
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾170.00
თიროზინი შეცვლადი ამინომჟავაა, რომელიც შედის ორგანიზმის სტრუქტურული ცილების შემადგენლობაში. ის ორგანიზმში ხვდება როგორც საკვებთან ერთად, ასევე წარმოიქმნება ამინომჟავა ფენილალანინისგან.
თიროზინი მონაწილეობს ისეთი მნიშვნელოვანი ნივთიერებების სინთეზში, როგორებიცაა: ნეიროტრანსმიტერები – დოფამინი, ნორეპინეფრინი და ეპინეფრინი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, პიგმენტი მელანინი და სხვა. ზოგჯერ თიროზინი გამოიყენება საკვები დანამატის სახით – ყურადღების და კონცენტრაციის უნარის გასაუმჯობესებლად.
ტესტი იკვლევს თიროზინის დონეს სისხლის შრატში , რაც გვიჩვენებს თუ როგორ ახორციელებს ორგანიზმი ცილების მეტაბოლიზმს.
თიროზინის მაღალი მაჩვენებელი შრატში შესაძლოა მემკვიდრეობით პათოლოგიებთან იყოს დაკავშირებული, მაგალითად ღვიძლის დაავადებებისას, ან დროებითი ხასიათი ქონდეს – როგორც ახალშობილთა თიროზინემიის დროს. ასევე თიროზინის მაღალი ამჩვენებელი აღინიშნება თიროზინის შმეცველი მედიკამენტებით მკურნალობის ფონზე.
თიროზინის დაბალი მაჩვენებლი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს არასაკმარის კვებასთან, მალაბსორბციასTან – საკვები ნივთიერებების შეთვისების დაქვეითებასთან, ასევე ისეთ მეტაბოლუირ დარღვევასთან, როგორიცაა ფენილკეტონურია. ფენილკეტონურიის დროს ფენილალანინის გარდამქმნელი ფერმენტების დეფიციტის გამო ორგანიზმში თიროზინის წარმოქმნა მკვეთრად შემცირებულია.
როდის ტარდება კვლევა?
სისხლში თიროზინის განსაზღვრის საჭიროება შესაძლოა დადგეს შემდეგ შემთხვევბში:
შედეგების ინტერპრეტაცია
შრატის თიროზისნის მაჩვენებელი არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორებიცაა: ასაკი, ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცილების მეტაბოლიზმის თავისებურებები და სხვა.
თიროზინის მაჩვენებელი განსხვავებულია ბავშვებსა და მოზარდებში და ამას თავისი მიზეზი აქვს:
ბავშვებში: მეტაბოლიზმი უფრო აქტიურია, ზრდისა და განვითარების პროცესები მოითხოვს მაღალი რაოდენობით ამინომჟავებს. ამიტომ, ნორმალური შრატის თიროზინის დონე ბავშვებში ხშირად ოდნავ უფრო მაღალია.
მოზრდილებში: ზრდის დასრულების შემდეგ მოთხოვნა ამინომჟავებზე და მათ შორის თიროზინზე მცირდება, შესაბამისად, ნორმალური დიაპაზონი შედარებით დაბალია.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |