Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი

ცნობილი როგორც:Glucose tolerance test
SKU: 1909

Original price was: ₾15.00.Current price is: ₾13.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ჯანმრთელ ადამიანებში დიდი რაოდენობით გლუკოზის პერორალური მიღების შემდეგ, ინსულინი დაუყოვნებლივ გამოიყოფა და მაქსიმუმს აღწევს დაახლოებით 30-60 წუთის შემდეგ. როდესაც ტესტის დასაწყისში გლუკოზის მეტაბოლიზმისთვის საკმარისი ინსულინი გვაქვს, გლუკოზის დონე ნორმას უბრუნდება დაახლოებით 3 საათში.

ინსულინის არასაკმარისი გამოყოფა ან ინსულინის მიმართ პერიფერიული რეზისტენტობა გამოიწვევს სისხლში გლუკოზის მნიშვნელოვან მატებას.

სისხლში ბაზალური (უზმოზე) ან ჭამის შემდომი გლუკოზის განვსაზღვრისას, ტესტმა შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს დიაბეტის დიაგნოზი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • უზმოზე სისხლში შაქრის დონე > = 126 მგ/დლ (> = 6,99 მმოლ/ლ);
  • დიაბეტის ოჯახური ისტორია;
  • სიმსუქნე;
  • მორეციდივე ინფექციების ისტორია (კანის ან საშარდე გზების ინფექციები);
  • ჰიპოგლიკემიის აუხსნელი ეპიზოდები;
  • პაციენტები სპონტანური აბორტებით, ნაადრევი მშობიარობით, მკვდრადშობადობით ან მაკროსომიებით;
  • გარდამავალი გლიკოზურია ან ჰიპერგლიკემია ორსულობის დროს ოპერაციის, ტრავმის, სტრესის ან მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.

ტესტის უკუჩვენებები

  • მორეციდივე ჰიპოკალემიური დამბლის მქონე პაციენტები;
  • ბაზალური ჰიპერგლიკემია (≥ 126 მგ/დლ);
  • სისხლში გლუკოზის მუდმივად ნორმალური ბაზალური მნიშვნელობები;
  • ჭამის შემდეგ სისხლში გლუკოზა ≥200 მგ/დლ;
  • კლინიკურად გამოხატული დიაბეტი;
  • მეორადი დიაბეტი (მაგ. ჰორმონის მიღების შემდეგ).

როგორ ტარდება ტესტი?

მოზრდილები: ცივ წყალში გახსნილი 75გ გლუკოზა უნდა დალიოთ 5 წუთის განმავლობაში.

ბავშვები: გლუკოზის რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის წონაზე: 1,75გ/კგ სხეულის მასაზე – მაქსიმუმ 75გრ.

აღებული იქნება სისხლის ორი ნიმუში: უშუალოდ გლუკოზის შეყვანამდე და 120 წუთის შემდეგ.

გარკვეულ კლინიკურ სიტუაციებში, ექიმის მოთხოვნით, შესაძლებელია რამდენიმე ნიმუშის აღება: 30, 60, 90, 120, 180 წუთში.

გვერდითი მოვლენები: ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გულისრევა ან ვაგალური სიმპტომები ტესტის დროს.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

სისხლში ბაზალური გლუკოზის მნიშვნელობების ინტერპრეტაცია და გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი ხორციელდება ADA-ს (ამერიკული დიაბეტის ასოციაციის) კრიტერიუმების მიხედვით:

ნორმოგლიკემია პირობები, რომლებიც დაკავშირებულია დიაბეტის გაზრდილ რისკთან შაქრიანი დიაბეტი
ბაზალური გლუკოზა სისხლში   <100 მგ/დლ (<5,6 მმოლ/ლ)   100-126 მგ/დლ  (5.6-6.9 მმოლ/ლ) ≥126 მგ/დლ
გლუკოზა სისხლში, 75 გ გლუკოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ <140 მგ/დლ  140-200 მგ/დლ (7.8-11.1 მმოლ/ლ)(არატოლერანტული გლუკოზის მიმართ)  ≥200 მგ/დლ (≥11.1 მმოლ/ლ)

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა მინიმუმ ორი არანორმალური გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი.

გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი სასარგებლოა არა მხოლოდ დიაბეტის დიაგნოსტირებისთვის, არამედ გლუკოზისადმი დაქვეითებული ტოლერანტობის (IGT) მქონე პაციენტების იდენტიფიცირებისთვის.

