ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾120.00
ენოლაზა (ანუ ფოსფოპირუვატ-ჰიდრატაზა) გლიკოლიზური ფერმენტია, რომელიც აკატალიზებს 2-ფოსფოგლიცერატის გარდაქმნას ფოსფოენოლ პირუვატად. ამ რეაქციით გლუკოზა იშლება პირუვატის 2 მოლეკულად, რომელთა შემდგომი გარდაქმნა იძლევა მაღალენერგეტიკულ ფოსფატურ სუბსტრატს (მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნაში).
ენოლაზა რამდენიმე დიმერული იზომერითაა წარმოდგენილი, და თითოეული მათგანი შეიცავს იმუნოლოგიურად განსხვავებულ 3 სუბერთეულს: α, β და γ. ენოლაზას ალფა სუბერთეული ძუძუმწოვრების სხვადასხვა ქსოვილებშია აღმოჩენილი. ბეტა სუბერთეული გვხვდება გულის და ჩონჩხის კუნთებში. αγ და γγ იზოფორმები წარმოადგენს ნეირონსპეციფიკურ ანუ γ-ენოლაზას და დიდი ოდენობით გვხვდება ნეირონებში, ნეიროენდოკრინულ უჯრედებსა და ამ უჯრედებისგან წარმოქმნილ სიმსივნეებში.
შესაბამისად, ნეირონსპეციფიკური ენოლაზა მნიშვნელოვანი მარკერია ნეირო-ენდოკრინული სიმსივნეების, განსაკუთრებით კი ნეირობლასტომების და ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს მონიტორინგის პროცესში.
კვლევა მნიშვნელოვანია ნეირო-ენდოკრინული სიმსივნეების მონიტორინგისა და დაავადების ევოლუციის შესაფასებლად.
აბსოლუტური ჩვენებაა: ნეირობლასტომების და ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს დროს
დამატებითი სადიაგნოსტიკო მეთოდია: ფარისებრი ჯირკვლის მედულური სიმსივნეებისას.
ფილტვის წვირლუჯრედული კარცინომის დროს შემთხვევათა 61-80%-ში ვლინდება ნეირონსპეციფიკური ენოლაზას დონის მატება. არ არსებობს კორელაცია (შესაბამისობა) მარკერის მაჩვენებელსა და თავის ტვინში მეტასტაზების არსებობას შორის, თუმცა მაჩვენებელი შესაბამისობაშია კლინიკურ სტადიასთან. ქიმიოთერაპიაზე რეაგირების ნაკლებობა ასოცირებულია ნეირონსპეციფიკური ენოლაზას მაჩვენებლის მყარ და მუდმივ მატებასთან. დაავადების რემისიის პერიოდებში, შემთხვევათა 80-96%-ში ვლინდება მარკერის მაჩვენებლის ნორმალიზება. ნეირონსპეციფიკური ენოლაზას განსაზღვრა მეტად ინფორმატიულია სხვა მარკერებთან ერთად: პრო-გასტრინის გამომათავისუფლებელი პეპტიდი, კარცინოემბრიონული ანტიგენის CEA, ციტოკერატინული ფრაგმენტი19 CYFRA.
ნეირონსპეციფიკურ ენოლაზას 92% დადებითი პროგნოზული მნიშვნელობა აქვს შემთხვევათა 92% -ში.
ნეირობლასტომების დროს, შემთხვევათა 62%-შია აღმოჩენილი ნეირონსპეციფიკური ენოლაზას დონის მატება, რომელიც ასევე კორელაციაშია დაავადების კლინიკურ სტადიასთან.
პაციენტის მომზადება – საჭირო არ არის
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა – <16.3 ნგ/მლ
ნეირონსპეციფიკური ენოლაზას განსაზღვრა არ გამოიყენება კიბოს სასკრინინგოდ, უსიმპტომო პაციენტებში. მისი მომატებული მაჩვენებლები შესაძლოა გამოვლინდეს ზოგიერთი მენინგეომის, გლიომის (თავის ტვინის სიმსივნეები) და თირკმლის კარცინომების დროს.
ნეირონსპეციფიკური ენოლაზას მაჩვენებლის მატება შესაძლოა აღინიშნოს თავის ტვინის და ფილტვის ზოგიერთი კეთილთვისებიანი სიმსივნის დროსაც.
ზოგიერთი პათოლოგიების და მდგომარეობების დროს, შესაძლებელია კვლევის შედეგები არადამაჯერებელი იყოს:
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია