Free Cortisol (24 hour Urine) /თავისუფალი კორტიზოლი (24 სთ შარდში)

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

14

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

EU

70.00

ზოგადი ინფორმაცია:

კორტიზოლის განსაზღვრა 24 საათიან შარდში არჩევის მეთოდია კუშინგის სინდრომის დიაგნოზისთვის, რადგან თირკმელზედა ჯირკვლის კორტიკალური ჰორმონის სეკრეციის დღიური ვარიაციები გავლენას არ ახდენს კორტიზოლის შარდით გამოყოფის სიჩქარეზე, შესაბამისად ტესტი საშუალებას იძლევა მოხდეს ჯანმრთელი პირების უფრო ზუსტი დიფერენცირება კუშინგის სინდრომის მქონე პირთაგან.

შარდის კორტიზოლი ასახავს თირკმელებში გაფილტრული შრატის თავისუფალი კორტიზოლის რაოდენობას და კორელაციაშია კორტიზოლის გამოყოფის მაჩვენებელთან .

ჩვეულებრივ, პირდაპირ პროპორციული კავშირი არსებობს შარდის თავისუფალ კორტიზოლსა და შრატის კორტიზოლის დაუკავშირებელ, ბიოლოგიურად აქტიურ ნაწილს შორის.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

ეს ტესტი ყოველთვის ინიშნება ექიმის რეკომენდაციით, თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით,როგორც მარკერი:

ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის აქტივობის დონის შესაფასებლად;

იშენკო-კუშინგის სინდრომი- დაავადების დამახასიათებელი მრავალრიცხოვანი და პროგრესირებადი სიმპტომები (სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია, მიოპათია, ჰირსუტიზმი, პლეტორა, ოსტეოპოროზი, პათოლოგიური მოტეხილობები, წითელი სტრიები, კანისა და რბილი ქსოვილების მომატებული ტრავმატიზმი, მენსტრუალური ციკლის მოშლა).

პაციენტის ასაკისთვის ატიპიური კლინიკური სიმპტომები (ოსტეოპოროზი, არტერიული ჰიპერტენზია);

ზრდაში ჩამორჩენა და ჭარბი წონის მქონე ბავშვები;

თირკმელზედა ინციდენტალომა, ადენომის ვიზუალური ნიშნებით;

პირველადი და მეორადი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დიფერენციალური დიაგნოზი ACTH– ს ერთობლივ კვლევასთან ერთად.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ნიმუშის შეგროვების პროცესში მოვერიდოთ სტრესს.

ანალიზისთვის საჭიროა 24-საათიანი შარდი:

  • 24 სთ-იანი შარდის შეგროვება უნდა მოხდეს სტერილურ სუფთა ჭურჭელში (2-3 ლიტრიანი).
  • დაიწყეთ შარდის შეგროვება მაგ. დილის 7 საათზე, პირველი ულუფა გადაღვარეთ.შემდეგი ყველა ულუფა (დღის, ღამის განმავლობაში), მეორე დღის დილის 7 საათიანი ულუფის ჩათვლით, შეაგროვეთ 2–3 ლიტრიან შეძლებისდაგვარად გასტერილებულ ქილაში, რომელიც შარდის შეგროვების პროცესში უნდა შეინახოთ თავდახურული ბნელ და გრილ ადგილას.
  • შარდის შეგროვების დამთავრების შემდეგ აუცილებლად ჩაინიშნეთ 24 საათში გამოყოფილი შარდის რაოდენობა!
  • შეგროვების დამთავრების შემდეგ ქილა შეანჯღრიეთ, სპეციალური შარდის სატრანსპორტო კონტეინერით ამოიღეთ 10 მლ. შარდი, კონტეინერს მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და გამოაგზავნეთ ლაბორატორიაში.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

კორტიზოლის დონე მომატებულია:

  • იშენკო-კუშინგის დაავადება / სინდრომი;
  • თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზია;
  • ექტოპიური CRH სინდრომი (კორტიკოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონი);
  • ექტოპიური ACTH სინდრომი;
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
  • ჰიპოთირეოზი (კატაბოლიზმის დაქვეითება);
  • ჰიპერთირეოიდული მდგომარეობა;
  • ჰიპოგლიკემია;
  • სიმსუქნე;
  • დეპრესია;
  • აივ ინფექცია (მოზრდილებში);
  • ღვიძლის ციროზი (კატაბოლიზმის დაქვეითება);
  • დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი;
  • ალკოჰოლიზმი;
  • ორსულობა

კორტიზოლის დონე დაქვეითებულია:

  • ჰიპოპიტიუტარიზმი;
  • ადისონის დაავადება;
  • მდგომარეობა გლუკოკორტიკოიდების მიღების შემდეგ;
  • ადრენოგენიტალური სინდრომი;
  • ჰიპოთირეოიდული მდგომარეობა (სეკრეციის დაქვეითება);
  • ღვიძლის უკმარისობა – სეკრეციის დაქვეითება (ციროზი, ჰეპატიტი);
  • წონის მკვეთრი დაკლება

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up