Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

შარდის საერთო ანალიზი

ცნობილი როგორც:General analysis of urine
SKU: 4004

Original price was: ₾15.00.Current price is: ₾13.50.

საკვლევი მასალა: დილის შარდის მთელი ნაწილი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

 

შარდის საერთო ანალიზი არის ყოვლისმომცველი კვლევა, რომლის დროსაც დგინდება შარდის ზოგადი თვისებები, მისი ფიზიკოქიმიური მახასიათებლები და ტარდება ნალექის მიკროსკოპია.

ანალიზისას მოწმდება შარდის ფერი, გამჭვირვალობა, ხვედრითი წონა, მჟავიანობის ინდექსი (pH), აგრეთვე ცილის, ნაღვლის პიგმენტების, გლუკოზის, კეტონური სხეულებისა და ჰემოგლობინის არსებობა. გარდა ამისა, ტარდება შარდის ნალექის მიკროსკოპია – არაორგანული ნივთიერებებისა და სისხლის უჯრედების – ერითროციტების, ლეიკოციტების და საშარდე გზების ამომფენი უჯრედების ხარისხობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა.

შარდი არის ბიოლოგიური სითხე, თირკმლების საბოლოო პროდუქტი და ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და ასახავს თირკმლების და სხეულის სხვა ორგანოებისა და სისტემების მდგომარეობას. შარდი 96% წყალია, 4% არის მეტაბოლური პროდუქტები, ელექტროლიტები, მიკროელემენტები, ჰორმონები, მილაკების და საშარდე გზების ლორწოვანი გარსის დესქვამირებული უჯრედები, ლეიკოციტები, მარილები და ლორწო.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • სხვადასხვა პროფილის პაციენტების მდგომარეობის ყოვლისმომცველი გამოკვლევა და მონიტორინგი;
  • პრევენციული გამოკვლევა;
  • ოპერაციისთვის მომზადება;
  • შარდსასქესო სისტემის დაავადებების სიმპტომები (შარდის შეფერილობა და სუნი, ხშირი ან იშვიათი შარდვა, შარდის ყოველდღიური მოცულობის გაზრდა ან შემცირება, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, ტკივილი წელის არეში, ცხელება, შეშუპება);
  • თირკმლის და საშარდე გზების პათოლოგიის მკურნალობის მონიტორინგი (მკურნალობის დროს და მის შემდეგ);
  • ნეფროტოქსიური პრეპარატების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ლაბორატორიული ტესტების შედეგი არ არის საკმარისი საფუძველი დიაგნოზისთვის. შედეგების ინტერპრეტაცია და შემდგომი დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმ-სპეციალისტის მიერ.

შარდის მახასიათებლები (ნორმა):

ფერი: ჩალისფერი ყვითელიდან ყვითლამდე

გამჭვირვალობა: გამჭვირვალე

ხვედრითი წონა: 010 – 1.025

რეაქცია (მჟავიანობის ინდექსი – pH): 0 – 7.0

ცილა: არ ვლინდება

გლუკოზა: არ ვლინდება

კეტონის სხეულები: არ ვლინდება

ბილირუბინი: არ ვლინდება

ურობილინოგენი: არ ვლინდება

ნიტრიტი: არ ვლინდება

ლეიკოციტესთერაზა (ლეიკოციტების სპეციფიკური ცილა): არ ვლინდება

ერითროციტები: არ ვლინდება

ფერი. შარდის ფერი ჩვეულებრივ მერყეობს ჩალისფერი ყვითლიდან ღრმა ყვითლამდე. იგი განისაზღვრება მასში საღებავების – უროქრომების არსებობით, რომელთა კონცენტრაცია ძირითადად განაპირობებს ფერის ინტენსივობას. ძლიერ ყვითელი ფერი ჩვეულებრივ მიუთითებს შარდის შედარებით მაღალ სიმკვრივესა და კონცენტრაციაზე. უფერო ან ფერმკრთალ შარდს აქვს დაბალი სიმკვრივე და გამოიყოფა დიდი რაოდენობით. ჭარხალი და ასპირინი შარდს აძლევს ვარდისფერ-წითელ ფერს, რევანდი შარდს მომწვანო ელფერს ანიჭებს. თუ შარდში სისხლის მინარევებია, ის ხდება გამჭვირვალე და მოწითალო. მუქ ფერს (ჩაის ან ლუდის ფერს) შარდი იძენს ღვიძლის დაავადებების (ჰეპატიტი, ციროზი) დროს, ასევე ნაღვლის სადინარების ბლოკირებით (ამ შემთხვევაში შარდს შეიძლება ჰქონდეს მომწვანო ელფერი), მონაცრისფრო-თეთრი ფერი მიუთითებს ჩირქის არსებობაზე.

გამჭვირვალობა. ნორმალური შარდი გამჭვირვალეა. მისაღებია მცირე სიმღვრიე, რაც განპირობებულია ეპითელიუმის და ლორწოს არსებობით. ინტენსიური სიმღვრიე ვლინდება ერითროციტების, ლეიკოციტების, საშარდე გზების ეპითელური უჯრედების, ცხიმოვანი წვეთების, მჟავიანობის და მარილების (ურატების, ფოსფატების, ოქსალატების) შერევის გამო. დიდი ხნის განმავლობაში შენახვისას შარდი შეიძლება დაბინდული გახდეს ბაქტერიების ზრდის შედეგად.

ხვედრითი წონა. ასახავს თირკმლების კონცენტრაციისა და შარდის განზავების უნარს. დამოკიდებულია დღის მონაკვეთზე, საკვების, სითხეების, მოხმარებული მედიკამენტების ხარისხსა და რაოდენობაზე, ფიზიკურ აქტივობასა და ჰაერის ტემპერატურაზე. ზოგიერთ დაავადებაში ეს მაჩვენებელი იზრდება ბაქტერიების, ლეიკოციტების, ერითროციტების არსებობის გამო. შარდის გაზრდილი ხვედრითი წონა შეიძლება მიუთითებდეს შაქრიან დიაბეტზე, საშარდე გზებში ინფექციურ პროცესებზე, ორსულებში კი ტოქსიკოზზე.

შარდის რეაქცია (pH). შარდის მჟავიანობა დიდწილად დამოკიდებულია საკვებზე, წყლის რაოდენობაზე, რომელსაც სვამთ. მაჩვენებელი იზრდება შაქრიანი დიაბეტის და თირკმელების ქრონიკული დაავადების დროს; მცირდება – ღებინების და შარდის ბუშტისა და შარდსადენის ინფექციური დაავადებების დროს.

გლუკოზა. შარდში გვხვდება შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის დაქვეითებისა და თირკმელების დაავადებების (ნეფრიტი, ამილოიდოზი) დროს.

ცილა. ის შეიძლება აღმოჩნდეს შარდში თირკმელების დაზიანების და გულის უკმარისობის დროს. ცილის რაოდენობა იზრდება ფიზიკური დატვირთვის, უხვი ოფლიანობის და ხანგრძლივი სიარულის დროს.

ეტონური სხეულები. რაოდენობის მატება შეინიშნება მოწინავე შაქრიანი დიაბეტის დროს, ასევე მარხვის დროს, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო, ცილოვანი და ცხიმოვანი საკვების ჭარბი მოხმარებით, ორსულ ქალებში ტოქსიკოზის გამო.

ბილირუბინი. მისი გამოვლენა სისხლში ბილირუბინის კონცენტრაციის მკვეთრ მატებაზე მიუთითებს, ხოლო თირკმლები ასრულებენ მისი მოცილების სამუშაოს. შარდში ჩნდება ღვიძლის პათოლოგიის, სანაღვლე გზების გამტარობის დარღვევის დროს.

