Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

პლაცენტარული ზრდის ფაქტორი (PlGF) (პრეეკლამფსია)

ცნობილი როგორც:ანგიოგენეზის პლაცენტური ფაქტორი
SKU: 1536

205.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

პლაცენტური ზრდის ფაქტორი (PlGF) პრეეკლამფსიის კლინიკური მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის წარმოადგენს სისხლძარღვების ენდოთელიური ზრდის ფაქტორს, ცილას,  რომელიც უპირატესად წარმოიქმნება პლაცენტაში, თუმცა, დაბალი კონცენტრაციით გამომუშავდება სხვა ქსოვილებშიც: გულში, ფილტვებში, ფარისებრ ჯირკვალში, ღვიძლში, ჩონჩხის კუნთებში და ძვლებში. ადამიანის პლაცენტური ზრდის ფაქტორის გენი მე-14 ქრომოსომის მოკლე მხარზეა განლაგებული და აკოდირებს ცილის  4 იზოფორმას.  plGF1 და PlGF2 ყველაზე დიდი ოდენობით გამოიყოფა ორსულობისას.

პლაცენტური ზრდის ფაქტორი და ანგიოგენეზი

ანგიოგენეზი  – ახალი სისხლძარღვების წარმოქმნა,  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია ემბრიოგენეზის (ნაყოფის განვითარების) პერიოდში და რეგულირდება მთელი რიგი ზრდის ფაქტორებით. ახალი სისხლძარღვების ჩამოყალიბება ხდება არსებული ვასკულატურის რემოდელირებით (გარდაქმნით) – განტოტვის, დაგრძელების და გაფართოების გზით.

ზრდასრულ ადამიანებში ანგიოგენეზს ადგილი აქვს ენდომეტრიუმში – მენსტრუალური ციკლის დროს, ჭრილობის შეხორცების პროცესში, გულის და ჩონჩხის კუნთების ადაპტაციური პროცესებისას და სხვა. პლაცენტის ზრდის ფაქტორი პრო-ანგიოგენური ფაქტორია, რომელიც ასტიმულირებს ანგიოგენეზს. პლაცენტური ზრდის ფაქტორის გავლენით ანგიოგენეზი ტროფობლასტურ უჯრედებში (პლაცენტაში) მიმდინარეობს არაიშემიურ გარემოში, მაშინ როცა სხვა ქსოვილებში აქტიურდება იშემიის და სხვა პათოლოგიური პროცესების საპასუხოდ. სიმსივნურ უჯრედებში პლაცენტური ზრდის ფაქტორის პროდუქცია განაპირობებს სიმსივნის ვასკულარიზაციას.

პლაცენტური ზრდის ფაქტორი და ფიზიოლოფიურად მიმდინარე ორსულობა

პლაცენტური ზრდის ფაქტორის კონცენტრაცია პირველ ტრიმესტრში დაბალია, მატებას იწყებს 11-12 კვირიდან. პიკს აღწევს 30 კვირისთვის, რის შემდეგაც კვლავ შემცირების ტენდენცია აღინიშნება.

პლაცენტური ზრდის ფაქტორი პრეეკლამფსიის დროს

შარდში და სისხლის შრატში პლაცენტური ზრდის ფაქტორის კონცენტრაციის დაქვეითება აღინიშნება როგორც პრეეკლამფსიის, ასე დაავადების კლინიკური სურათის სრულად გაშლისას.  plGF  უკმარისობის მიზეზი არის, პლაცენტური ზრდის ფაქტორის ექსპრესიის დაქვეითება და  ასევე მისი სეკვესტრაცია ენდოვასკულური ზრდის ფაქტორის ერთერთ ცილის  sFLT-1 მიერ

sFLT-1  წარმოადგენს სისხლძარღვთა ენდოთელიური ზრდის ფაქტორის  რეცეპტორ-1 უჯრედგარე დომენებს. პრეეკლამფსიისას sFLT-1 მატულობს).

ანგიოგენური ფაქტორების (პლაცენტური, ენდოვასკულური) იზოლირებული შეფასებით პრეეკლამფსიის პროგნოზირება ნაკლებეფექტურია, ამ ფაქტორების თანაფარდობის შეფასებასთან შედარებით.

sFLT-1/PlGF  ანგიოგენური ფაქტორების თანაფარდობა, პაციენტის ანამნეზურ და ულტრაბგერით მონაცემებთან ერთად პრეეკლამფსიის პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა.

პრეეკლამფსიაზე ეჭვის მიტანისას, sFLT-1/PlGF თანაფარდობის, ან მხოლოდ პლაზმის  პლაცენტური ზრდის ფაქტორის (PlGF)  შეფასება აუცილებელი კვლევებია დიაგნოზის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად.  პლაზმის PlGF შეფასება ბევრად უკეთ პროგნოზირებს პრეეკლამფსიას, ვიდრე კლინიკური 5 ფაქტორით შეფასება (სისტოლური და დიასტოლური წნევის შეფასება, ალანინტრანსფერაზა, შარდმჟავა და პროტეინურია).

 

საკვლევი მასალა:  ვენური სისხლი

წინასწარი მომზადება:  არ არის საჭირო.

ტესტი ტარდება ორსულობის 20-35 კვირის ვადაზე, პრე-ეკლამფსიის სიმპტომების არსებობისას.

 

 

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

 

 

 

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5680413/

ლაბორატორიები
Call Now Button