ლიბიდოს, ანუ სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა საკმაოდ ხშირი პრობლემაა. სექსუალური ლტოლვის დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით და შეიძლება განსხვავებული იყოს თითოეული ადამიანის შემთხვევაში. არსებობს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ურთიერთობის საკითხები, რომლებიც გასათვალისწინებელია შემცირებული ლიბიდოს შეფასებისას.
შემცირებული ლიბიდო გვხვდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. არ არის უჩვეულო, რომ სექსუალური ცხოვრების მიმართ ინტერესი იცვლება ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჰორმონალური ცვლილებების, ასაკისა და სტრესის გამო.
შემცირებული ლიბიდოს ძირითადი მიზეზებია: ჰორმონალური ცვლილებები, ავადმყოფობა, ცუდი კვება, ძილის ნაკლებობა, ვარჯიშის ნაკლებობა, სიმსუქნე, ტკივილი, გადაჭარბებული ალკოჰოლი ან ნარკოტიკების გამოყენება. ისეთმა მედიკამენტებმა, როგორიცაა ანტიდეპრესანტები, ანტიჰიპერტენზიული წამლები და ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ასევე შეიძლება ხელი შეუწყონ ლიბიდოს დაქვეითებას.
შემცირებული ლიბიდოს მიზეზები მამაკაცებსა და ქალებში
ფსიქოლოგიურმა მიზეზებმა, როგორიცაა სტრესი, დაღლილობა, დაბალი თვითშეფასება, განწყობის ცვალებადობა, დეპრესია და შფოთვა, შეიძლება შეამციროს სექსუალური ცხოვრებისადმი ინტერესი. გარდა ამისა, ასევე შეიძლება იყოს ურთიერთობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა პარტნიორებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა ან ცხოვრების სტილის მნიშვნელოვანი ცვლილებები. ლიბიდოს დაქვეითება შეიძლება აღინიშნოს ორსულობისას, მშობიარობის შემდგომ პერიოდში და ძუძუთი კვებისას, ჰორმონალური ცვლილებების გამო. ლიბიდოზე ასევე გავლენას ახდენს ისეთი ქრონიკული მდგომარეობები, როგორიცაა დიაბეტი, ოსტეოართრიტი, გულის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, სიმსივნეები და სხვ.
ბევრი მამაკაცისა და ქალისთვის, ჰორმონალური დისბალანსი შეიძლება იყოს ლიბიდოს დაკარგვის მთავარი მიზეზი. ლიბიდოს შემცირება ყველაზე ხშირად ვლინდება პერიმენოპაუზის, მენოპაუზისა და ანდროპაუზის დროს 40-დან 55 წლამდე. როგორც ამბობენ, სექსუალური ლტოლვის ჰორმონებთან დაკავშირებული დაქვეითება შეიძლება განვითარდეს ახალგაზრდა ასაკშიც. ესტროგენის, პროგესტერონის და ტესტოსტერონის დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური ლტოლვის და ენერგიის შემცირება. ცნობილია, რომ ლიბიდო ქვეითდება ასევე ქალებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ტოტალური ჰისტერექტომია, სქესობრივი ჰორმონების დონის დაქვეითების გამო.
ჰორმონალური ბალანსი ჯანსაღი ლიბიდოს შენარჩუნების ერთ-ერთი გასაღებია. ესტროგენის სიჭარბე და დეფიციტი გავლენას ახდენს ქალის ლიბიდოზე. ესტროგენის სათანადო რაოდენობა ხელს უწყობს სექსუალური ინტერესის შენარჩუნებას და ვაგინალური ქსოვილის სიჯანსაღეს. როდესაც ესტროგენის დონე მცირდება, ვულვასა და საშოში აღინიშნება სიმშრალე და ატროფია (კუნთოვანი მასის შემცირება) – ამ ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, ტკივილი, ქავილი და ძლიერი ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს. ზედმეტმა ესტროგენმა (ესტროგენის დომინირება) ასევე შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი კონტაქტისადმი ინტერესის დაკარგვა. პროგესტერონის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ესტროგენის დომინირება, რაც იწვევს დეპრესიას, ფიბროკისტოზურ მკერდს, წყლის შეკავებას და დაღლილობას, რაც ხელს უშლის ლიბიდოს სიჯანსაღეს.
ტესტოსტერონი ქალებში ასევე ფუნდამენტური ჰორმონია სექსუალური ლტოლვისთვის, რადგან ის გავლენას ახდენს ინტერესზე, აღგზნებაზე, სექსუალურ რეაქციაზე და ორგაზმზე. შედეგად, ყველაფერმა, რაც ამცირებს ტესტოსტერონს, შეიძლება გამოიწვიოს ლიბიდოს დაქვეითება.
