
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾130.00
სკვამოზური უჯრედოვანი კარცინომის ანტიგენი (SCCA) სიმსივნის მარკერია, რომელიც გამოიყენება თავისა და კისრის, ფილტვის, საყლაპავისა და საშვილოსნოს ყელის სქვამოზური კარცინომების შეფასებისა და მონიტორინგისთვის. იგი არ გამოიყენება სკრინინგისთვის, არამედ მხოლოდ უკვე დადასტურებული ან ეჭვმიტანილი შემთხვევების მართვაში
სქვამოზურ-უჯრედული კარცინომის ანტიგენი (scc) გლიკოპროტეინია, რომელიც მიეკუთვნება სერინ/ცისტეინის პროტეაზის ინჰიბიტორების ჯგუფს.
სქვამოზური უჯრედოვანი კარცინომის ანტიგენი სეროლოგიური მარკერია სქვამოზურ უჯრედოვანი სიმსივნეებისთვის, რომლებიც ლოკალიზებულია: საშვილოსნოს ყელის, ვულვის, ფილტვის, საყლაპავის და თავ-კისრის მიდამოში.
კვლევის სარგებლიანობა დამოკიდებულია სიმსივნის მდებარეობაზე:
სენსიტიურობა პირველადი სქვამოზური სიმსივნის შემთხვევაში 45-85%, ხოლო მორეციდივე სიმსივნის შემთხვევაში 66-84%. შრატში სქვამოზური უჯრედოვანი კარცინომის ანტიგენის კონცენტრაცია კავშირშია დაავადების სიმძიმესთან, ლიმფური კვანძების ჩართულობასთან და მეტასტაზების არსებობასთან. მკურნალობისწინა მაჩვენებელი, მკურნალობის შემდგომი პროგნოზის მაჩვენებელია. როგორც წესი, სქვამოზური უჯრედოვანი კარცინომის ანტიგენის დონე ნორმალიზდება ქირურგიული ჩარევიდან ან რადიოთერაპიიდან 2-7 დღეში.
მკურნალობამდე არსებული მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება, თერაპიის დაწყებიდან 2-6 კვირის განმავლობაში, რეციდივის მაღალ რისკზე მიუთითებს. მკურნალობის შემდგომი მაჩვენებელების ნორმალიზებიდან, კვლავ მაღალ ნიშნულზე დაბრუნება, მიუხედავად კლინიკური ნიშნების არარსებობისა, სესაძლოა მიუთითებდეს დაავადების რეციდივზე. კლინიკური სენსიტიურობის თვალსაზრისით, კარცინოემბრიონული ანტიგენი ჩამორჩება სქვამოზურ-უჯრედოვანი კარცინომის ანტიგენს 2:3 თანაფარდობით.
ფილტვის სქვამოზურუჯრედოვან სიმსივნეებში, სქვამოზურ უჯრედოვანი ანტიგენის განსაზღვრის სენსიტიურობა 39-78% შეადგენს და კორელაციაშია დაავადების სტადიასთან და TNM კლასიფიკაციასთან (T- პირველადი სიმსივნის ზომა და გავრცელება, N -ლიმფური კვანძების ჩართულობა, M-მეტასტაზები).
სიმსივნის რეზექციიდან 2 დღეში სქვამოზური უჯრედოვანი კარცინომის ანტიგენის მაჩვენებლები უნდა ნორმას დაუბრუნდეს. რეზიდუალური (ნარჩენი) სიმსივნეების შემთხვევაში სქვამოზური უჯრედოვანი კარცინომის ანტიგენის მაჩვწენებლების ნორმალიზება ბევრად რთულია. სიმსივნის მკურნალობიდან 4-5 თვის შემდეგ SCC ანტიგენის ამჩვენებლების ზრდა სიმსივნის რეციდივის მანიშნებელია. კლინიკური კვლევების მიხედვით, SCC და CEA (კარცინოემბრიონული) ანტიგენების კომბინირებული განსაზღვრა ზრდის კლინიკურ სენსიტიურობას 35%-დან 50-82%-მდე.
ამ სიმსივნეებში SCC ანტიგენის კლინიკური სენსიტიურობა 34-78%-ია და დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და TNM კლასიფიკაციაზე.
SCC ანტიგენის გამოვლენის მაჩვენებელი თავ-კისრის მიდამოს სიმსივნეებში შემდეგნაირია: ზედა ყბის სიმსივნეებში – 49%, პირის ღრუს სიმსივნეებში 34%, ენის სიმსივნეებში 23%, სასულის სიმსივნეებში 19%, 11-33% ხახის სიმსივნეებში.
რეციდიული სიმისვნეების შემთხვევაში სენსიტიურობა 60-75% შეადგენს.
SCC ანტიგენის კლინიკური სენსიტიურობა საყლაპავის სიმსივნეების დროს 30-39%-ია დაავადების სტადიის გათვალისწინებით. წარმატებული ქირურგიული ინტერვენციის შემდეგ SCC ანტიგენის დონე უბრუნდება ნორმას. ანტიგენის დონის მატების გახანგრძლივება, ნარჩენ სიმსივნეებში და მაჩვენებლების მატება საწყისი ნორმალიზების შემდეგ, მიუთიტებს სიმსივნის რეციდივზე.
სქვამოზურ-უჯრედული კარცინომის ანტიგენის კვლევის სენსიტიურობა ენდომეტრიულ სიმსივნეებში შეადგენს 8-30%, საკვერცხის სიმსივნეებში – 4-20%, ვულვის სიმსივნეებში – 19-42%, საშვილოსნოს ყელის ვაგინალური ნაწილის სიმსივნეებში – 17%.
SCC ანტიგენის გაზრდილი მაჩვენბლები აღინიშნება სასქესო ასოს და შარდსადენის მეტასტაზური სქვამოზურუჯრედოვანი სიმსივნეების დროს, დაახლოებით 45%.
გამოყენება →
SCC ანტიგენი ნორმალური ბრტყელი ეპითელიუმის შემადგენლობაშიც შედის, ამიტომ მისი მომატება შესაძლოა აღინიშნოს კანის ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა ჰიპერკერატოზით მიმდინარე პროცესები: ფსორიაზი, ეკზემა. ასევე SSC ანტიგენის მატება აღინიშნება ფილტვის ანტებითი დაავადებების, ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის დროს.
SCC ანტიგენის განსაზღვრა არ წარმოადგენს სასკრინინგო კვლევას უსიმპტომო პაციენტებში.
პაციენტის მომზადება: წინასწარი მომზადება არ არის საჭირო.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
ნიმუშის უარყოფის შესაძლო მიზეზი:
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |