რა არის შაქრიანი დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული, მეტაბოლური დაავადება, რომელიც იწვევს სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მატებას.
საკვების უმეტესი ნაწილი, რომელსაც მიირთმევთ, იშლება გლუკოზამდე და გამოიყოფა სისხლში. გლუკოზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან თქვენს კუნთებსა და სხვა ქსოვილებს და ენერგიის მთავარ წყაროს წარმოადგენს თავის ტვინისთვის.
ჩვეულებრივ, როდესაც თქვენს სისხლში შაქრის დონე მატულობს, საპასუხოდ პანკრეასი გამოიმუშავებს ინსულინს. ინსულინი წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც წარმოიქმნება პანკრეასის კუნძულების ბეტა უჯრედების მიერ; იგი მიიჩნევა ორგანიზმის მთავარ ანაბოლურ ჰორმონად და არეგულირებს სისხლიდან გლუკოზის შეწოვას ღვიძლში, ცხიმოვან და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში. ბეტა უჯრედები მგრძნობიარეა შაქრის დონის მიმართ სისხლში – ისინი გამოყოფენ ინსულინს გლუკოზის მაღალი დონის საპასუხოდ და თრგუნავენ ინსულინის სეკრეციას მაშინ, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე დაბალია. ინსულინი აძლიერებს გლუკოზის ათვისებას და მეტაბოლიზმს, რითაც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.
თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, თქვენი ორგანიზმი ან არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან ვერ გამოიყენებს მის მიერ წარმოქმნილ ინსულინს ეფექტურად. როდესაც ორგანიზმში არ არის საკმარისი ინსულინი ან უჯრედები წყვეტენ ინსულინზე რეაგირებას, სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა რჩება, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულის დაავადება, მხედველობის დაკარგვა და თირკმლების დაავადება.
დიაბეტის რამდენიმე განსხვავებული ტიპი არსებობს. ქრონიკული დიაბეტის ფორმებია ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტი; დიაბეტის პოტენციურად შექცევად ფორმებს მიეკუთვნება პრედიაბეტი და გესტაციური დიაბეტი:
ტიპი 1 დიაბეტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა უტევს და ანადგურებს პანკრეასის იმ უჯრედებს, რომლებიც მონაწილეობენ ინსულინის წარმოქმნაში. გაურკვეველია თუ რა იწვევს ამ პროცესს. დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 10%-ს სწორედ ტიპი 1 დიაბეტი აღენიშნება. დაავადების სიმპტომები ხშირად სწრაფად ვითარდება. ის, ჩვეულებრივ, ახალგაზრდებში (ბავშვებსა და მოზარდებში) გვხვდება.
ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც თქვენი ორგანიზმი რეზისტენტული ხდება ინსულინის მიმართ და სისხლში გროვდება დიდი რაოდენობით გლუკოზა. ტიპი 2 დიაბეტისას, თქვენს ორგანიზმს არ შეუძლია სისხლში შაქრის ნორმალურ დონეზე შენარჩუნება. დაავადება გვხვდება დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 90-95%-ში (ძირითადად მოზრდილებში, მაგრამ უფრო და უფრო ხშირად ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდა ზრდასრულებში). ზოგჯერ ტიპი 2 დიაბეტის დროს, სიმპტომები არ ვლინდება, ამიტომ, თუ რისკის ქვეშ ხართ, მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონის მუდმივი მონიტორინგი.
ჭარბი წონა ან სიმსუქნე ზრდის დაავადების განვითარების რისკს. ტიპი 2 დიაბეტის პრევენცია ან „გადადება“ შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით – წონაში დაკლებით, ჯანსაღად კვებითა და ფიზიკური აქტივობით.
პრედიაბეტი ჩნდება მაშინ, როდესაც თქვენს სისხლში შაქრის კონცენტრაცია ნორმაზე მაღალია, მაგრამ ის საკმარისად მაღალი არ არის ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოსტიკისთვის. პრედიაბეტი ზრდის ტიპი 2 დიაბეტის, გულის დაავადებისა და ინსულტის განვითარების რისკს.
