ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა (TNF-α)

ცნობილი როგორც:პრო-ანთებითი ციტოკინი
SKU: 159

₾170.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა (TNF-α)

სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი TNF (tumor necrosis factor), პრო-ანთებითი ციტოკინია, რომელსაც სიმსივნური უჯრედის დაშლის უნარი აქვს (სახელიც აქედან წარმოსდგება).

კვლევა გამოიყენება ორგანიზმში ანთებითი პროცესების შეფასებისთვის. ნმისი მომატებული მაჩვენებელი მიუთითებს აქტიურ ანთებაზე, ინფექციაზე ან აუტოიმუნურ დაავადებაზე.

TNF-α და TNF-β სიმსივნური ფაქტორები წარმოიქმნება მაკროფაგებსა და ლომფოციტებში.

სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი TNF უკავშირდება უჯრედების ზედაპირულ რეცეპტორებს. TNF-α დაკავშირება რეცეპტორთან, ცვლის რეცეპტორის სტრუქტურის  კონფორმაციას, რაც იწვევს უჯრედის გამრავლების პროცესში მონაწილე ცილების სინთეზის ცვლილებებს, ანთებითი პასუხის განვითარებას და უჯრედის აპოპტოზს (პროგრამირებულ კვდომას).

შრატში TNF-α მაჩვენებელი, როგორც სისტემური ანთებითი  მარკერი, დაკავშირებულია სეფსისთან, ტრავმასთან და გულის უკმარისობასთან.

TNF-α დაკავშირებულია ასევე რევმატოიდული ართრიტის და ნაწლავის ანთებითი დაავადების პათოგენეზში. სწორედ ამიტომ, ამ მდგომარეობების მკურნალობისთვის მოწოდებულია TNF-α -ინჰიბიტორები (მონოკლონური ანტისხეულები).

TNF-α მაჩვენებელი იმუნური სისტემის დაავადებების სადიაგნოსტიკოდ და მკურნალობის შედეგების მონიტორინგისთვის გამოიყენება.

 

პაციენტის მომზადება – არ არის საჭირო

საკვლევი ნიმუში –  ვენური სისხლი

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • აუტოიმუნური დაავადებები — რევმატოიდული ართრიტი, ანკილოზური სპონდილიტი, ნაწლავის ანტებითი დაავადებები (კრონის დაავადება, კოლიტი)
  • ინფექციები — სეფსისი,  ქრონიკული ინფექციები
  • ალერგიული და ანთებითი დაავადებები — ასთმა, ატოპიური დერმატიტი
  • მეტაბოლური სინდრომი — სიმსუქნე, ინსულინის რეზისტენტობა
  • კვლევითი მიზნებისთვის — ციტოკინური შტორმის, იმუნური პასუხის ან ახალი თერაპიების შეფასება

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

TNF-α მაჩვენებლის მიმატება აღინიშნება სეფსისის, ტრავმების, აუტოიმუნური და ქრონიკული ანთებითი დაავადებების (რევმატოიდული ართრიტი, მაანკილირებელი სპონდილიტი, კრონის დაავადება, ფსორიაზი), ინფექციური დაავადებების და ტრანსპლანტატის მოცილების რეაქციების დროს.

საცნობარო მნიშვნელობები

TNF-α ტესტი ინიშნება მაშინ, როცა საჭიროა ანთების, აუტოიმუნური პროცესების ან სეფსისის შეფასება.

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 280 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button