ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ორგანული მჟავები შარდში

ცნობილი როგორც:ორგანული მჟავები შარდში
SKU: CH159

290.00

საკვლევი მასალა: შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ორგანული მჟავები ნივთიერებებია, რომლებიც წარმოადგენს უჯრედული ორგანული კომპონენტების –  ამინომჟავების, ლიპიდების, ნახშირწყლების, ნუკლეინის მჟავების, სტეროიდების – მეტაბოლიზმის შუალედურ პროდუქტებს.

ორგანული აციდურიების გენეტიკური მეტაბოლური დაავადებების ჯგუფია, რომლებიც ხასიათდება ან პათოლოგიური მეტაბოლიტების წარმოქმნით,  ან ნორმალური მეტაბოლიტების აკუმულირებით ორგანიზმში.

ეს დარღვევები შესაძლოა გამოვლინდეს როგორც  ჩვილობაში, ისე მოგვიანებითაც პერიოდული მეტაბოლური დეკომპენსაციის ეპიზოდების და განვითარების ჩამორჩენის სახით.

ორგანული მჟავები გამოიყოფა შარდით, ამიტომ მათი განსაზღვრა შარდში მეტად ზუსტ პასუხს იძლევა, ვიდრე პლაზმაში.

 

საკვლევი მასალა – სპონტანური შარდი 

 

 

ტესტი იკვლევს შარდში შემდეგ ორგანულ მჟავებს

  • კეტოადიპინის მჟავა
  • კეტოგლუტარინის მჟავა
  • 3-ჰიდროქსი ლაურინის მჟავა
  • 3-ჰიდროქსი სებასინის მჟავა
  • 4-ჰიდროქსი ბუტირინის მჟავა
  • ადიპინის მჟავა
  • ეთილმალონინის მჟავა
  • ფუმარინის მჟავა
  • გამა-ჰიდროქსი ბუტირინის მჟავა
  • გამა-OH ბუტირინის მჟავა
  • გლუტარინის მჟავა
  • ჰომოგენტიზინის მჟავა
  • ლაქტინის მჟავა
  • მალონინის მჟავა
  • მეთილმალონინის მჟავა
  • მევალონის მჟავა
  • N-აცეტილ ასპარტინის მჟავა
  • ოქტენედიოინის მჟავა
  • პროპიონის მჟავა
  • პიროგლუტამინის მჟავა
  • პირუვინის მჟავა
  • სებასინის მჟავა
  • სუბერინის მჟავა
  • სუქცინილაცეტონი
  • იზოვალერის მჟავა

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • გენეტიკური ხასიათის ორგანული მჟავების, ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები, შარდოვანას ციკლის დეფექტი, მიტოქონდრიული სუნთქვითი ჯაჭვის დეფექტი
  • სიმპტომების არსებობა რომელიც მემკვიდრულ მეტაბოლურ დარღვევებზე მიუთითებს:
  • ახალშობილთა სეფსისის მსგავსი დაავადება
  • მეტაბოლური დეკომპენსაციის აუხსნელი ეპიზოდები: მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერამონემია, ჰიპოგლიკემია, კეტოზი
  • ნევროლოგიური დარღვევები: ჰიპოტონია, დისტონია, გულყრა, ლეთარგია, განვითარების შეფერხება
  • ღვიძლის აუხსნელი დისფუნქცია
  • კარდიომიოპათია (ნებისმიერ ასაკში)
  • მიოპათია, რაბდომიოლიზი (კუნთების ბოჭკოების მთლიანობის რღვევა)
  • ღვიძლის გაცხიმოვნება, ჰეპატოციტოლიზი (ღვიძლის უჯრედების მთლიანობის რღვევა), ჰიპერტენზია
  • HELLP სინდრომი (გართულება ორსულობის მესამე ტრიმესტრის დროს)
  • რეიეს სინდრომი
  • ორგანომეგალია (ორგანოების ზომაში მომატება), სახის უხეში ნაკვთები

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

შარდის ორგანული მჟავების პათოლოგიური მაჩვენებელების გამოვლენა არასაკმარისია მემკვიდრული მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტიკისათვის. აუცილებელია დამატებითი სადიაგნოსტიკო კვლევეის ჩატარება (მაგ: მოლეკულური ანალიზი, ინვიტრო ენზიმური ტესტები და სხვა)

საცნობარო მნიშვნელობები

მემკვიდრული ორგანული აციდურიის დროს, განსაკუთრებით ცვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში, აუცილებელია პლაზმის  ამინომჟავების კვლევაც, რადგან ზოგიერთ ამინოაციდემიის სიმპტომები ზუსტად იდენტურია.

რადგან მეტაბოლური დარღვევების აღმოჩენა რთულია, აუცილებელია კვლევა ჩატარდეს დაავადების გამწვავების პერიოდში.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button