
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾125.00
ვანილმანდელის მჟავა (VMA) და ჰომოვანილის მჟავა (HVA) 24-საათიან შარდში — კატექოლამინების მეტაბოლიტების ანალიზია, რომელიც გამოიყენება ნეირობლასტომის, ფეოქრომოციტომის და სხვა ნეიროკრესტული სიმსივნეების დიაგნოსტიკაში და მონიტორინგში.
ჰომოვანილის მჟავას (HVA) და ვანილმანდელის მჟავას (VMA) ტესტი შარდში გამოიყენება ბავშვებში კატექოლამინ-ასოცირებული სიმსივნეების: ნეირობლასტომის, ფეოქრომოციტომის, და სხვა სიმსივნეების სკრინინგისათვის. ასევე ამ სიმსივნეების მკურნალობის მონიტორინგის მიზნით.
გარდა ამისა, ჰომოვანილის მჟავას კვლევა ბავშვებში გამოიყენება კატექოლამინის მეტაბოლიზმის დარღვევევბის დიაგნოსტირებისთვის, როგორიცაა მონოამინოქსიდაზა-A-ს და დოფამინ-ბეტა-ჰიდროქსილაზას დეფიციტი, რაც იწვევს შარდში ჰომოვანილმჟავას კონცენტრაციის ცვლილებას.
კვლევა ტარდება ნეირობლასტომისა და ფეოქრომოციტომის დიაგნოსტიკისთვის. მათი მომატება მიუთითებს კატექოლამინების ჭარბ სინთეზზე, თუმცა შედეგები ყოველთვის უნდა ინტერპრეტირდეს კლინიკურ კონტექსტში.
ჰომოვანილის, ვანილმანდელის მჟავას და კატექოლამინების სხვა მეტაბოლიტების რაოდენობის ზრდა, როგორც წესი ასოცირებულია კატექოლამინ-მასინთეზებელ სიმსივნეებთან. ასევე ამ მეტაბოლიტების კვლევა გამოიყენება აღნიშნული სიმსივნეების მკურნალობის მონიტორინგისთვის. მონოამინოქსიდაზა A-ს დეფიციტისას როგორც წესი შარდში მცირდება ჰომოვანილის მჟავის კონცენტრაცია. მაშინ როცა, დოფამინ ბეტა-ჰიდროლაზას (ფერმენტი, რომელიც დოფამინს ნორეპინეფრინად გარდაქმნის) დეფიციტი იწვევს ჰომოვანილის მჟავის კონცენტრაციის მატებას შარდში.
ვანილმანდელის და ჰომოვანილის მჟავას კონცენტრაციები მომატებულია ნეირობლასტომის შემთხვევატა 90%-ზე მეტში, თუმცა ტესტის პოზიტიური შედეგის შემთხვევაში დამატებითი კვლევებია საჭირო.
კვლევების ნორმალური ამჩვენებელი არ გამორიცხავს კატექოლამინ-მასინთეზებელი სიმსივნის დიაგნოზს.
ჰომოვანილის და ვანილმანდელის მჟავას მატება ასევე დამახასიათებელია ფეოქრომოციტომისთვის.
საკვლევი მასალა:24 საათიანი შარდი.
წინასწარი მომზადება:L-დოფას პრეპარატები და სულფანილამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები იწვევს ვანილმანდელის და ჰომოვანილის მჟავას კონცენტრაციების ცრუ მატებას, ამიტომ ექიმს უნდა ქონდეს ინფორმაცია იმ მედიკამენებზე რასაც იღებს პაციენტი.
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
