თრომბოციტოზი სისხლში თრომბოციტების რაოდენობის პათოლოგიური მომატებაა.
სარჩევი
წარმოშობის მიიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორეულ თრომბოციტოზე.
- პირველადი ანუ ესენციური თრომბოციტოზი იშივიათი ჰემატოლოგიური დარღვევაა, რომლის დროსაც ძვლის ტვინი ჭარბად წარმოქმნის თრომბოციტებს. ამის მიზეზია სხვადასხვა გენეტიკური მუტაციების (JAK2, CALR or MPL) შედეგად განვითარებული მიელოპროლიფერაციული დაავადებები. ეს მდგომარეობა სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს.
- მეორეული ანუ რეაქტიული თრომბოციტოზები ვითარდება სხვადასხვა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ, როგორებიცაა: ინფექცია, ანტება, ანემია, ქირურგიული ჩარევა, მედიკამენტური ზემოქმედება, ელენთის ამოკვეთა და სხვა. შემთხვევათა უმეტესობაში, რეაქტიული თრომბოციტოზი დროებითია და სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს.
რა არის თრომბოციტი?
თრომბოციტები სისხლის მცირე ზომის, უბირთვო უჯრედებია,რომლებიც ძვლის ტვინში წარმოიქმნება და წარმოადგენს უფრო დიდი ზომის უჯრედების – მეგაკარიოციტების ფრაგმენტებს. თრომბოციტების მტავარი როლი სისხლის შედედების ფუნქციის შენარჩუნებაა.
ნორმაში, სისხლის თითო მიკროლიტრში 150 000-450 000 ერითროციტია. მაჩვენებელი სხვადასხვა ლაბორატორიაში შესაძლოა უმნიშვნელოდ განსხვავდებოდეს, თუმცა ერითროცირების ამ რაოდენობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ბალანსის დასაცავად სისხლდენის შეჩერებასა და თრომბოზს შორის. თრომბოციტების სასიცოცხლო ციკლიმოკლეა, საშუალოდ 7-10 დღეს მოიცავს, რის შემდეგაც ისინი იშლება ელენთაში (უპირატესად).
რა როლს ასრულებს თრომბოციტი?
სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევისას თრომბოციტები განიცდის ცვლილებას, აქტიურდება და აგრეგირდება, ანუ ეწებება ერთმანეთს. წარმოიქმნება დროებითი „საცობი“ სისხლძარღვის დაზიანების ზედაპირზე. ამ პროცეს პირველადი ჰემოსტაზი ეწოდება და სისხლდენის შეჩერების პირველ საფეხურს წარმოადგენს. თუმცა ეს პროცესი ამით არ შემოიფარგლება, არამედ:
- თრომბოციტი ათავისუფლებს ბიოქიმიურ ფაქტორებს (სასიგნალო მოლეკულებს და ზრდის ფაქტორს) რომელიც ერთვება დაზიანებული ქსოვილის აღდგენის პროცესში
- მონაწილეობს ანთებითი და იმუნური რეაქციების განვითარებაში, რაც აუცილებელი პირობაა ქსოვილის აღდგენის და ინფექციისგან დაცვის პროცესებში
- სისხლძარღვის ენდოტელიურ (შიდა ამომფენი შრის) უჯრედებტან ერთად მონაწილეობს სისხლძარღვის განვლადობის აღდგენაში
თრომბოციტების ადექვატური რაოდენობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისხლის ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად; თრომბოციტების სიჭარბე ხშირად თრომბების გაძლიერებულ წარმოქმნას იწვევს, რაც სისხლძარღვის დახშობის საშიშროებას ქმნის, ხოლო თრომბოციტების არასაკმარისი რაოდენობის დროს არსებობს სისხლდენის გახანგრძლივების საფრთხე.
რა სიმპტომები ახასიათებს სისხლში თრომბოციტების სიჭარბეს?
