Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

გარდნერელა /ტრიქომონა ვაგინალისი ; დნმ (პჯრ რეალურ დროში)

ცნობილი როგორც:Gardnerella / Trichomona vaginalis; DNA (RT-PCR)
SKU: 1679

72.00

საკვლევი მასალა: უროგენიტალური ნაცხი, შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1****
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

კვლევისთვის ნაცხის აღება შესაძლებელია:

 

“სინევოს” ვარკეთილის ფილიალში. მის: სუხიშვილის N1, ყოველდღე, კვირის გარდა:
📌ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
📌შაბათი 10:30-14:00
“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46 ყოველდღე, კვირის გარდა:
📌ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
📌შაბათი 09:00-14:00
ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია

 

 

 

**** ტესტი კეთდება კვირაში ერთხელ  – პარასკევს

 

 

 

ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციაა, რომელიც საშოს ნორმალური ბაქტერიული ბალანსის დარღვევის შედეგად ვითარდება. ბაქტერიული ვაგინოზი ვითარდება მაშინ, როდესაც საშოში მობინადრე დამცველობითი ლაქტობაქტერიების რაოდენობა მცირდება და სხვა ბაქტერიების (Gardnerella vaginalis) რაოდენობა მატულობს. ცნობილია, რომ ბაქტერიული ვაგინოზი ხშირია ქალებში რომელთაც ჰყავთ რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი.

 

ტრიქომონიაზი – სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. საშოს  ტრიქომონადა წარმოადგენს უჯრედშიდა მიკროორგანიზმს. ის ბინადრობს ადამიანის შარდ-სასქესო ორგანოების გზებშიც და იწვევს ანთებით პროცესებს. ქალებში-საშოს, საშვილოსნოს ყელის და იმ ჯირკვლების ანთებას, რომლებიც სქესობრივი აქტისთვის აუცილებელ სეკრეტს გამოყოფენ.

გარდნერელოზი დაავადება, რომელიც განპირობებულია საშოს მიკროფლორის დისბალანსით. გამომწვევია ანაერობული ბაქტერია gardnerella vaginalis, რომელიც მცირე რაოდენობით შეიძლება არსებობდეს საშოს ნორმალური მიკროფლორის  შემადგენლობაში. გვხვდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში და იწვევს დისბიოზს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • Trichomonas vaginalis-ის გამორიცხვა, როგორც ურეთრიტის, ბაქტერიული ვაგინიტის, ცერვიციტის კლინიკის გამომწვევი მიზეზი ქალებში;
  • Trichomonas vaginalis-ის გამორიცხვა, გონორეის დადასტურებული დიაგნოზის დროს;
  • Gardnerella vaginalis – ის გამორიცხვა, ბაქტერიული ვაგინიტის დროს;
  • Gardnerella vaginalis – ის გამორიცხვა, სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების დროს;
  • Gardnerella vaginalis | Trichomonas vaginalis – ის გამორიცხვა, უნაყოფობის ყველა შემთხვევაში.

ქალებში ტრიქომონიაზის | გარდნერელოზის ისეთი სიმპტომებისას, როგორიცაა:

  • ვაგინალური ქაფიანი გამონადენი უსიამოვნო სუნით;
  • სიწითლე, გაღიზიანება, ქავილი და წვა საშოს არეში;
  • ტკივილი შარდვის დროს, მენსტრუალური ციკლის, სქესობრივი აქტის ან მის შემდეგ;
  • ვაგინალური სისხლდენა;
  • ხშირი შარდვა;
  • თეთრი, ნაცრისფერი ან მოყვითალო ფერის გამონადენი საშოდან.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

საკვლევ მასალაში გამოვლენილია :

გარდნერელა ვაგინალისი | ტრიქომონა ვაგინალისი არის კლინიკური გამოვლინების ეტიოლოგიური მიზეზი.

საკვლევ მასალაში გარდნერელა ვაგინალისი | ტრიქომონა ვაგინალისი არ ვლინდება:

  • ინფექცია არ აღინიშნება;
  • საკვლევ მასალაში ვერ ხდება დაავადებების დეტექცია;
  • პათოგენების მცირე რაოდენობა (მისი დონე ანალიტიკური მგრძნობელობის ქვემოთაა);
  • ცრუ-უარყოფითი შედეგი საკვლევ მასალაში პჯრ ტესტის ინჰიბიტორების არსებობისას.

დამატებითი ინფორმაცია

საკვლევი მასალა

პჯრ დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია:

  • ქალებში შარდის პირველი ნაწილის გამოყენებას აქვს უფრო დაბალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობა (დაახლოებით 80-90%), ვიდრე მამაკაცებში, ამიტომ ქალების შემთხვევაშიუროგენიტალური ნაცხი აღიარებულია ტესტირებისთვის ყველაზე ოპტიმალურ მასალად. ქალებში შარდის პირველი ნაწილის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ძნელია საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება (მაგალითად, ორსულ ქალებში) ან სახეზეა ცისტიტის კლინიკა (მათ შორის ქრონიკული). ქალების გამოკვლევის ყველაზე ოპტიმალური დროა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მეოთხე კვირა.

 

  • ნაცხის ასაღები ჯაგრისი და ეპენდორფი სატრანსპორტო სითხით შეგიძლიათ აიღოთ სინევოს ფილიალებში.
  • ნაცხის ასაღებად მიმართეთ ექიმ-გინეკოლოგს.

საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ 13:00 სთ-მდე.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ნაცხის აღებამდე:

  • არ გამოიყენოთ ვაგინალური შხაპი;
  • რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება არანაკლებ 24-48 საათის განმავლობაში;
  • არ მოშარდოთ უშუალოდ ნაცხის აღებამდე;
  • კონტრაცეპტივების გამოყენება სამი დღით ადრე უნდა შეწყდეს;
  • ნაცხის აღება ხდება კოლპოსკოპიიდან 24-48 საათის შემდეგ და საშოს ულტრაბგერითი გამოკვლევიდან – 24 საათის შემდეგ;
  • ჩაიტარეთ გარე სასქესო ორგანოების ჰიგიენური პროცედურები საპნის და სხვა სარეცხი საშუალებების გამოყენების გარეშე;
  • ტესტი შეიძლება ჩატარდეს არა უადრეს 10-14 დღისა ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური ან ადგილობრივი ანტისეპტიკების მიღების დასრულებიდან;
  • რეკომენდებულია ტესტის ჩატარება ოვულაციის დროს ან უროგენიტალური ტრაქტის ანთებითი დაავადების სიმპტომების არსებობისას.
  • მენსტრუალური სისხლდენის დროს გამოკვლევა არ ტარდება.
  • კვლევა ტარდება მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატების (პრობიოტიკები, ევბიოტოცი) მიღებიდან 2 კვირის შემდეგ.

 

დამატებითი ინფორმაცია

 

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button