Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ქალთა უნაყოფობა | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

უნაყოფობა მდგომარეობაა, როდესაც რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კავშირი არ სრულდება ორსულობით.

უნაყოფობის დიაგნოზი ისმება:

  • 6 თვის განმავლობაში დაორსულების მცდელობისას, 35 წელზე მეტი ასაკის ქალებში
  • 1 წლის განმავლობაში დაორსულების მცდელობისას, 35 წლამდე ქალებში

უნაყოფობის მიზეზი შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ამა თუ იმ პათოლოგიით.

ქალთა უნაყოფობის მიზეზია:

  • ასაკი
  • ჰორმონული სტატუსი
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • ცხოვრების სტილი და გარემო

უნაყოფობა იყოფა პირველად და მეორად უნაყოფობად.

პირველადი უნაყოფობა გულისხმობს, რომ ქალი არასდროს ყოფილა ორსულად და არ შეუძლია დაორსულება რეგულარული დაუცველი სქესობრივი ურთიერთობის ფონზე.

მეორადი უნაყოფობა ვითარდება მინიმუმ ერთი წარმატებული ორსულობა-მშობიარობის შემდეგ.

ქალთა უნაყოფობა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და ასაკის მატებასთან ერთად მისი განვითარების რისკი მატულობს.

 

სიმპტომები

ქალებში უნაყოფობისას არ დგება ორსულობა მიუხედავად რეგულარული დაუცველი სქესობრივი ონტაქტისა. ასევე შესაზლებელია იყოს ციკლის დარღვევაც.

 

მიზეზები

უნაყოფობის მიზეზი უამრავია და ხშირად კონკრეტული პრობლემის გამოკვეთაც გართულებულია. არსებობს ქალთა უნაყოფობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

  • საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემები – პოლიპები, ფიბრომული წარმონაქმნები, ნაწიბურები საშვილოსნოს ღრუში.
  • ფალოპის ლულებთან დაკავშირებული პრობლემები – რომლის გამომწვევი მიზეზი უხშირესად ქლამიდიით ან გონოკოკით გამოწვეული მცირე მენჯის ანთებითი დაავადებებია. ანთებითი პროცესი, ისევე როგორც ენდომეტრიოზი, იწვევს შეხორცებების განვითარებას საშვილოსნოს ლულებში.
  • საკვერცხეებთან დაკავშირებული პრობლემები. უამრავი მიზეზი არსებობს, რომლებიც საკვერცხის რეგულარული ოვულაციის პროცესს არღვევს: ჰორმონული დისბალანსი, კვებითი აშლილობები, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, ჰიპოფიზის პათოლოგიები, დიაბეტი და მეტაბოლური სინდრომი, სიმსივნეები, სტრესი და სხვა.
  • კვერცხუჯრედთან დაკავშირებული პრობლემები. კვერცხუჯრედები, რომლებშიც აღინიშნება ქრომოსომული ან სხვა ტიპის აბერაციები, შესაძლოა არ განაყოფიერდეს.

 

რისკ-ფაქტორები

შემთხვევათა უმეტესობაში უნაყოფობა დაკავშირებულია კვერცხუჯრედის განვითარების და გამოყოფის პრობლემებთან. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი და/ან საკვერცხის პირველადი უკმარისობა.

უნაყოფობის განვიტარებაში მონაწილეობს მთელი რიგი რისკ-ფაქტორები:

  • ასაკი.
  • ჰორმონული დისბალანსი, რომელიც აფერხებს ოვულაციას
  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე
  • წონის დეფიციტი
  • გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა
  • ენდომეტრიოზი
  • სტრუქტურული ცვლილებები საშვილოსნოში, ფალოპის ლულებსა და საკვერცხეებში (ნაწიბურები)
  • საშვილოსნოს ფიბრომული წარმონაქმნები
  • საკვერცხის ცისტები
  • სიმსივნეები
  • აუტოიმუნური დაავადებები (წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ჰაშიმოტოს ჩიყვი)
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები რომლებიც იწვევს მცირე მენჯის ანთებით დაავადებებს
  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი – მიმდინარეობს ჰორმონული დისბალანსით
  • საკვერცხის პირველადი უკმარისობა- კვერცხუჯრედების მცირე რაოდენობითა და ოვულაციის დარღვევებით
  • თამბაქოსა და ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება
  • გადატანილი ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობა

 

ასაკი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია უნაყოფობაში. ორსულობის დადგომის პრობლემა განსაკუთრებით იზრდება 35 წლის ასაკის ზემოთ, რადგან:

  • საკვერცხის რეზერვი ანუ კვერცხუჯრედების საერთო რაოდენობა მცირდება
  • არსებულ კვერცხუჯრედებში მეტია ქრომოსომული ანომალიების არსებობის რისკი
  • მატულობს ზოგადი ჯანმრთელობის სხვა პრობლემების განვითარების რისკიც

 

დიაგნოსტიკა

უნაყოფობის დიაგნოზს მხოლოდ სპეციალისტი სვამს. თუ არსებობს დაორსულების პრობლემა, აუცილებელია რეპროდუქტოლოგთან ვიზიტის დაგეგმვა.