თრომბოციტების სიჭარბე გულისხმობს, სისხლის მოცულობის ერთეულში დაშვებულ ნორმაზე მეტი ოდენობით თრომბოციტების არსებობას. ეს მდგომარეობა ყოველთვის დაავადებას არ უკავშირდება, თუმცა საყურადღებო ნიშანია და დამატებით კვლევებს საჭიროებს.
თრომბოციტოზის დროს შემთხვევატა უმეტესობაში სიმპტომები არ ვითარდება და მდგომარეობა სისხლის რუტინული კვლევის დროს მჟღავნდება. თუმცა, როდესაც ტრომბოციტების რაოდენობა კრიტიკულად მაღალია, შესაძლებელია კონკრეტული ჩივილების და გამოვლინებების განვითარება:
- კიდურების ტკივილი, სიწითლე, შეშუპება – კიდურების ღრმა ვენების თრომბოზის დროს; გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება – ფილტვის სისხლძარღვების ემბოლიის დროს
- თავის ტკივილი, თავბრუხვევა, მხედველობის გაუარესება, საერთო სისუსტე ან კიდურების დაბუჟება – ცენტრალური ნერვული სისტემის ტრომბოემბოლიური მდგომარეობების დროს
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევისთვის დამახასიატებელი სიმპტომები – ჩხვლეტა, წვა, ჭიანჭველების დარბენის შეგრძნება კიდურებში
- სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან, კანის სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება
- შეწყვეტილი ორსულობები – პლაცენტის სისხლძარღვების თრომბოზის შედეგად
- ზოგადი სიმპტომები- საერთო სისუსტე, წონის კლება, ზომიერი ცხელება
სიმპტომების არსებობა დაკავშირებულია თრომბოციტოზის ტიპთან და გართულებების განვითარების რიკსთან. მიუხედავად სიმპტომების არარსებობისა, ლაბორატორიულად ძალიან მაღალი თრომბოციტოზის გამოვლენა თითქმის ყოველთვის მოითხოვს ჩარევას და სამკურნალო ღონისძიებების გატარებას.
თრომბოციტოზის ტიპები
პირველადი თრომბოციტოზი ძვლის ტვინის მეგაკარიოციტების მიერ თრომბოციტების ჭარბი წარმოქმნის შედეგია, გარეგანი მიზეზების არსებობის გარეშე.
- ეს მდგომარეობა კლასიფიცირდება როგორც ქრონიკული მიელოპროლიფერაციული დაავადება
- ნელა პროგრესირებს და ხანგრძლივი დროის მანძილზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს
- თრომბოციტების ჭარბი რაოდენობის პირობებში იზრდება ინსულტის, ინფარქტი და პერიფერიული თრომბოემბოლიური დაავადებების რისკი
- ზოგ შემთხვევაში ვითარდება პარადოქსული სისხლდენა – თრომბოციტების ფუნქციების ანომალიის გამო
დიაგნოსტიკა ეფუძნება კოაგულაციურ და გენეტიკურ ტესტებს (მუტაციების გამოსავლენად) და ძვლის ტვინის ბიოფსიას
მეორადი თრომბოციტოზი მდგომარეობაა, როდესაც ტრომბოციტების ჭარბად წარმოქმნა ორგანიზმში მიმდინარე ამა თუ იმ პათოლოგიური პროცესის საპასუხოდ ხდება. მეორადი ტრომბოციტოზების შემთხვევები ბევრად აღემატება პირველადისას.
მეორადი თრომბოციტოზების მიზეზებია:
- მწვავე და ქრონიკული ინფექციები
- ქრონიკული ანთება (რევმატოიდული ართრიტი, ნაწლავის ანტებითი დაავადებები)
- ტრავმა და ქირურგიული ჩარევა
- მწვავე ან ქრონიკული ჰემორაგია (სისხლჩაქცევა)
- რკინა-დეფიციტური ანემია
- სპლენექტომია (ელენთის ამოკვეთა)
- რეაქციები მედიკამენტებზე
შემთხვევატა უმეტესობაში, გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაციის შემდეგ თრომბოციტების რაოდენობა უბრუნდება ნორმას. პირველადი თრომბოციტოზისგან განსხვავებით, გართულებების რისკი მეორადი თრომბოციტოზების დროს ბევრად დაბალია, თუმცა დამატებითი რისკ-ფაქტორების არსებობის პირობებში (ხანდაზმული ასაკი, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები, ხანგრძლივი უძარაობა და სხვა) შესაძლოა მაინც განვითარდეს.
