ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსის IgG ანტისხეულები

ცნობილი როგორც:ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსის ანტისხეულები
SKU: 3007

50.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსი Flaviviridae-ს ოჯახის ვირუსია, რომლის გავრცელების წყაროს იქსოდური ტკიპები წარმოადგენს. ვირუსი ადამიანის თავის ტვინის ანთებით დაავადებას – ენცეფალიტს იწვევს.

ვირუსის რეზერვუარია პატარა ზომის მღრღნელები და ტკიპები. ადამიანი საბოლოო მასპინძელია.

 

გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივია, ნარჩენი მოვლენების არსებობით.

ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსის IgG ანტისხეულები

სეროდიაგნოსტიკა ეფუძნება სისხლსა და ტავზურგტვინის სითხეში IgM ანტისხეულების აღმოჩენას. IgG ანტისხეულების არსებობა მიუთითებს გადატანილ ინფექციაზე ან ვაქცინაციის შემდგომ მდგომარეობაზე.

ინფექციური პროცესის  ლაბორატორიული დადასტურებისთვის, აუცილებელია ჩამოთვლილთაგან ერთ კრიტერიუმს მაინც აკმაყოფილებდეს, ესენია:

  • სპეციფიკური IgM ან IgG არსებობა სისხლში
  • სპეციფიკური IgM თავზურგტვინის სითხეში
  • ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსის ნუკლეინის მჟავას არსებობა ნიმუშში
  • ნიმუშში ვირუსის დეტექცია

 

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ტკიპისმიერი დაავადებების დიფერენცირებული დიაგნოსტიკის დროს (ლაიმის დაავადების გამოსარიცხად)
  • სიმპტომებიანი პაციენტი, რომელსაც აქვს ტკიპის ნაკბენის ქონის რისკი
  • კონკრეტული პოპულაციის სეროეპიდემიოლოგიური კვლევები

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დაავადების პირველ ფაზაში სისხლის ანალიზით ვლინდება ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. ასევე აღსანიშნავია ღვიძლის ფერმენტების ზომიერი მატების ტენდენტცია.

მეორე ფაზაში, ნევროლოგიური დაავადებების განვითარებასთან ერთად აღინიშნება ლეიკოციტების რიცხვის მატება სისხლსა და თავზურგტვინის სითხეში.

ვირუსის იზოლირება სისხლიდან შესაძლებელია დაავადების პირველ ფაზაში. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ემყარება სპეციფიკური IgM ანტისხეულების გამოვლენას სისხლსა და/ან თავზურგტვინის სითხეში, რაც პირველი ფაზის ბოლოს ან მეორე ფაზაშია შესაძლებელი.

საცნობარო მნიშვნელობები

ვირუსის გადაცემა ხდება ტკიპის ნაკბენით, ტკიპის გამონაყოფების შთანთქმით ან ლაბორატორიაში.

დასნებოვნების რისკი უფრო მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში, ტკიპის აქტივობის  პიკში – აპრილი-ნოემბრის პერიოდში. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები პრაქტიკულად არ არსებობს, გარდა ტრანსპლაცენტური გადაცემისა დედიდან ანყოფზე.

დაავადება მიმდინარეობს ორ ფაზად: საწყისი სტადია ატიპური ზოგადი სიმპტომებით გრძელდება 2-4 დღე, შემდეგი 4-7 დღე რემისიაა, რასაც მოსდევს მეორე ფაზა ცენტრალური ნერვული სისტემის ანთების ნიშნებით (მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი), რაც 1-3 კვირა გრძელდება.

 

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 273 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button