Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ართრიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

თანამედროვე რევმატოლოგია, რომელმაც დიდი წინსვლა განიცადა ბოლო 20 წლის განმავლობაში, მოიცავს ახალ აღმოჩენებს, ეფექტურ მეთოდოლოგიებს,  მედიკამენტურ მკურნალობასა და კოორდინირებულ კლინიკურ სტრატეგიებს. თუმცა, მიუხედავად ამისა ძვალ-კუნთოვანი და რევმატოიდული დაავადებების დიდი ნაწილი კვლავ მკურნალობის ოპტიმალური გზების ძიებაშია. რევმატოიდულ და ძვალ-კუნთოვან დაავადებებს სხვა თანმხლები გართულებები ახლავს, როგორებიცაა სიმსივნეები, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და სხვა, რომელთა საფუძველსაც ორგანიზმში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესი აპროვოცირებს.

 

ართრიტი სახსრის ანთებითი პროცესია, რომელსაც ახლავს სახსრის შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი. სიმპტომები დროში პროგრესირებს. ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმებია ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.

ოსტეოართრიტს იწვევს ძვლის სასახსრე ზედაპირის მფარავი ხრტილის დაზიანება.

რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა უტევს შემაერთებელქსოვილოვან სტრუქტურებს.

შარდმჟავას კონცენტრაციის მატება სისხლში იწვევს მისი კრისტალების გამოლექვას და შედეგად პოდაგრის განვითარებას.

ფსორიაზი, სისტემური მგლურა და სხვა დაავადებები  – სახსრების ანტებითი პროცესების განვიტარების ხშირი მიზეზია.

ართრიტის ტიპები:

  • მაანკილირებელი სპონდილიტი
  • პოდაგრა
  • იუვენილური იდიოპათიური ართრიტი
  • ოსტეოართრიტი
  • ფსორიაზული ართრიტი
  • რეაქტიული ართრიტი
  • რევმატოიდული ართრიტი
  • სეპტიური ართრიტი

სიმპტომები

ტკივილი

მოძრაობის შეზღუდვა

სახსრის შეშუპება

შეწითლება

ართრიტის ტიპიდან გამომდინარე ჩივილები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია.

რისკ-ფაქტორები

  • ოჯახური ისტორია – ართრიტების ზოგიერთი ფორმის დროს ხშირია ოჯახური შემთხვევები, რაც გენეტიკური წინასწარგანწყობის არსებობაზეც მიუთითებს
  • ასაკი – სხვადასხვა ტიპის ართრიტი, სხვადასხვა ასაკში ვლინდება. ასაკის მატებასთან ერთად მდომარეობა უარესდება, როგორც წესი.
  • სქესი – ქალებში უფრო ხშირია რევმატოიდული ართრიტი, ამშინ როცა პოდაგრა და ართრიტების სხვა ტიპები უფრო ხშირია მამაკაცებში.
  • სასხსრის წინამორბედი დაზიანება – სახსრის ამა თუ იმ მიზეზით დაზიანებების არსებობისას, იზრდება ართრიტის განვიტარების ალბათობა.
  • სიმსუქნე – ჭარბი წონის და გაცხიმოვნების მქონე პაციენტებს მეტი რისკი აქვთ სახსრების დაზიანების და ართრიტის განვითარების.

გართულებები

ართრიტის თანმხლები სახსრების დეფორმაცია, მოძრაობის შეზღუდვა, იწვევს ადამიანის ყოველდღიური ჩვეული საქმიანობის შესრულების, სიარულის, მუშაობის და ა.შ  გაძნელებას, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის სიცოცხლის ხარისხს.

ართრიტის მკურნალობის და მართვის პროცესი განსხვავდება და დამოკიდებულია დაავადების ტიპზე. ართრიტის მკურნალობის უმტავრესი მიძანია სიმპტომების შემცირება და ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

 

რევმატოიდული ართრიტი 

რევმატოლოგიური და ძვალ-კუნთოვანი დაავადებების დიაგნოსტიკისა და  მონიტორინგისთვის, “სინევო” გთავაზობთ:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

რესურსები

https://www.eular.org/world-arthritis-day-general-information

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button