მნიშვნელოვანი საკითხები, უნაყოფობის დიაგნოსტირებისათვის:

  • მენსტრუალური ციკლი (ხანგრძლივობა, სისხლდენის ინტენსივობა)
  • გადატანილი წარმატებული ან შეწყვეტილი ორსულობები
  • ტკივილი მენჯის არეში
  • ვაგინალური გამონადენი
  • მუცლის ან მენჯის გადატანილი ქირურგიული ჩარევები
  • გადატანილი ინფექციები, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

 

უნაყოფობის დიაგნოზი ემყარება ფიზიკური გასინჯვის, მენჯის ულტრაბგერითი კვლევის და ლაბორატორიული ტესტების მონაცემებს.

  • ოვულაციის ტესტი – იკვლევს ესტროგენებისა და პროგესტერონის დონეს ოვულაციური სტატუსის შესაფასებლად.
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები – ჰიპოთირეოზის და ფარისებრი ჯირკვლის სხვა პათოლოგიების გამოსავლენად მნიშვნელოვანია ფარისებრის ჰორმონების და სტრუქტურის შესწავლა.
  • საკვერცხის რეზერვის განსაზღვრა
  • ჰორმონული პროფილის შეფასება – ენდოკრინოლოგიური პათოლოგიების გამოსარიცხად
  • ვიზაუალიზაციური ტესტები – მცირე მენჯის ორგანოების სტრუქტურის შესაფასებლად.

სიმპტომებიდან და კვლევების მონაცემებიდან გამომდინარე ზოგჯერ საჭირო ხდება ჰისტეროსკოპიული და ლაპარასკოპიული მეთოდების გამოყენება (პოლიპისა და ფიბროზული წარმონაქმნების მოცილება და სხვა).

 

უნაყოფობის დიაგნოსტირებისას აუცილებელია მოხდეს მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის შესწავლად:

  • სპერმის ანალიზი
  • ჰორმონული სპექტრის შესწავლა
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგი და დიაგნოსტიკა
  • ვიზუალიზაციური კვლევები
  • საჭიროების შემთხვევაში სათესლის ბიოფსიური მასალის შესწავლა

 

 

მკურნალობა

უნაყოფობის მკურნალობა დამოკიდებულია:

  • უნაყოფობის მიზეზზე
  • ხანგრძლივობაზე
  • პარტნიორების ასაკზე
  • თანმხლებ სამედიცინო მდგომარეობებზე

 

ჰორმონული დარღვევების კორექციის და საკვერცხის ფუნქციის სტიმულაციისტვის ძირიტადად მედიკამენტური ჰორმონოთერაპია გამოიყენება. აუცილებელია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობაც ორივე პარტნიორში.

ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა ან ხელოვნური განაყოფიერება.

 

პრევენცია

უნაყოფობის პროგნოზირება შეუძლებელია, ისევე როგორც პრევენცია. თუმცა, შესაძლებელია გარკვეული რისკ-ფაქტორების კონტროლი:

  • ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების შემცირება
  • წონის და მეტაბოლური სტატუსის კონტროლი
  • ფიზიკური აქტივობის რუტინა
  • ჯანსაღი დიეტა
  • საკმარისი ძილი
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია
  • სპეციალისტთან რეგულარული ვიზიტი

 

პროგნოზი

ქალთა უნაყოფობის მკურნალობის შედეგი დიდწილად დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. თუ მიზეზი ოვულაციური დარღვევები და სტრუქტურული პათოლოგიებია, რომელთა აღმოფხვრა ქირურგიული გზით ხერხდება – პროგნოზი კეთილსაიმედოა. ყველაზე რთულია საშვილოსნოსმხრივი მიზეზით გამოწვეული უნაყოფობის მკურნალობა.

 

როდის მივმართოთ ექიმს?

სპეციალისტს უნდა მიმართოს:

  • ყველა 35 წლამდე ასაკის ქალმა, რომლებიც მოწესრიგებული მენსტრუალური ციკლის პირობებში, რეგულარული დაუცველი სქესობრივი კონტაქტით 12 თვის მანძილზე ვერ ახერხებს დაორსულებას
  • ყველა ქალმა 35 წლის ასაკის ზემოთ, რომლებიც მოწესრიგებული მენსტრუალური ციკლის პირობებში, რეგულარული დაუცველი სქესობრივი კონტაქტით 6 თვის მანძილზე ვერ ახერხებს დაორსულებას.

 

 

 

 

ლაბორატორია “სინევო“ გთავაზობთ უნაყოფობისა  და მასთან დაკავშირებული მდგომარეობების  სადიაგნოსტიკო ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

 

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button