გადაჭარბებულმა ან ქრონიკულმა სტრესმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი, და შედეგად ლიბიდოს დაქვეითება. სტრესის დროს პროგესტერონი, რომელიც ტესტოსტერონის წინამორბედი ჰორმონია, გარდაიქმნება კორტიზოლად. საბოლოოდ, ეს იწვევს ტესტოსტერონის დაბალ დონეს და ლიბიდოს შემცირებას.
როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებშიც სურვილის დაკარგვა დამოკიდებულია ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ურთიერთობის ცვლადებზე. გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად, მათი სექსუალური ლტოლვა იკლებს, ხშირ შემთხვევაში ჰორმონალური ცვლილებებისა და დისბალანსის გამო. ვინაიდან მამაკაცის ლიბიდოზე პირდაპირ გავლენას ახდენს ტესტოსტერონის დონე, როდესაც ტესტოსტერონი იწყებს კლებას, შედეგი არის ლიბიდოს დაქვეითება. ტვინს აქვს ტესტოსტერონის რეცეპტორების ყველაზე დიდი კონცენტრაცია ორგანიზმში და სქესობრივი ლტოლვა არის ტესტოსტერონის მიერ ნერვული დაბოლოებების სტიმულირების ფუნქცია. დაბალი ტესტოსტერონი იწვევს თავის ტვინის ნერვების სტიმულაციის შემცირებას, რაც იწვევს სექსუალური სურვილის დაქვეითებას და ერექციულ დისფუნქციას. ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია) და ლიბიდოს დაკარგვა ორი განსხვავებული რამ არის; თუმცა, მამაკაცები, რომლებიც განიცდიან იმპოტენციას, ჩვეულებრივ განიცდიან ლიბიდოს დაქვეითებასაც.
ყველაფერმა, რაც ზრდის სტრესს, შეიძლება გამოიწვიოს ლიბიდოს დაქვეითება, რადგან სხეული რეაგირებს სტრესზე კორტიზოლის გამოთავისუფლებით. კორტიზოლი ამცირებს ტესტოსტერონის დონეს, შესაბამისად, ლიბიდოსაც. ესტროგენის მაღალმა დონემ მამაკაცებში შეიძლება შეამციროს სექსუალური ლტოლვა, გამოიწვიოს ერექციული სირთულეები და გამოიწვიოს მკერდის გადიდება.
სხვა ჰორმონები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ ლიბიდოზე მამაკაცებსა და ქალებში, მოიცავს დეჰიდროეპიანსროსტერონს (DHEA) და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს. ვინაიდან DHEA არის ტესტოსტერონის წინამორბედი, DHEA-ს არაადექვატურმა კონცენტრაციამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს ტესტოსტერონის დაბალი დონე და სექსუალური ლტოლვის შემცირება. ასევე, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების არანორმალურად დაბალმა რაოდენობამ შეიძლება შეამციროს სექსუალური სურვილი რეპროდუქციული ორგანოების მეტაბოლიზმის შენელების გამო. ჰიპოფიზის ჯირკვლის (რომელიც აკონტროლებს ჰორმონების უმეტესობას, მათ შორის სასქესო ჰორმონს) სიმსივნეები ლიბიდოს დაკარგვის უფრო იშვიათი მიზეზია.
იმის გამო, რომ ლიბიდო მგრძნობიარეა ჰორმონების დონის, ისევე როგორც ზოგადი კვების, ჯანმრთელობის, წამლებისა და საერთო ფიტნესის მიმართ, შეფასება და მკურნალობა უნდა ითვალისწინებდეს ყველა ამ საკითხს.
დაქვეითებული ლიბიდოს მკურნალობა ხშირად დამოკიდებულია ძირითადი პრობლემის მკურნალობაზე.
თუ დაბალი ლიბიდო გამოწვეულია ჯანმრთელობის ძირითადი მდგომარეობით, შეიძლება დაგჭირდეთ მედიკამენტების შეცვლა. თუ ლიბიდოს დაქვეითებას აქვს ფსიქოლოგიური მიზეზები, შეიძლება დაგჭირდეთ თერაპევტთან ვიზიტი.
თქვენ ასევე შეგიძლიათ დამოუკიდებლად გადადგათ ნაბიჯები თქვენი ლიბიდოს გასაძლიერებლად. თქვენი ლიბიდოს გაზრდის პოტენციალი აქვს შემდეგ ქმედებებს:
- ჯანსაღი ცხოვრების წესი;
- საკმარისი ძილი;
- სტრესის მართვა და
- ჯანსაღი დიეტა.
თუ დაქვეითებული გაქვთ ლიბიდო, მიზანშეწონილია განისაზღვროს ლიბიდოზე პასუხისმგებელი ჰორმონების დონე თქვენს ორგანიზმში. სწორედ ამიტომ, ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ ტესტებს შემდეგ ჰორონებზე:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ DHEA-ს და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე შემდეგი კვლევებით:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
რესურსები:
https://socalbhrt.com/low-libido/
https://www.medicalnewstoday.com/articles/324861#in-women
https://www.healthline.com/health/low-testosterone/conditions-that-cause-low-libido#drug-use