Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ნიაცინი (ნიკოტინის მჟავა, B3 ვიტამინი) | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ნიაცინი, ან ვიტამინი B3, არის წყალში ხსნადი B ვიტამინი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ზოგიერთ საკვებში ან იყიდება საკვები დანამატის სახით. საკვებში და დანამატებში ნიაცინის ორი ყველაზე გავრცელებული ფორმაა: ნიკოტინის მჟავა და ნიკოტინამიდი. სხეულს ასევე შეუძლია გარდაქმნას ტრიპტოფანი – ამინომჟავა – ნიკოტინამიდად. ნიაცინი წყალში ხსნადია, ამიტომ ორგანიზმში მისი არასაჭირო ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდით. ნიაცინი სხეულში მუშაობს როგორც კოენზიმი, მასზე 400-ზე მეტი ფერმენტია დამოკიდებული სხვადასხვა რეაქციისთვის. ნიაცინი ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების ენერგიად გარდაქმნას, ქოლესტერინისა და ცხიმების წარმოქმნას, დნმ-ის შექმნას, აღდგენას და ანტიოქსიდანტურ ეფექტს.

ნიაცინით მდიდარი საკვები პროდუქტები

  • წითელი ხორცი: საქონლის ხორცი, ძროხის ღვიძლი, ღორის ხორცი;
  • თევზი;
  • ყავისფერი ბრინჯი;
  • მარცვლეული და პური;
  • თხილი, თესლი;
  • პარკოსნები;
  • ბანანი;

დანამატის სახით

ნიაცინი ხელმისაწვდომია დანამატის სახით, ნიკოტინის მჟავის ან ნიკოტინამიდის სახით. ზოგჯერ დანამატებში ოდენობა ბევრად აღემატება RDA-ს, რაც იწვევს სიწითლის უსიამოვნო გვერდით ეფექტებს. მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა განისაზღვროს რა დოზით უნდა მიიღოთ ნიკოტინამიდის დანამატი.

რეცეპტით გაცემული ნიაცინი შეიძლება სასარგებლო იყოს მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ სტატინების მიღება ან ვერ აკონტროლებდნენ ქოლესტერინის დონეს დიეტისა და ვარჯიშის საშუალებით. არ მიიღოთ ნიაცინი მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ, თუ ორსულად ხართ.

ყურადღება!

რეცეპტით ხელმისაწვდომი ნიაცინის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს:

  • კანის ძლიერი სიწითლე;
  • თავბრუსხვევა;
  • სწრაფი გულისცემა;
  • ქავილი;
  • გულისრევა და ღებინება;
  • მუცლის ტკივილი;
  • დიარეა;
  • პოდაგრა;
  • ღვიძლის დაზიანება;
  • შაქრიანი დიაბეტი;

ნიაცინის დეფიციტი

ნიაცინის დეფიციტი იწვევს პელაგრას დაავადებას, მდგომარეობას, რომელიც იწვევს მუქი, ზოგჯერ ქერცლიანი გამონაყარის წარმოქმნას კანის უბნებზე. ასევე, ენის სიწითლე; და ყაბზობა/დიარეა. ნიაცინის მძიმე დეფიციტის სხვა ნიშნებია:

  • დეპრესია;
  • თავის ტკივილი;
  • დაღლილობა;
  • მეხსიერების დაკარგვა;
  • ჰალუცინაციები;

ნიაცინის დეფიციტის მქონე რისკ-ჯგუფები

  • 1. ადამიანები, რომელთა დიეტაც შეზღუდულია მრავალფეროვანი საკვებით. (ავადმყოფები და სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები);
  • 2. ადამიანები, რომელთაც აქვთ ქრონიკული ალკოჰოლიზმი.;
  • 3. კარცინოიდული სინდრომის მქონე პირები. ეს არის ნაწლავში ნელა მზარდი კიბოს უჯრედების დაავადება, რომელიც ათავისუფლებს ქიმიურ ნივთიერებას, სახელად სეროტონინს. სინდრომი იწვევს დიეტაში ტრიპტოფანის გარდაქმნას სეროტონინად და არა ნიაცინად, რაც ზრდის ნიაცინის შემცირების რისკს.

ნიაცინის სიჭარბე

ნიაცინის შემცველი საკვების მიღებისას ტოქსიკურობა იშვიათია, მაგრამ მაღალი დოზების დანამატების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად შეიძლება ორგანიზმში აღმოჩნდეს ნიაცინის სიჭარბე. გაწითლებული კანი, ქავილით ან ჩხვლეტითი შეგრძნებები სახეზე, მკლავებზე და მკერდზე სწორედ ნიაცინის სიჭარბის მანიშნებელი სიმპტომებია. სიწითლე აღენიშნება ძირითადად ნიკოტინამიდის ნაცვლად მაღალი დოზით დანამატების მიღებისას, ნიკოტინის მჟავის სახით.

სხვა სიმპტომები:

  • თავბრუსხვევა;
  • დაბალი წნევა;
  • დაღლილობა;
  • თავის ტკივილი;
  • კუჭის აშლილობა;
  • გულისრევა;
  • ბუნდოვანი ხედვა;

იცოდით?

  • A. ითვლება, რომ ბევრი B ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის გაზრდას, მათ შორის ნიაცინის. დაბალანსებული დიეტის მიღება მრავალფეროვან საკვებთან ერთად საჭიროა, რადგან ნიაცინის ენერგიის ზომიერად და სასარგებლოდ გარდასაქმნელად საუკეთესო საშუალებაა.
  • B. სიმინდი ბუნებრივად მდიდარია ნიაცინით, მაგრამ ის დაკავშირებულია ჭარბ ნახშირწყლებთან, რაც ართულებს ადამიანის ორგანიზმში მის ათვისებას.

პროფილაქტიკა

ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია შეიმოწმოთ ნიაცინის დოზა ორგანიზმში, რათა თავიდან იქნას აცილებული ნიაცინის სიჭარბით ან დეფიციტით გამოწვეული დაავადებები. დოზის განსაზღვრა ხდება ნიკოტინამიდის სპეციალური ტესტით, რომლიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ სინევოს ლაბორატორიების ნებისმიერ ფილიალში.

 

 

ნიაცინის დოზის განსაზღვრისთვის ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ შემდეგ კვლევებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat
 

რესურსები

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button