Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილი (8 ტესტი;სისხლით)

ცნობილი როგორც:.
SKU: 2021

Original price was: ₾249.00.Current price is: ₾215.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1 working day
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

📋 ნაცხის აღება შესაძლებელია:
“სინევოს” ვარკეთილის ფილიალში. მის: სუხიშვილის N1,
სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი 10:30-17:00

 

“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:30-17:00

 

“სინევოს” მიცკევიჩის ფილიალში. მის: ადამ მიცკევიჩის N10,
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:30 – 17:00

 

“სინევოს” ბათუმის ფილიალში. მის: ანგისის ქ. 2 (ვოქსის შენობა)
ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი 08:30 – 13:30
შაბათი 09:00 – 14:00

ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია

 

 

 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილი მოიცავს 8 ლაბორატორიულ კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

პროფილური კვლევის მეშვეობით შესაძლებელია ეჭვის შემთხვევაში ქესობრივი გზით გადამდები ინფექციის/დაავადების დიაგნოსტირება, უკვე არსებული ინფექციის/დაავადების შემთხვევაში მისი მიმდინარეობის ან მკურნალობის მონიტორინგი და სკრინინგი რისკ-ფაქტორების არსებობის გამო, პრევენციის მიზნით.

არსებობს სგგდ-ის 20-ზე მეტი სახეობა, მათ შორისაა (დეტალური ინფორმაციისთვის გადადით კონკრეტული დაავადების ბმულზე):

  • უროგენიტალური ქლამიდიოზი (ქლამიდია ტრაქომატის)
  • გენიტალური ჰერპესი
  • აივ/შიდსი (HIV/AIDS)
  • სიფილისი (Treponema Pallidum)
  • C ჰეპატიტი
  • B ჰეპატიტი და სხვ.

რომელთა დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და პრევენციაც შესაძლებელია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილით.

ზოგადი ინფორმაცია

სქესობრივი გზით გადამდები დაავადება (სგგდ) ყოველთვის იწყება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით (სგგი). სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) წარმოადგენენ ინფექციებს, რომლებიც გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს ვაგინალური, ორალური ან ანალური სქესობრივი კონტაქტით. მაგრამ ზოგჯერ ეს ინფექციები შეიძლება გადაეცეს არასქესობრივადაც, მაგალითად, დედებიდან ჩვილებს ორსულობის ან მშობიარობის დროს, სისხლის გადასხმის ან საერთო ნემსის გამოყენებისას და სხვა ფიზიკური კონტაქტისას (მაგ. ჰერპესი და ადამიანის პაპლიომავირუსი ვრცელდება კანით კანთან კონტაქტით). სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს იწვევენ ბაქტერიები, პარაზიტები და ვირუსები.

სგგი/სგგდ შეიძლება მიმდინარეობდეს სრულიად უსიმპტომოდ ან ჰქონდეს მთელი რიგი ნიშნები და სიმპტომები.

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

როდის უნდა ჩავიტაროთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილური კვლევა?

  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების – ქლამიდიოზის, გენიტალური ჰერპესის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის/შიდსის, სიფილისის, C და B ჰეპატიტების – დიაგნოსტიკა;
  • არსებული ინფექციის/დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის მონიტორინგი;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების – ქლამიდიოზის, გენიტალური ჰერპესის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის/შიდსის, სიფილისის, C და B ჰეპატიტების – სკრინინგი (პრევენციის მიზნით);

ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს სგგი-ზე, მოიცავს:

  • წყლულები ან მუწუკები სასქესო ორგანოებზე, პირის ღრუს ან სწორი ნაწლავის მიდამოში;
  • მტკივნეული შარდვა;
  • წვის შეგრძნება შარდვისას;
  • გამონადენი პენისიდან;
  • უჩვეულო ან სუნიანი ვაგინალური გამონადენი;
  • უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა;
  • მტკივნეული ან შეშუპებული სათესლე ჯირკვლები;
  • ქავილი საშოს არეში ან მის გარშემო;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
  • მტკივნეული, შეშუპებული ლიმფური კვანძები, განსაკუთრებით საზარდულის არეში, მაგრამ ზოგჯერ უფრო ფართოდ გავრცელებული;
  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
  • ცხელება;
  • გამონაყარი სხეულზე, ზედა და ქვედა კიდურებზე.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა – ვენური სისხლი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button