ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

რომელი ჰორმონები გამოვიკვლიოთ ორსულობის დაგეგმვამდე | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

რომელი ჰორმონები გამოვიკვლიოთ ორსულობის დაგეგმვამდე

ორსულობამდე ჰორმონების კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესაფასებლად და შესაძლო ჰორმონული დარღვევების დროულად გამოსავლენად.

აღნიშნული კვლევები აფასებს  საკვერცხეების ფუნქციას, ოვულაციას და ორგანიზმის მზადყოფნას ორსულობისთვის.

ქალისრეპროდუქციულისისტემისძირითადიჰორმონები

ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი (FSH), მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH), ესტრადიოლი (E2), პროგესტერონი, პროლაქტინი და ანტიმიულერის ჰორმონი (AMH) ის ჰორმონებია, რომლებიც ინფორმაციას იძლევა მენსტრუალური ციკლის, ოვულაციის, საკვერცხის რეზერვის და ენდოკრინული ბალანსის შესახებ.

  • FSH (ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი) – ასტიმულირებს საკვერცხეებში ფოლიკულების ზრდასა და კვერცხუჯრედის მომწიფებას
  • LH (მალუთეინიზებელი ჰორმონი) – იწვევს ოვულაციას, ანუ მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას
  • ესტრადიოლი (E2) – ხელს უწყობს ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის) განვითარებას და ორგანიზმს ამზადებს ორსულობისთვის
  • პროგესტერონი – ამზადებს საშვილოსნოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის და ხელს უწყობს ორსულობის შენარჩუნებას
  • AMH (ანტიმიულერული ჰორმონი) – ასახავს საკვერცხეების რეზერვს, ანუ დარჩენილი ფოლიკულების რაოდენობასა და რეპროდუქციულ პოტენციალს
  • პროლაქტინი – მონაწილეობს სარძევე ჯირკვლებში რძის წარმოქმნის (ლაქტაციის) პროცესში

თუმცა, შედეგების ინტერპრეტაცია  ყოველთვის უნდა განხორციელდეს სიმპტომებთან, სამედიცინო ისტორიასთან და ორსულობის გეგმებთან ერთად რეპროდუქციული მედიცინის სპეციალისტის მიერ.

ჰორმონულიგამოკვლევისმნიშვნელობა

უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ორსულობის წარუმატებელი მცდელობა/მიმდინარეობა ხშირად ჰორმონულ დისბალანსთანაა კავშირში და შესაბამისად ჰორმონული სპექტრის კვლევა აუცილებელი ინსტრუმენტია დიაგნოსტიკის და წარმატებული მკურნალობისთვის.

 

ვინუნდაჩაიტაროსჰორმონებისგამოკვლევა

რეპროდუქციული ჰორმონების გამოკვლევა რეკომენდებულია ორსულობის დაგეგმვამდე, ჩასახვის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის, განსაკუთრებით შემდეგ შემთხვევებში:

  • 35 წლის და უფროსი ასაკის ქალებისთვის, რადგან ასაკი გავლენას ახდენს კვერცხუჯრედების ხარისხსა და საკვერცხეების რეზერვზე
  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლის მქონე პირებისთვის
  • მათთვის, ვინც 6–12 თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ბუნებრივი გზით დაორსულებას
  • ჰორმონული დისბალანს სიმპტომების მქონე ქალებისთვის, როგორიცაა სწრაფი წონაში მატება, გუნებ-განწყობის ცვლილებები, წამოხურებები (ცხელების შეგრძნება) ან გამოხატული პრემენსტრუალური სინდრომი (PMS)

 

რეპროდუქციულიჰორმონებისგამოკვლევისეტაპები

რეპროდუქციული ჰორმონების გამოკვლევა, როგორც წესი, ტარდება სისხლის ნიმუშის საშუალებით.

რადგან მენსტრუალური ციკლი და ჰორმონები მჭიდრო ურთიერთკავშირშია, ტესტირება უნდა ჩატარდეს კონკრეტული ჰორმონებისათვის სწორად შერჩეულ დროს.

    • FSH, LH, ესტრადიოლი (E2) განისაზღვრება მენსტრუალური ციკლის მე-2–მე-5 დღეებში
    • პროგესტერონი: ციკლის 21-ე დღეს ან დაახლოებით ოვულაციიდან 7 დღის შემდეგ.
    • AMH (ანტიმიულერული ჰორმონი): შესაძლებელია გამოკვლევა ნებისმიერ დროს
  • გამოკვლევამდე რეკომენდებულია ჰორმონული მედიკამენტების ან კონტრაცეპტივების გამოყენების შეწყვეტა (მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად)
  • გამოკვლევამდე ასევე რეკომენდებულია  სტრესული ფაქტორების და  ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემცირება, რადგან ამ ფაქტორებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჰორმონების დონეზე და ტესტის შედეგებზე.

 

როგორშევინარჩუნოთჰორმონებისჯანსაღი დონე

თუ რეპროდუქციული ჰორმონების ტესტის შედეგები ოპტიმალური არ არის,   რა ტქმა უნდა მთავარია დარღვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი მკურნალობა, თუმცა ცხოვრების წესის ცვლილებებმა შესაძლოა  მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ბალანსის გაუმჯობესებას.

  • ფიტოესტროგენებითმდიდარისაკვები: როგორიცაა სოიო, სელის თესლი, ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული და ხილი – ხელს უწყობს ესტროგენის დონის ბუნებრივი გზით გაუმჯობესებას
  • ვიტამინებიდამინერალები,რომლებიცხელსუწყობსჰორმონულბალანსს, მათ შორის B ჯგუფის ვიტამინები, D ვიტამინი, მაგნიუმი და თუთია — მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად
  • ზომიერიფიზიკურიაქტივობია როგორიცაა სიარული, იოგა, პილატესი ან ცურვა, ხელს შეუწყობს ენდოკრინული და სისხლის მიმოქცევის სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას
  • სტრესისმართვადახარისხიანიძილი (ღამეში 7–8 საათი)
  • ენდოკრინულ სისტემაზე მოქმედი ნივთიერებებისგან თავის არიდება როგორიცაა ბისფენოლის შემცველი პლასტმასები, კოსმეტიკაში არსებული ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება და პესტიციდები

 

წყარო:

https://v-ivf.com/2026/04/female-hormones-test-before-pregnancy/

 

 

 

შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

ნინო მანჯაფარაშვილი – ლაბორატორია “სინევოს” სამედიცინო კონტენტის კოორდინატორი, ექიმი-ნევროლოგი და ბავშვთა ნევროლოგი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სერტიფიკატის მფლობელი.

Call Now Button