Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

იოდი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

იოდი არის აუცილებელი მიკროელემენტი, რომელიც არ წარმოიქმნება ორგანიზმში, ამიტომ ის უნდა იქნას მიღებული საკვებიდან ან დანამატების სახით. ეს არის ქიმიური ელემენტი, რომელიც მარილებისა და ნაერთების სახით პრაქტიკულად ყველგანაა, მათ შორის ჰაერშიც. მისი ძირითადი წყარო ბუნებაში – ზღვის წყალია. იოდი ასევე ბუნებრივად გვხვდება ზოგიერთ საკვებში, დანამატებში და მარილიან სანელებლებში. ის აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის წარმოებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ ცილების წარმოქმნას და ფერმენტების აქტივობას, ასევე არეგულირებენ ნორმალურ მეტაბოლიზმს.

საკმარისი იოდის გარეშე, ფარისებრი ჯირკვლის ეს ჰორმონები ვერ ფუნქციონირებს სწორად და შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი ან ზედმეტად აქტიური მდგომარეობა, რაც იწვევს ჰიპოთირეოზისა და ჰიპერთირეოზის დაავადებას ორგანიზმში. ორსულობის დროს იოდის ნაკლებობა ზრდის აბორტის და ნაადრევი მშობიარობის რისკს. შესაძლოა გამოვლინდეს ნაყოფის ზრდის შეფერხება ან თავის ტვინის ანომალიები. თუ იოდის დეფიციტით დაბადებულ ბავშვს დროულად არ აღმოუჩინეს სათანადო მკურნალობა, ვითარდება გონებრივი ჩამორჩენილობა და კრეტინიზმი. ახალშობილს შესაძლოა ჰქონდეს თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი ან რაიმე სახის დეფექტი.

იოდი და ჯანმრთელობა

ორსულებში და ბავშვებში

ორსულობის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავება იზრდება, რაც მოითხოვს იოდის ზრდასაც. როგორც ნაყოფს, ასევე ახალშობილს სჭირდება საკმარისი იოდი ნორმალური ფიზიკური ზრდისა და ტვინის განვითარებისთვის. დედის რძე შეიცავს იოდს, თუმცა მისი რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორგანიზმზე. ქალებში იოდის მიღების მაღალი დოზები ყოველთვის არ არის რეკომენდირებული, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

ბავშვებში იოდის ზომიერმა ან მძიმე დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს IQ-ის დაქვეითება და ზრდის შეფერხება. შესაბამისად ასეთ ბავშვებში, იოდის დამატება აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებას.

ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი

ჰიპერთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიურად მომატებული აქტივობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯირკვალი გამოიმუშავებს საჭიროზე ბევრად მეტი რაოდენობის ჰორმონებს: თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს, რაც იწვევს თირეოტოქსიკოზის სახელით ცნობილ გამოვლინებათა ერთობლიობას. ჰიპერთირეოზის ნიშნები არასპეციფიკურია და ხშირად ემთხვევა სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს, რაც რიგ შემთხვევებში ართულებს დიაგნოსტირების პროცესს. ჰიპერთირეოზის ერთ-ერთი მიზეზია იოდის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში.

ჰიპოთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის არააქტიური ჯირკვალი (როდესაც ის საკმარისად არ გამოიმუშავებს ჰორმონებს). ჰიპოთირეოზი უფრო ხშირია ვიდრე ჰიპერთირეოზი. ხშირად ჰიპოთირეოზს იწვევს იოდის დეფიციტი, დაავადება, რომელის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი აწარმოებს ნაკლები რაოდენობის ჰორმონებს, ვიდრე საჭიროა.

კვების წყაროები

იოდი გვხვდება განსხვავებული რაოდენობით ნიადაგსა და ოკეანეში. საკვებ-პროდუქტებში ძირითადად გვხვდება ცხოველურ ცილოვან საკვებსა და ზღვის ბოსტნეულში. უფრო მცირე რაოდენობით პურში, მარცვლეულსა და რძეში.

იოდით მდიდარი პროდუქტებია:

  • ზღვის მცენარეები (ნორი, კელპი, კომბუ, ვაკამე);
  • თევზი, მოლუსკები (ვირთევზა, დაკონსერვებული ტუნა, ხამანწკები, კრევეტები);
  • სუფრის მარილი წარწერით “იოდირებული”;
  • რძის პროდუქტები (რძე, ყველი, იოგურტი);
  • კვერცხი;
  • ძროხის ღვიძლი;
  • ქათამი.