ურობილინოგენი. მიიღება ბილირუბინისგან. მატულობს ღვიძლის დაავადებების დროს.

სისხლის წითელი უჯრედები. ისინი ვლინდებიან თირკმლების დაავადებების (პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი), შარდსაწვეთის ტრავმის (ყველაზე ხშირად კენჭის გავლისას), შარდის ბუშტისა და შარდსადენის დაავადებების დროს.

ლეიკოციტესთერაზა. ანთებითი დაავადებების დროს ლეიკოციტების რიცხვი საგრძნობლად იზრდება, შესაბამისად მატულობს ლეიკოციტესთერაზას კონცენტრაცია შარდში. თირკმლების, შარდსაწვეთების, შარდის ბუშტის ან ურეთრის ანთების დროს შარდში ჭარბობს ნეიტროფილები, პიელონეფრიტის დროს შარდში ჩნდება ეოზინოფილები, ხოლო აუტოიმუნური დარღვევების დროს ლიმფოციტები.

ნიტრიტი. ბაქტერიების სიცოცხლის განმავლობაში წარმოიქმნება. მათი არსებობა მიუთითებს საშარდე გზების ინფექციაზე.

ნივთიერებები და წამლები, რომლებიც ზრდიან დონეს:

ერითროციტები: ანტიკოაგულანტები, ამფოტერიცინი, ასპირინი, ინდომეტაცინი, სულფონამიდები, რენტგენის პრეპარატები.

ლეიკოციტები: ალოპურინოლი, ამპიცილინი, ასპირინი, ჰეროინი, კანამიცინი, რკინის მარილები.

შარდის ხვედრითი წონა: მანიტოლი (ი/ვ), დექსტრანი, რენტგენის კონტრასტული საშუალებები.

pH: ეპინეფრინი, ნიკოტინამიდი, ბიკარბონატი.

ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ შარდის ფერის შეცვლაზე:

ყვითელ-ნარინჯისფერში: B ჯგუფის ვიტამინები, ფურაგინი.

ვარდისფერში: ანტიპირინი, ასპირინი.

წითელ-ყავისფერში: მეტრონიდაზოლი, სულფონამიდები.

ნივთიერებები და მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ pH-ის შემცირებაზე:

ასკორბინის მჟავა, კორტიკოტროპინი, მეთიონინი.

 

დამატებითი ინფორმაცია

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

  • არ მიიღოთ დიურეზული (შარდმდენი) მედიკამენტები 48 საათის განმავლობაში
  • არ მიიღოთ ალკოჰოლი, ცხარე, მარილიანი საკვები, საკვები, რომელიც ცვლის შარდის ფერს 12 საათის განმავლობაში.
  • თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან 12 საათის განმავლობაში
  • არ გაიკეთოთ ტესტი მენსტრუაციის დროს და მენსტრუაციის დასრულებიდან 2 დღის განმავლობაში
  • არ გაიკეთოთ ტესტი ცისტოსკოპიის შემდეგ 5-7 დღის განმავლობაში.

შარდის შეგროვების წესები:

  • მასალის შეგროვებადე ჩამოიბანეთ პერიურეთრალური მიდამო სარეცხი საპნით და წყლით ან გაიწმინდეთ დეზინფექციური ხელსახოცით, რის შემდეგაც შეიმშრალეთ სუფთა, მშრალი პირსახოცით.
  • შარდის პირველი და ბოლო პორცია უნდა იქნას გადაღვრილი და შარდის სტერილურ კონტეინერში უნდა მოთავსდეს შარდის შუა პორცია მინიმუმ 10-15 მლ ოდენობით.
  • შარდი აღებიდან ერთი საათის განმავლობაში უნდა იქნას მოტანილი ლაბორატორიაში. თუ ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლებთ საკვლევი მასალის ლაბორატორიაში მოტანას, მაშინ ის უნდა შეინახოთ მაცივარში მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

Общий анализ мочи

ლაბორატორიები
Call Now Button