტების სეკრეციასა და პანკრეასის ჰორმონების გამოყოფაში.

კვლევა ტარდება  უზმოდ – საკვების ბოლო მიღებიდან მინიმუმ 8 საათი უნდა იყოს გასული.

საკვლევი მასალა:ვენური სისხლი

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

VIPომაზე ეჭვისას – ძლიერი წყლიანი დიარეა, ჰიპოკალემია, დეჰიდრატაცია

გასტროინტესტინალური დარღვევებისას – ნაწლავის ლორწოვანის გაღიზიანება, სისხლის ნაკადის დაქვეითება

ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დიაგნოსტიკაში – განსაკუთრებით პანკრეასის სიმსივნეები

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ვაზოაქტიური ინტესტინალური პეპტიდის კონცენტრაციის მომატება მიუთითებს VIPომაზე — იშვიათ ნეიროენდოკრინულ სიმსივნეზე. კლინიკურად შესაძლოა  ასოცირდებოდეს დიარეასთან, ჰიპოკალემიასა და  დეჰიდრატაციასთან

 

ვაზოაქტიური ინტესტინალური პეპტიდის ნორმალური მაჩვენებელი გამორიცხავს VIPომას, თუმცა სიმპტომების არსებობისას საჭიროა სხვა ნეიროენდოკრინული სიმსივნეების ან გასტროინტესტინალური დარღვევების გამოკვლევა

საცნობარო მნიშვნელობები

ვაზოაქტიური ინტესტინური პოლიპეპტიდის ჭარბი სეკრეცია აღინიშნება ე.წ პანკრეასული დიარეის  – ვერნერ-მორისონის სინდრომის დროს. მდგომარეობას ახასიათებს წყლისებრი დიარეა, ჰიპოკალემია (კალიუმის კარგვის გამო) და ჰიპოქლორჰიდრია. ასევე ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკა, გაუწყლოება და გამოხატული ფიზიკური ასთენია (გამოფიტვა). ასევე აღინიშნება ჰიპერკალცემია, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა.

ვაზოაქტიური ინტესტინური პოლიპეპტიდი შესაძლოა გამომუშავდეს პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედების ვაზოაქტიური ინტესტინური პოლიპეპტიდის წარმომქმნელი  სიმსივნეების, ასევე კუნძულების ექტოპიური და ჰიპერპლაზიური პროცესებისას

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 276 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button