გარდნერელა ვაგინალისი არის ბაქტერიების ერთ-ერთი სახეობა საშოში, როგორც სხვა მრავალი მიკროორგანიზმი, რომელიც ვაგინალური ფლორის ნაწილია. ვაგინალური ფლორა მოიცავს ბაქტერიების სხვადასხვა სახეობას და რაოდენობას, რაზეც დამოკიდებულია საშოს ჯანმრთელობა.
სარჩევი
როდესაც გარდნერელას დონე დაბალანსებულია სხვა ბაქტერიებთან და ის არ არის დიდი რაოდენობით, მაშინ ვაგინალური ფლორა ხელს უშლის ინფექციების შეღწევას. თუ არსებობს დისბალანსი და დიდი რაოდენობით გარდნერელაა საშოში, შესაძლოა განვითარდეს ვაგინალური ინფექცია, რომელსაც ეწოდება ბაქტერიული ვაგინოზი (BV).
-არის თუ არა გარდნერელა იგივე ბაქტერიული ვაგინოზი (BV)?
-არა, მაგრამ გარდნერელა ასოცირდება BV-სთან. ვაგინალურ სითხეში ჭარბი გარდნერელას არსებობა იმის ნიშანია, რომ თქვენ გაქვთ ბაქტერიული ვაგინოზი (BV).
-არის თუ არა გარდნერელა ვაგინალისი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება?
გარდნერელა არ განიხილება როგორც სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერია, როგორიცაა გონორეის, სიფილისის ან ქლამიდიოზის გამომწვევები, რამდენიმე მიზეზის გამო:
-
- გარდნერელას არსებობა არ ნიშნავს, რომ გაქვთ ინფექცია. ჯანმრთელ საშოშიც არის ბაქტერია გარდნერელა.
- ახალი სქესობრივი პარტნიორების ან მრავალი სქესობრივი პარტნიორის მქონე ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ გარდნერელას ნორმაზე მაღალი რაოდენობა და ეს ჭარბი ზრდა ასოცირდება ბაქტერიულ ვაგინოზთან.
მაგრამ ადამიანები, რომლებიც არ არიან სექსუალურად აქტიური, შეიძლება მაინც ჰქონდეთ გარდნერელას ნორმაზე მაღალი დონე და ბაქტერიული ვაგინოზი. როგორც ჩანს, მარტო სექსუალური აქტივობა არ იწვევს გარდნერელას გადაჭარბებულ ზრდას ან ბაქტერიულ ვაგინოზს.
დაავადების განვითარების სხვა ხელშემწყობი ფაქტორებია:
-
-
- თამბაქოს მოხმარება;
- დაუბალანსებელი დიეტა;
- კონტრაცეპტივების გამოყენება;
- ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება;
- სხვადასხვა დაავადებების არასწორი მკურნალობა;
- სტრესი;
- ორსულობა (იმუნური დაცვა მცირდება);
- ეკოლოგიური მდგომარეობა;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
- ანტიბაქტერიული თვისებების მქონე ჰიგიენური საშუალების გადაჭარბებული გამოყენება;
- ენდოკრინული დაავადებები;
- ორგანიზმის გადაღლა/გადატვირთვა.
-
სიმპტომები
გარდნერელა ბაქტერიების გამრავლებას თან ახლავს ვაგინალური გამონადენის კონსისტენციის ცვლილება. ასეთი ვაგინალურ გამონადენი მიუთითებს იმაზე, რომ შეასძლოა ადგილი ჰქონდეს ბაქტერიულ ვაგინოზს (BV).
ინფექციის აშკარა ნიშნებია:
-
-
- ვაგინალური გამონადენი ძლიერი “თევზის” სუნით, რომელმაც შესაძლოა მოიმატოს სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ან მენსტრუალური ციკლის დროს;
- თეთრი, ნაცრისფერი ან მოყვითალო ფერის გამონადენი საშოდან;
- ქავილი საშოს მიდამოში;
- დისკომფორტის შეგრძნება;
- ტკივილი და კრუნჩხვები სქესობრივი კავშირის დროს;
- წვა შარდვის დროს.
-
როგორ ავიცილოთ თავიდან ბაქტერიული ვაგინოზი
არ არსებობს უტყუარი გზა ბაქტერიული ვაგინოზის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით თუ სქესობრივად აქტიური ხართ. მაგრამ არსებობს რამდენიმე გამოსავალი, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ მისი განვითარება:
-
-
- 1. თუ ხართ სქესობრივად აქტიური და გადაწყვეტთ რამდენიმე პარტნიორის ყოლას, ყოველთვის გამოიყენეთ პრეზერვატივი. (ეს ასევე ასრულებს ორმაგ დაცვას სგგი-ისგან).
- 2. შხაპის დროს საშოს ჰიგიენისთვის გამოიყენეთ ნაზი, pH დაბალანსებული პროდუქტები, მოერიდეთ ისეთ ნივთებს, როგორიცაა სურნელოვანი ტამპონები და ვაგინალური დეზოდორანტები.
- 3. სინთეტური, მჭიდრო ქსოვილის საცვლები ჩაანაცვლეთ ბამბის მსუბუქი ქსოვილით. საქმე იმაშია, რომ არაბუნებრივი ქსოვილის საცვლები, რომელებიც არ „სუნთქავს“, საშოში ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს.
- 4. მოერიდეთ ცხელი აბაზანების მიღებას.
-
არ შეშინდე!
თუ თქვენ იცავთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროფილაქტიურ ღონისძიებას, მაგრამ მაინც გაქვთ ვაგინალური გარდნერელას ბაქტერიების დისბალანსი საშოში, რომელსაც თან სდევს ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომები, ეს არ არის სამყაროს დასასრული.
გახსოვდეთ, რომ ამ ტიპის ინფექცია ძალიან გავრცელებულია და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ რაიმეს არასწორად აკეთებთ ან არაჰიგიენურად მოქმედებთ. უბრალოდ დროულად ჩაიტარეთ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და არ დაგავიწყდეთ მიმართოთ ექიმს.
დიაგნოსტიკა
ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. დიაგნოზში გადამწყვეტ როლს ასრულებს ასევე ლაბორატორიული დიაგნოსტიკაც.
სინევოში შეგიძლიათ ჩაიტაროთ Gardnerella Vaginalis-ით გამოწვეული დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, როგორიცაა:
წყარო
ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზის დასადგენად ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ შემდეგ კვლევებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|