დეფიციტის და ტოქსიკურობის ნიშნები

იოდის დეფიციტი

იოდი არეგულირებს მეტაბოლიზმს, საკვების ენერგიად გარდაქმნას ორგანიზმში, რაც ეხმარება უჯრედებს ფუნქციონირებასა და ზრდაში. ამრიგად, იოდის დეფიციტმა შეიძლება ხელი შეუშალოს ნორმალურ ზრდას და განვითარებას, განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის და ჩვილებისთვის, რადგან იოდის ნაკლებობას შესაძლოა მოყვეს სპონტანური აბორტები, მკვდრადშობადობა, ზრდის შეფერხება და კოგნიტური პროცესების დაქვეითება (კითხვის, წერის, ლაპარაკის, პრობლემის გადაჭრის, სოციალური უნარების გაძნელება).

მოზრდილებში, დღეში 10-20 მიკროგრამზე ნაკლები იოდის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების არასაკმარისი წარმოება, სწორედ ეს არის ჰიპოთირეოზის სახელით ცნობილი დაავადება, რომელიც ხელს უშლის ნორმალურ მეტაბოლურ ფუნქციებს, როგორიცაა გულისცემის, სხეულის ტემპერატურის და სხეულის წონის რეგულირება. ჰიპოთირეოზის განვითარებას ხშირად თან ახლავს კისერზე შეშუპება (ჩიყვი). ჰიპოთირეოზის სხვა ნიშნებია:

  • დაღლილობა;
  • სისუსტე;
  • მგრძნობელობა სიცივის მიმართ;
  • ყაბზობა;
  • მშრალი კანი და თმა;
  • წონის მომატება.

იოდის სიჭარბე

იოდის გადაჭარბებული მოხმარება საკმაოდ იშვიათია. იოდის სიჭარბე უფრო ხშირად გვხვდება, იოდის დეფიციტის დროს დანიშნული ფარმაკოთერაპიის გადაჭარბებული დოზირების შედეგად. ზოგჯერ, ადამიანები, რომლებიც ზღვის სიახლოვეს ცხოვრობენ, ჭარბად იღებენ იოდს, რადგან მიირთმევენ ზღვის პროდუქტებსა და წყალმცენარეებს, სვამენ იოდის შემცველ წყალს, მაგალითად, ეს ხდება ჩრდილოეთ იაპონიაში.

ბევრი იოდის მიღება, როგორც წესი, არ ახდენს უარყოფით გავლენას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე, თუმცა ზოგჯერ გამონაკლისებიც გვხვდება. იოდმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის გააქტიურება და თირეოიდული ჰორმონის ჭარბად გამოყოფა (ჰიპერთირეოიდიზმი). შედეგად ფარისებრი ჯირკვალი იზრდება და ყალიბდება ე.წ. ჩიყვი. ზედმეტი იოდის მოხმარებისას, შესაძლოა გამოვლინდეს პირში იოდის გემო და დაიწყოს ნერწყვის ჭარბად გამოყოფა. გაღიზიანდეს საჭმლის მომნელებელი სისტემა და გამოვლინდეს ტანზე გამონაყარი.

ზედმეტი იოდის მიღებისას, შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესუსტება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მანამდეც დარღვეული იყო.

მკურნალობა

ექიმს ჰიპერთირეოზის ან ჰიპოთირეოზის არსებობაზე ეჭვი მიაქვს სიმპტომების საფუძველზე, საყურადღებოა პაციენტები, რომლებიც იღებენ იოდის შემცველ პრეპარატებს ან ცხოვრობენ ფარისებური ჯირკვლის დაავადებების მაღალი რისკის რეგიონში. მაგ.: ზღვასთან ახლოს, სადაც საკვებად ჭარბად გამოიყენება ზღვის პროდუქტები და ზღვის მცენარეები. მაღალი რისკის პოპულაციაში განისაზღვრება თიროიდული ჰორმონები და თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონი, აგრეთვე ტარდება რადიოლოგიური კვლევები (ულტრაბგერითი გამოკვლევა).

ჭარბი იოდის შემცველ რეგიონებში რეკომენდებულია მარილის გამოყენება, რომელიც არ შეიცავს იოდს, აგრეთვე უნდა შეიზღუდოს იოდის შემცველი პროდუქტების მოხმარება. ჭარბი იოდის მიღებით გამოწვეული ჰიპოთირეოზის მკურნალობისთვის ხშირად საკმარისია მხოლოდ იოდის შეზღუდვა, თუმცა არის შემთხვევები, როცა პაციენტს მთელი სიცოცხლის მანძილზე ესაჭიროება თირეოიდული ჰორმონების მიღება.

წყარო

 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button