თრომბოციტოზის დიაგნოსტიკა
თრომბოციტოზის დიაგნოსტიკა ეფუძნება იმ მიზეზის გამოვლენას რამაც გამოიწვია თრომბოციტების რაოდენობის მომატება. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა იწყევა სისხლის რუტინული კოაგულაციური კვლევებით. აუცილებელია გამოირიცხოს ანემია – როგორც თრომბოციტოზის ერთერთი შესაძლო მაპროვოცირებელი ფაქტორი. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება გენეტიკური კვლევები – პირველადი თრომბოციტოზის ვარიანტების გამოსავლენად.
თრომბოციტოზი ბავშვებში
ბავშვთა ასაკის ტრომბოციტოზი ძირიტადად მეორეული ანუ რეაქტიული ხასიათისაა, უპირატესად უკავშირდება ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს (ქრონიკული ან მწვავე ინფექცია , ანთება, რკინადეფიციტური ანემია, ტრავმა, ქირურგია და სხვა) და გამომწვევი პათოლოგიის ალაგების შემდეგ, თრომბოციტების რიცხვიც ნორმას უბრუნდება.
ზომიერი თრომბოციტოზი ბავშვებშიც ისევე უსიმპტომოდ შეიძლება მიმდინარეობდეს, როგორც ზრდასრულებში და მხოლოდ მძიმე შემთხვევებში (თრომბოციტების რაოდენობის უკიდურესი მომატებისას) ვითარდება თრომბო-ემბოლიური გართულებები.
მდგომარეობის დიაგნოსტიკა ეფუძნება სისხლის საერთო ანალიზსა და კოაგულაციურ ტესტებს. აუცილებელია თრომბოციტოზის გამომწვევი მიზეზის/დაავადების იდენტიფიცირება და დროული მკურნალობა.
გარდა სამკურნალო ღონისძიებებისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადი ხასიათის რეკომენდაციების შესრულებას, რომლებიც გავლენას ახდენს სისხლის უჯრედების რაოდენობაზე:
- დაბალანსებული კვება
- ზომიერი ფიზიკური აქტივობა
- ალკოჰოლისა და თამბაქოს ამორება ან მინიმუმამდე შეზღუდვა
- ქრონიკული დაავადებების კონტროლი
- პერიოდული პროფილაქტიკური ხასიათის გამოკვლევები
შესაძლებელია თუ არა თრომბოციტების მომატებული რაოდენობა თავისით დაუბრუნდეს ნორმას?
ეს დამოკიდებულია თრომბოციტოზის გამომწვევ მიზეზზე
როგორ გავლენას ახდენს ორსულობა თრომბოციტოზზე?
ორსულობის დროს ტრომბოციტების რაოდენობა ფიზიოლოგიურადაც იზრდება, რისი მიზეზიც ჰორმონული ფონი და ორგანიზმის გაზრდილი ადაპტაციური საჭიროებებია.
თრომბოციტების რაოდენობის შესწავლა ორსულობის მონიტორინგის რუტინული კვლევების შემადგენლობაშია. როგორც წესი ორსულობის მსვლელობისას ტრომბოციტების რაოდენობა ზომიერად მცირდება, იშვიათია თრომბოციტების რაოდენობის კრიტიკული მატება (ასოცირებულია შედედების სხვა ფაქტორების პათოლოგიებთან და ხშირ შემთხვევაში გენეტიკური ხასიათი აქვს).
ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ კოაგულაციურ კვლევებს:
| ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
|---|
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/13350-thrombocytosis
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/thrombocytosis/symptoms-causes/syc-20378315


















