ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ბრუცელა IgM ანტისხეულები | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ბრუცელა | ას IgM
SKU: 789

₾97.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ბრუცელა IgM ანტისხეულები

ბრუცელა IgM ანტისხეულები სისხლის კვლევაა, რომელიც განსაზღვრავს ბრუცელას ბაქტერიის მიმართ წარმოქმნილ IgM კლასის ანტისხეულებს. IgM ანტისხეულები, როგორც წესი, ინფექციის ადრეულ ეტაპზე ჩნდება და შეიძლება მიუთითებდეს მიმდინარე ან ახლად განვითარებულ ბრუცელოზზე.

ბრუცელა გრამ უარყოფითი კოკობაცილაა. ის იწვევს ბრუცელოზს, ზოონოზურ დაავადებას რომელიც ცხოველიდან ადამიანს გადაეცემა. ბრუცელა აავადებს რქოსან პირუტყვს, ძაღლებს და სხვა. B. melitensis, B. abortus, B. suis  აღნიშული სახეობები აავადებს ადამიანსაც.

პაციენტის მომზადება –არ არის საჭირო.

საკვლევი მასალა – ვენური სისხლი

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ბრუცელას  IgM ანტისხეულების განსაზღვრა რეკომენდებულია, როდესაც პაციენტს აღენიშნება ბრუცელოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ან არსებობს ინფიცირების რისკი:

  • ხანგრძლივი ან პერიოდულად განმეორებადი ცხელება
  • ღამის ოფლიანობა
  • საერთო სისუსტე და დაღლილობა
  • სახსრებისა და კუნთების ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • გადიდებული ღვიძლი ან ელენთა
  • ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტი
  • არაპასტერიზებული რძის პროდუქტების მიღება

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

კვლევის დადებითი შედეგი შეიძლება მიუთითებდეს ბრუცელოზის აქტიურ ან ახლო წარსულში გადატანილ ინფექციაზე.

ანტისხეულების არარსებობა ამცირებს ბრუცელოზის ალბათობას, თუმცა ინფექციის ძალიან ადრეულ ეტაპზე ანტისხეულების დონე შესაძლოა ჯერ კიდევ დაბალი იყოს

შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს პაციენტის კლინიკური სიმპტომების, ეპიდემიოლოგიური ანამნეზისა და სხვა ლაბორატორიული კვლევების გათვალისწინებით.

საცნობარო მნიშვნელობები

ადამიანის ბრუცელოზი სისტემური ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს:

  • ბაქტერიემიის მწვავე სტადია
  • ინფექციის ლოკალიზება ორგანოში
  • არააქტიური ფარული ფორმები

მწვავე სტადია მიმდინარეობს ინფექციის ჩვეული სიმპტომებით და 2-4 კვირა გრძელდება.

ქრონიკული ბრუცელოზი ვითარდება გამომწვევის გადანავცლებით კონკრეტულ ორგანოში, როგორებიცაა: ძვლის ტვინი, ელენთა, ღვიძლი, თირკმელი, თავის ტვინი.

ამ ორგანოებში ზოგჯერ აბსცესი ყალიბდება.

დაავადების პირველივე კვირაში იწყება IgM ანტისხეულების გამომუიშავება, რასაც მოყვება  მეორე კვირიდან – IgG ანტისხეულები. გამოჯანმრთელების პროცესში ანტისხეულების კონცენტრაცია ნელა იკლებს. (გადატანიდან 2-3 წელიწადში სრულად ქრება ანტისხეულები). IgG ანტისხეულების მომატებული კონცენტრაციის არსებობა ხანგრძლივი დროსი მანძილზე, დაავადების ქრონიკულ ფორმაზე მიუთითებს.

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 283 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button