ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾120.00
პირუვატკინაზა ფერმენტია რომელიც აკატალიზებს გლიკოლიზური გზის (გლიკოლიზი – გლუკოზის დაშლა პირუვატად და თავისუფალ ენერგიად) ბოლო საფეხურს.
სხვადასხვა ქსოვილებში პირუვატკინაზას სხვადასხვა იზოენზიმებია წარმოდგენილი, ქსოვილების მეტაბოლური სტატუსის შესაბამისად.
M2 პირუვატკინაზა იზოენზიმია, რომელიც წარმოდგენილია (ნორმალურ ან/და სიმსივნურ) პროლიფერირებად (განახლებად) ქსოვილებში ორი ფორმით:
→ ტეტრამერის სახით (აქტიური ფორმაა, რომელიც გლუკოზას გარდაქმნის გლუკოზას პირუვატად და ლაქტატად)
→ დიმერის სახით (არააქტიური ფორმაა, ძირითადად წარმოდგენილია სიმსივნურ უჯრედებში). ამ ფორმას სიმსივნური M2 პირუვატკინაზა ეწოდება და სიმსივნურ მარკერს წარმოადგენს.
M2 პირუვატკინაზას დიმერიზაცია სიმსივნურ უჯრედებში მისი სხვადასხვა ონკოპროტეინებთან ურთიერთქმედების შედეგია.
M2 პირუვატკინაზა არ წარმოადგენს ორგანო-სპეციფიურ სიმსივნურ მარკერს. მისი მომატება მიუთითებს სიმსივნური უჯრედების სპეციფიკურ მეტაბოლურ სტატუსზე.
ადენომებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა სართულის სიმსივნეების მქონე პაციენტებში სიმსივნური M2 პირუვატკინაზა გამოიყიფა სისხლის პლაზმასა და განავალში.
სიმსივნური M2 პირუვატკინაზას განსაზღვრა ინოვაციური ტესტია, რომელიც ზომავს სიმსივნური ქსოვილის მეტაბოლურ აქტივობას, რაც სიმსივნის აგრესიულობის ხასისხის ექვივალენტურია. შესაბამისად, კვლევა წარმოადგენს სიმსივნეების მკურნალობის პროცესის მონიტორინგის და შესაძლო რეციიდივების შეფასების შესაძლებლობას.
სიმსივნური M2 პირუვატკინაზას აქტივობის მატება აღინიშნება კუჭ-ნაწლავის სისტემის, ძუძუს, ფილტვის, თირკმლის და პროსტატის სიმსივნეებისას.
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
<15 ერთეული/მლ
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |