ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ალერგია თუ გაციება: როგორ გავარჩიოთ სიმპტომები? | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ალერგია თუ გაციება:როგორ გავარჩიოთ სიმპტომები?

რადგან გაციებას და ალერგიას ბევრი საერთო სიმპტომი აქვთ, ზოგჯერ რთულია მათი ერთმანეთისგან გარჩევა.

 

რა არის გაციება?

გაციება (common cold) — ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ცხვირსა და ყელს. მისი გამომწვევი სასუნთქი სისტემის 200-ზე მეტი ვირუსია, რომელთა  შორის რინოვირუსები ყველაზე ხშირია. ადამიანს წელიწადში მინიმუმ 3-4-ჯერ მაინც ემართება, მიუხედავად სეზონისა (წლის ცივ პერიოდში სიხშირე მეტია).

ალერგია იმუნური სისტემის რეაქციაა კონკრეტულ გამღიზიანებლებზე.  ალერგენთან კონტაქტისას იმუნური სისტემა ათავისუფლებს ჰისტამინს და მის მსგავს სხვა ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს ალერგიისტვის დამახასიატებელ სიმპტომებს.

 

გავრცელებული ალერგენები

  • მტვრის ტკიპები
  • ცხოველების ქერტლი ან ნერწყვი
  • ობის სოკოები
  • საკვები პროდუქტები
  • და სხვა

 

გაციების და სეზონური ალერგიის გარჩევა შესაძლებელია ძირითადად სიმპტომების და მათი რეგულარულობის მიხედვით.

გაციებას და ალერგიას ბევრი საერთო სიმპტომი აქვთ, მაგალითად:

  • ცემინება
  • ხველა
  • ცხვირიდან ჩამონადენი
  • ცხვირის გაჭედვა
  • თვალებიდან ცრემლდენა

მიუხედევად იმისა, რომ გაციებაც და ალეგიაც იმუნური სისტემის რეაქციის შედეგად ვითარდება – ერთ შემთხვევაში ვირუსის, ხოლო მეორე შემთხვევაში ალერგენის მიმართ, რაც ზოგ შემთხვევაში მათი სიმპტომების და გამოვლინებების მსგავსებას იწვევს – არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. მაგალითად, სეზონური ალერგიის მქონე ადამიანებს თითქმის არასდროს აქვთ ყელის ტკივილი ან ხველა. ვირუსული ინფექციების დროს კი ეს სიმპტომები ხშირია. ასევე, სეზონური ალერგიის დროს ჩვეულებრივ არ არის სიცხე, რაცხშირად  ახლავს გაციებას.

გაციება უფრო ხშირად იწვევს:

  • დაღლილობას
  • კუნთების ტკივილს
  • ყელის ტკივილს
  • ცხვირის გაჭედვას
  • მძიმე შემთხვევებში — თავის ტკივილს, სიცხეს და ტკივილს სახსრებში

ალერგია უფრო ხშირად იწვევს:

  • თვალების ქავილს
  • სუნთქვის გაძნელებას
  • კანის გამონაყარს — მაგალითად, ეგზემა ან ჭინჭრის ციება

 

გაციება შეიძლება გაგრძელდეს 3–10 დღე მოზრდილებში, თუმცა ხველა ზოგჯერ რამდენიმე კვირის მანძილზეც ხანგრძლივდება. გაციების სიმპტომებს ამსუბუქებს მოსვენებითი მდგომარეობა და სითხეების მიღების გაზრდა. ტკივილგამაყუჩებლები ამცირებს კუნთების ტკივილს ან ყელის ტკივილს. ცხვირის სპრეები ხელს უწყობს  ცხვირის გაჭედვისა და გამონადენის შემცირებას.

სეზონური ალერგიის ხანგრძლივობა ხშირად რამდენიმე კვირაა. მისი მართვა შესაძლებელია ანტიჰისტამინებით და ადგილობრივი ცხვირის სტეროიდული სპრეებით. ასევე მნიშვნელოვანია ალერგენებთან კონტაქტის თავიდან აცილება ან მინიმუმამდე შეზღუდვა – შესაძლებლობის ფარგლებში

 

გადამდებია თუ არა

  • გაციება — გადამდებია, რადგან ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება მისი გამომწვევი ვირუსი  ახველის ან ცემინების დროს.
  • ალერგია —გადამდები არ არის, რადგან სიმპტომები გამოწვეულია იმუნური სისტემის მგრძნობელობით კონკრეტული ალერგენის მიმართ.

პრევენცია გაციების თავიდან აცილების ერთ-ერთი საუკეთესო გზა  ხელების დაბანა და პირადი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვაა.

ალერგიის პრევენცია გაცილებით რთულია, ვიდრე გაციების. თუმცა, ალერგიის გამომწვევი ფაქტორების თავიდან აცილება, გვეხმარება სიმპტომების თავიდან არიდებაში.

 

წყარო:

https://www.health.com/condition/allergy/allergies-or-cold

https://www.healthline.com/health/allergies/allergies-or-cold#colds-vs-allergies

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/common-cold/expert-answers/common-cold/faq-20057857

 

 

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

ნინო მანჯაფარაშვილი – ლაბორატორია “სინევოს” სამედიცინო კონტენტის კოორდინატორი, ექიმი-ნევროლოგი და ბავშვთა ნევროლოგი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სერტიფიკატის მფლობელი.

Call Now Button