IFG-ის (გლუკოზისადმი გაზრდილი ტოლერანტობა) მქონე ადამიანები, ისევე როგორც IGT-ის მქონე პირები, არიან შუალედური ჯგუფის ნაწილი, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ არ აკმაყოფილებენ დიაბეტის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს, აქვთ ძალიან მაღალი გლუკოზის დონე იმისათვის რომ ნორმად ჩაითვალოს. ეს ადამიანები ადრე მიიჩნეოდნენ “პრედიაბეტის” მქონედ, ახალი ADA (2010) რეკომენდაციების მიხედვით კი, IFG და IGT არ უნდა განიხილებოდნენ როგორც დამოუკიდებელი კლინიკური ერთეულები, არამედ როგორც მაღალი რისკის კატეგორიები დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისას. IFG და IGT ასოცირდება სიმსუქნესთან (განსაკუთრებით მუცლის არეში), მაღალ არტერიულ წნევასთან და დისლიპიდემიასთან (მაღალი ტრიგლიცერიდები და დაბალი HDL-ქოლესტერინი). გაზრდილი ფიზიკური აქტივობა, წონის დაკლება და გარკვეული ფარმაკოლოგიური აგენტების მიღება ხელს უშლის ან ანელებს დიაბეტის განვითარებას გლუკოზის აუტანლობის მქონე ადამიანებში.

სხვა კლინიკური პირობები, რომლებიც დაკავშირებულია გლუკოზის ტოლერანტობასთან:

  • შეიძლება მოხდეს გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება სისხლში შაქრის მაღალი დონით: პოსტგასტრექტომია, გლუკოზის გადაჭარბებული მიღება, III, IV და V ტიპის ჰიპერლიპიდემია, ჰემოქრომატოზი, კუშინგის დაავადება, ცნს-ის დაზიანება.
  • გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება ჰიპოგლიკემიით შეიძლება მოხდეს: von Gierke’s დაავადების, ღვიძლის მძიმე დაავადების, ეპინეფრინის დონის ამაღლებისას.
  • გლუკოზის გაზრდილი ტოლერანტობა გაბრტყელებული მრუდით (მიღებული სისხლში გლუკოზის მაჩვენებლებიდან 30, 60, 90, 120, 180 წუთში) შეიძლება მოხდეს: ჰიპერპლაზია ან პანკრეასის კუნძულების უჯრედების სიმსივნე, მალაბსორბცია (სპრუ, ცელიაკია, უიპლის დაავადება), ადისონის დაავადება, ჰიპოპიტუიტარიზმი, ჰიპოპარათირეოზი, ჰიპოთირეოზი, ღვიძლის დაავადება.

დიაგნოსტიკური შეზღუდვები

ტესტს აქვს შეზღუდული მნიშვნელობა ბავშვებში დიაბეტის დიაგნოსტიკაში და იშვიათად გამოიყენება ამ მიზნით.

  • მოწევამ შეიძლება გაზარდოს გლუკოზის დონე.
  • შეცვლილმა დიეტამ (მაგ. წონის დაკლების რეჟიმი) შეიძლება შეამციროს გლუკოზის ტოლერანტობა და გვაფიქრებინოს “ცრუ დიაბეტის” არსებობაზე.
  • ინფექციურმა დაავადებებმა და ქირურგიამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გლუკოზის ტოლერანტობაზე, ამიტომ ტესტის ჩატარება რეკომენდებულია მწვავე ეპიზოდიდან 2 კვირის განმავლობაში.
  • სხვა პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ცრუ პათოლოგიური შედეგები გლუკოზის ტოლერანტობის ტესტის დროს: თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრექტომია, ჰიპოკალიემია, ჰიპერმაგნიემია.

დამატებითი ინფორმაცია

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

  • სასურველია უზმოდ ყოფნა (მინიმუმ 8 საათი (არაუმეტეს 16 საათი) უნდა იყოს გასული ნებისმიერი კალორიის მიღებიდან);
  • ნებადართულია მცირე რაოდენობით წყლის მიღება;
  • პაციენტი უნდა იკვებებოდეს ნორმალურად ბოლო 72 საათის განმავლობაში (დღეში >150გრ ნახშირწყლებისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება);
  • ტესტის განმავლობაში აკრძალულია მოწევა და ფიზიკური დატვირთვა.

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button