გესტაციური დიაბეტი არის სისხლში შაქრის მაღალი დონე ორსულობის დროს. ამ ტიპის დიაბეტს იწვევენ პლაცენტის მიერ წარმოებული ინსულინის მაბლოკირებელი ჰორმონები. გესტაციური დიაბეტი ვითარდება ორსულ ქალებში, რომლებსაც ადრე არასდროს ჰქონიათ დიაბეტი. თუ თქვენ გაქვთ გესტაციური დიაბეტი, თქვენი ბავშვი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. გესტაციური დიაბეტი ჩვეულებრივ ქრება ბავშვის დაბადების შემდეგ, მაგრამ იზრდება მომავალში ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი. თქვენს პატარას ექნება სიმსუქნის განვითარების მაღალი რისკი ბავშვობაში ან მოზარდობაში და უფრო სავარაუდოა, რომ მოგვიანებით განუვითარდება ტიპი 2 დიაბეტი.
შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ რამდენად არის სისხლში გლუკოზის დონე მომატებული. ზოგიერთ ადამიანს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს პრედიაბეტი ან ტიპი 2 დიაბეტი, შეიძლება არ გამოუვლინდეს სიმპტომები. ტიპი 1 დიაბეტის დროს კი სიმპტომები სწრაფად და უფრო მძიმედ ვლინდება.
დიაბეტის ზოგადი სიმპტომები:
დიაბეტის ზოგადი სიმპტომების გარდა, შაქრიანი დიაბეტის მქონე მამაკაცებს შეიძლება აღენიშნებოდეთ დაქვეითებული ლიბიდო, ერექციული დისფუნქცია და კუნთების სისუსტე.
შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალებს კი, ასევე შეიძლება ჰქონდეთ საშარდე გზების ხშირი ინფექციები, სოკოვანი ინფექციები და კანის სიმშრალე და ქავილი.
ტიპი 1 დიაბეტის სიმპტომები:
ტიპი 2 დიაბეტის სიმპტომები:
გესტაციური დიაბეტი
გესტაციური დიაბეტის მქონე ქალების უმეტესობას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. დაავადების დიაგნოსტირება ხდება შაქრის რუტინული ტესტის ან გლუკოზის ტოლერანტობის ტესტის დროს. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ძლიერი წყურვილის შეგრძნება და ხშირი შარდვა.
ინსულინის როლი
ინსულინი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს პანკრეასი.
გლუკოზის როლი
ტიპი 1 დიაბეტის მიზეზები
ტიპი 1 დიაბეტის ზუსტი მიზეზი უცნობია. ცნობილია, რომ თქვენი იმუნური სისტემა – რომელიც ჩვეულებრივ ებრძვის მავნე ბაქტერიებს ან ვირუსებს – თავს ესხმის და ანადგურებს ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებს თქვენს პანკრეასში, შედეგად ორგანიზმში ან მცირე რაოდენობით ინსულინი გამომუშავდება ან საერთოდ არ გამომუშავდება ის და უჯრედებში ტრანსპორტირების ნაცვლად, გლუკოზა გროვდება სისხლში.
მიიჩნევა, რომ ტიპი 1 დიაბეტი გამოწვეულია გენეტიკური მიდრეკილებისა და გარემო ფაქტორების კომბინაციით, თუმცა ზუსტად რა ფაქტორებზეა საუბარი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
პრედიაბეტის და ტიპი 2 დიაბეტის მიზეზები
პრედიაბეტის (შეუძლია გამოიწვიოს ტიპი 2 დიაბეტი) და ტიპი 2 დიაბეტის დროს, თქვენი უჯრედები რეზისტენტული ხდება ინსულინის მიმართ და პანკრეასი ვერ ახერხებს საკმარისი ინსულინის წარმოებას ამ წინააღმდეგობის დასაძლევად. იმის ნაცვლად, რომ გადავიდეს უჯრედებში, გლუკოზა გროვდება სისხლში.
ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მიიჩნევა, რომ გენეტიკური და გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტიპი 2 დიაბეტის განვითარებაში. ჭარბი წონა მჭიდრო კავშირშია დაავადების განვითარებასთან, თუმცა ტიპი 2 დიაბეტის მქონე ყველა ადამიანი არ არის ჭარბწონიანი.
