Search
Close this search box.

ტიპი 2 დიაბეტის პრევენციის პროფილი მოიცავს 5 ლაბორატორიულ კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

პროფილური კვლევის საშუალებით შესაძლებელია ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკის შეფასება და პრევენცია.

ზოგადი ინფორმაცია

შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული, მეტაბოლური დაავადება, რომელიც იწვევს სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მატებას.

ჩვეულებრივ, როდესაც თქვენს სისხლში შაქრის დონე მატულობს, საპასუხოდ პანკრეასის ბეტა უჯრედები გამოიმუშავებენ ჰორმონ ინსულინს, რომელიც მიიჩნევა ორგანიზმის მთავარ ანაბოლურ ჰორმონად და არეგულირებს სისხლიდან გლუკოზის შეწოვას ღვიძლში, ცხიმოვან და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში. ინსულინი აძლიერებს გლუკოზის ათვისებას და მეტაბოლიზმს, რითაც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.

ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც თქვენი ორგანიზმი რეზისტენტული ხდება ინსულინის მიმართ და სისხლში გროვდება დიდი რაოდენობით გლუკოზა. ტიპი 2 დიაბეტისას, თქვენს ორგანიზმს არ შეუძლია სისხლში შაქრის ნორმალურ დონეზე შენარჩუნება. დაავადება გვხვდება დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 90-95%-ში (ძირითადად მოზრდილებში, მაგრამ უფრო და უფრო ხშირად ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდა ზრდასრულებში). ზოგჯერ ტიპი 2 დიაბეტის დროს, სიმპტომები არ ვლინდება, ამიტომ, თუ რისკის ქვეშ ხართ, მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონის მუდმივი მონიტორინგი და პერიოდულად ტიპი 2 დიაბეტის პრევენციული კვლევების ჩატარება.

ტიპი 2 დიაბეტის რისკ-ფაქტორებია:

  • პრედიაბეტი, რაც ნიშნავს, რომ გაქვთ სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მაღალი, მაგრამ არა იმდენად მაღალი, რომ მდგომარეობას დიაბეტი ეწოდოს;
  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე;
  • ასაკი – 45 წლის ან მეტი;
  • დიაბეტის ოჯახური ისტორია;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • HDL (კარგი) ქოლესტერინის დაბალი დონე ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე;
  • ორსულობის დროს დიაბეტის ისტორია;
  • ნორმაზე დიდი წონის მქონე ბავშვის გაჩენა;
  • არააქტიური ცხოვრების წესი;
  • გულის დაავადების ან ინსულტის ისტორია;
  • დეპრესია;
  • პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი (PCOS);
  • მოწევა და სხვ.

შაქრიანი დიაბეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე – შაქრიანი დიაბეტი.

როდის ჩავიტაროთ ტიპი 2 დიაბეტის პრევენციული პროფილი?

ტესტის ჩატარება მიზანშეწონილია ტიპი 2 დიაბეტის რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში;

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტი უნდა ჩატარდეს უზმოდ.

რეკომენდებულია კვლევის ჩატარებამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის და >150გ ნახშირწყლების  მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

ტესტირებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ.

შარდის შეგროვების წესები:

  • მასალის შეგროვებადე ჩამოიბანეთ პერიურეთრალური მიდამო სარეცხი საპნით და წყლით ან გაიწმინდეთ დეზინფექციური ხელსახოცით, რის შემდეგაც შეიმშრალეთ სუფთა, მშრალი პირსახოცით.
  • შარდის პირველი და ბოლო პორცია უნდა იქნას გადაღვრილი და შარდის სტერილურ კონტეინერში უნდა მოთავსდეს შარდის შუა პორცია მინიმუმ 10-15 მლ ოდენობით.
  • შარდი აღებიდან ერთი საათის განმავლობაში უნდა იქნას მოტანილი ლაბორატორიაში. თუ ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლებთ საკვლევი მასალის ლაბორატორიაში მოტანას, მაშინ ის უნდა შეინახოთ მაცივარში მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი და შარდი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს სავარაუდო დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories
 

ტიპი 2 დიაბეტის პრევენციული პროფილი  – 79 ლარი, ნაცვლად 103 ლარისა

Call Now Button