ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ტიპი 2 დიაბეტის პრევენციის პროფილი მოიცავს 5 ლაბორატორიულ კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):
პროფილური კვლევის საშუალებით შესაძლებელია ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკის შეფასება და პრევენცია.
შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული, მეტაბოლური დაავადება, რომელიც იწვევს სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მატებას.
ჩვეულებრივ, როდესაც თქვენს სისხლში შაქრის დონე მატულობს, საპასუხოდ პანკრეასის ბეტა უჯრედები გამოიმუშავებენ ჰორმონ ინსულინს, რომელიც მიიჩნევა ორგანიზმის მთავარ ანაბოლურ ჰორმონად და არეგულირებს სისხლიდან გლუკოზის შეწოვას ღვიძლში, ცხიმოვან და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში. ინსულინი აძლიერებს გლუკოზის ათვისებას და მეტაბოლიზმს, რითაც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.
ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც თქვენი ორგანიზმი რეზისტენტული ხდება ინსულინის მიმართ და სისხლში გროვდება დიდი რაოდენობით გლუკოზა. ტიპი 2 დიაბეტისას, თქვენს ორგანიზმს არ შეუძლია სისხლში შაქრის ნორმალურ დონეზე შენარჩუნება. დაავადება გვხვდება დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 90-95%-ში (ძირითადად მოზრდილებში, მაგრამ უფრო და უფრო ხშირად ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდა ზრდასრულებში). ზოგჯერ ტიპი 2 დიაბეტის დროს, სიმპტომები არ ვლინდება, ამიტომ, თუ რისკის ქვეშ ხართ, მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონის მუდმივი მონიტორინგი და პერიოდულად ტიპი 2 დიაბეტის პრევენციული კვლევების ჩატარება.
ტიპი 2 დიაბეტის რისკ-ფაქტორებია:
შაქრიანი დიაბეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე – შაქრიანი დიაბეტი.
ტესტის ჩატარება მიზანშეწონილია ტიპი 2 დიაბეტის რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში;
ტესტი უნდა ჩატარდეს უზმოდ.
რეკომენდებულია კვლევის ჩატარებამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის და >150გ ნახშირწყლების მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.
ტესტირებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ.
შარდის შეგროვების წესები:
ვენური სისხლი და შარდი
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს სავარაუდო დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|
ტიპი 2 დიაბეტის პრევენციული პროფილი – 79 ლარი, ნაცვლად 112 ლარისა