გესტაციური დიაბეტის მიზეზები
ორსულობის დროს პლაცენტა წარმოქმნის ჰორმონებს ორსულობის შესანარჩუნებლად. ეს ჰორმონები უჯრედებს უფრო რეზისტენტულს ხდის ინსულინის მიმართ. ჩვეულებრივ, პანკრეასი გამოიმუშავებს დამატებით ინსულინს ამ წინააღმდეგობის დასაძლევად. მაგრამ ხანდახან იგი ვერ ასწრებს ინსულინის წარმოქმნას საკმარისი რაოდენობით. ამ შემთხვევაში, ძალიან ცოტა რაოდენობით გლუკოზის ათვისება ხდება უჯრედების მიერ და ძალიან დიდი რაოდენობით გლუკოზა რჩება სისხლში, რაც იწვევს გესტაციურ დიაბეტს.
რისკ-ფაქტორები
დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორები დამოკიდებულია დიაბეტის ტიპზე.
ტიპი 1 დიაბეტი
მიუხედავად იმისა, რომ ტიპი 1 დიაბეტის ზუსტი მიზეზი უცნობია, ფაქტორები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს დაავადების განვითარების გაზრდილ რისკზე, მოიცავს:
მკვლევრებს ბოლომდე არ ესმით, რატომ უვითარდება ზოგიერთ ადამიანს პრედიაბეტი და ტიპი 2 დიაბეტი, ზოგიერთს კი არა. ნათელია, რომ გარკვეული ფაქტორები ზრდიან დაავადების განვითარების რისკს, მათ შორის:
გესტაციური დიაბეტი
ზოგიერთი ორსული დაავადების განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფება, ვიდრე სხვები. გესტაციური დიაბეტის რისკ- ფაქტორები მოიცავს:
ასაკი. რისკის ქვეშ არიან 25 წელზე უფროსი ასაკის ქალები.
ანამნეზი. თქვენი რისკი იზრდება, თუ გაქვთ პრედიაბეტი ან თუ ოჯახის ახლო წევრს აქვს ტიპი 2 დიაბეტი. თქვენ ასევე მაღალი რისკის ქვეშ ხართ, თუ გქონდათ გესტაციური დიაბეტი წინა ორსულობის დროს, თუ გააჩინეთ ძალიან დიდი წონის ბავშვი ან თუ გქონდათ აუხსნელი მკვდრადშობა.
წონა. ორსულობამდე ჭარბი წონა ზრდის გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკს.
სისხლში შაქრის მაღალი დონე აზიანებს ორგანოებსა და ქსოვილებს მთელს სხეულში. რაც უფრო მაღალია სისხლში შაქრის დონე და რაც უფრო დიდხანს ნარჩუნდება ის, მით მეტია გართულებების რისკი.
დიაბეტთან დაკავშირებული გართულებები მოიცავს:
უკონტროლო გესტაციურმა დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენენ როგორც დედაზე, ასევე ბავშვზე. გართულებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბავშვზე, შეიძლება მოიცავდეს:
დედას შეიძლება განუვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა პრეეკლამფსია ან ტიპი 2 დიაბეტი. მას ასევე შეიძლება დასჭირდეს საკეისრო კვეთა.
ასევე იზრდება დედის გესტაციური დიაბეტის რისკი მომავალი ორსულობის დროს.
დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული გართულებები, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მართოთ მდგომარეობა მედიკამენტებითა და ცხოვრების წესის შეცვლით.
დიაბეტის პრევენციისთვის:
ტიპი 1 დიაბეტის პრევენცია შეუძლებელია.
ბავშვები შეიძლება დაავადდნენ როგორც ტიპი 1, ასევე ტიპი 2 დიაბეტით. სისხლში შაქრის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში, რადგან დაავადებამ შეიძლება დააზიანოს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორიცაა გული და თირკმლები.
ტიპი 1 დიაბეტი
დიაბეტის აუტოიმუნური ფორმა ხშირად ბავშვობიდან იწყება. ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი გახშირებული შარდვაა. ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვებმა შესაძლოა დაიწყონ საწოლის დასველება მიუხედავად ტუალეტის ტრენინგისა.
უკიდურესი წყურვილი, დაღლილობა და შიმშილი ასევე ამ მდგომარეობის ნიშნებია. მნიშვნელოვანია, ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვებს დაუყოვნებლივ ჩაუტარდეთ მკურნალობა. დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მატება და დეჰიდრატაცია, რაც შეიძლება იყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩვენება.
ტიპი 2 დიაბეტი
პირველი ტიპის დიაბეტს უწოდებდნენ „არასრულწლოვანთა დიაბეტს“, რადგან ტიპი 2 ბავშვებში ძალიან იშვიათი იყო. ახლა, როდესაც უფრო მეტ ბავშვს აწუხებს ჭარბი წონა ან სიმსუქნე, ტიპი 2 დიაბეტი უფრო ხშირი ხდება ამ ასაკობრივ ჯგუფში.
ტიპი 2 დიაბეტის მქონე ბავშვების დაახლოებით 40%-ს არ აქვს სიმპტომები.
არანამკურნალევმა მეორე ტიპის დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს გართულებები მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მათ შორის გულის დაავადება, თირკმლის დაავადება და სიბრმავე. ჯანსაღი კვება და ვარჯიში დაეხმარება თქვენს შვილს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებასა და ამ პრობლემების თავიდან აცილებაში.
ნებისმიერმა, ვისაც აქვს დიაბეტის სიმპტომები ან დაავადების განვითარების რისკის ქვეშ იმყოფება, უნდა ჩაიტაროს დიაბეტის დიაგნოსტიკური ტესტები.
ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში კი აუცილებელია გესტაციური დიაბეტის რეგულარული კვლევა.
ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოსტიკური ტესტები მოიცავს:
ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოსტიკური ტესტები მოიცავს:
გესტაციური დიაბეტის დიაგნოსტიკა
თქვენი ექიმი სავარაუდოდ შეაფასებს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკ- ფაქტორებს ორსულობის დასაწყისში:
თუ გესტაციური დიაბეტის მაღალი რისკის ქვეშ ხართ – მაგალითად, თუ ორსულობის დასაწყისში გაწუხებდათ სიმსუქნე, გქონდათ გესტაციური დიაბეტი წინა ორსულობის დროს, ან გყავთ დიაბეტით დაავადებული დედა, მამა, და-ძმა ან ბავშვი – ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ დიაბეტის დიაგნოსტიკური ტესტები თქვენი პირველი პრენატალური ვიზიტისას.
თუ გესტაციური დიაბეტის საშუალო რისკის ქვეშ ხართ, სავარაუდოდ გესტაციური დიაბეტის სკრინინგის ტესტი ჩაგიტარდებათ მეორე ტრიმესტრში – როგორც წესი, ორსულობის 24-დან 28 კვირამდე.
ექიმმა შეიძლება გამოიყენოს სკრინინგის შემდეგი ტესტები:
მკურნალობა
დიაბეტის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია ჯანსაღი წონის შენარჩუნება ჯანსაღი დიეტისა და ფიზიკური აქტივობის მეშვეობით.
ტიპი 1 დიაბეტის მკურნალობა მოიცავს ინსულინის ინექციებს ან ინსულინის ტუმბოს გამოყენებას, სისხლში შაქრის დონის მუდმივ მონიტორინგს და მიღებული ნახშირწყლების დათვლას. ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობა ძირითადად მოიცავს ცხოვრების სტილის ცვლილებას, სისხლში შაქრის დონის მუდმივ მონიტორინგს, ანტიდიაბეტურ მედიკამენტებთან, ინსულინთან ან ორივესთან ერთად.
ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, ვისაც აქვს ტიპი 1 დიაბეტი, პანკრეასის გადანერგვა შეიძლება იყოს მკურნალობის ვარიანტი. პანკრეასის წარმატებული ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, თქვენ აღარ დაგჭირდებათ ინსულინოთერაპია. თუმცა, ტრანსპლანტაცია ყოველთვის არ არის წარმატებული და პროცედურა სერიოზულ რისკებს მოიცავს.
გესტაციური დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის კონტროლი აუცილებელია თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მშობიარობის დროს გართულებების თავიდან ასაცილებლად. ჯანსაღი დიეტისა და ვარჯიშის გარდა, თქვენი მკურნალობის გეგმა შეიძლება მოიცავდეს სისხლში შაქრის დონის მუდმივ მონიტორინგს და, ზოგიერთ შემთხვევაში, ინსულინის ან პერორალური მედიკამენტების გამოყენებას.
ექიმი აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს მშობიარობის დროსაც. რადგან, თუ თქვენს სისხლში შაქრის დონე მოიმატებს, ბავშვმა შეიძლება გამოიმუშაოს ინსულინის დიდი რაოდენობა – რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება დაბადებისთანავე.
თუ თქვენ გაქვთ პრედიაბეტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი (ჯანსაღი დიეტა და ფიზიკური აქტივობა) დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებასა და ტიპი 2 დიაბეტის განვითარების თავიდან აცილებაში.
ხანდახან მედიკამენტები, როგორიცაა მეტფორმინი – ასევე არის ვარიანტი,
თუ დიაბეტის მაღალი რისკის ქვეშ ხართ, მათ შორის, როდესაც თქვენი პრედიაბეტი უარესდება ან გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება ან პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ზოგჯერ მედიკამენტური მკურნალობის (მაგ. მეტფორმინი, სტატინები და სხვ.) მეთოდსაც მიმართავენ.
სისხლში შაქრის საშიში დონის ნიშნები
იმის გამო, რომ ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს სისხლში შაქრის დონეზე, ზოგჯერ შეიძლება წარმოიშვას პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო დახმარებას, როგორიცაა:
ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე). სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის ზედმეტი ჭამის, ავადმყოფობის ან გლუკოზის დონის დამაქვეითებელი მედიკამენტების არ მიღების გამო. შეიმოწმეთ სისხლში შაქრის დონე ექიმის მითითებით და დააკვირდით სისხლში შაქრის დონის მომატების ნიშნებსა და სიმპტომებს – ხშირი შარდვა, ძლიერი წყურვილის შეგრძნება, პირის სიმშრალე, ბუნდოვანი ხედვა, დაღლილობა და გულისრევა. თუ გაქვთ ჰიპერგლიკემია, თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი კვების გეგმა, მედიკამენტები ან ორივე.
დიაბეტური კეტოაციდოზის (კეტონების გაზრდილი დონე თქვენს შარდში) ნიშნებია: მადის დაკარგვა, სისუსტე, ღებინება, ცხელება, კუჭის ტკივილი და მოტკბო სუნი პირის ღრუში.
ეს მდგომარეობა უფრო ხშირია ტიპი 1 დიაბეტის დროს.
ჰიპერგლიკემიური ჰიპეროსმოლარული არაკეტოზური სინდრომი. ამ სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის ნიშნები და სიმპტომებია: სისხლში შაქრის მაჩვენებელი 600 მგ/დლ-ზე მეტი (33,3 მმოლ/ლ), პირის სიმშრალე, უკიდურესი წყურვილი, ცხელება, ძილიანობა, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა და ჰალუცინაციები. ჰიპეროსმოლარულ სინდრომს იწვევს სისხლში შაქრის მაღალი დონე.
ის ვლინდება ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებში და ხშირად მას წინ უძღვის რაიმე დაავადება.
ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე). თუ თქვენ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც აქვეითებს თქვენს სისხლში შაქარს, მათ შორის ინსულინს, სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის საჭმლის გამოტოვებისა და ნორმალურზე მეტი ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში. სისხლში შაქრის დონე ქვეითდება, თუ თქვენ იღებთ ზედმეტად ბევრ ინსულინს ან სხვა მედიკამენტს, რომელიც ხელს უწყობს პანკრეასის მიერ ინსულინის სეკრეციას.
რეგულარულად შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონე და დააკვირდით სისხლში შაქრის დონის დაქვეითების ნიშნებსა და სიმპტომებს – ოფლიანობა, კანკალი, სისუსტე, შიმშილი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ბუნდოვანი მხედველობა, გულის პალპიტაცია, გაღიზიანება, ბუნდოვანი მეტყველება, ძილიანობა, დაბნეულობა, გულისრევა და კრუნჩხვები. სისხლში შაქრის დაბალ დონეს მკურნალობენ სწრაფად შეწოვადი ნახშირწყლებით, როგორიცაა ხილის წვენი ან გლუკოზის ტაბლეტები.
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:categories
https://www.cdc.gov/diabetes/basics/diabetes.html
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/diabetes/diagnosis-treatment/drc-20371451
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
37 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 17 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, ახალი გუდაური.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს>
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2021 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 37 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
2021 © სინევო. ყველა უფლება დაცულია
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)