სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

ტესტები გამოიყენება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) დიაგნოსტიკის, მონიტორინგისა და პრევენციის მიზნით. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), რომლებიც წინ უსწრებენ დაავადებებს, გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს სქესობრივი კონტაქტის დროს, ან არასქესობრივად – მაგ. დედებიდან ჩვილებს ორსულობის ან მშობიარობის დროს. ინფექციებს ძირითადად იწვევენ ბაქტერიები, პარაზიტები და ვირუსები. სგგი ყოველთვის არ ვლინდება სიმპტომურად, თუმცა მან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია პრევენცია, დროული ტესტირება და დიაგნოსტიკა. ტესტებისთვის საჭირო საკვლევ მასალას წარმოადგენს სისხლი, შარდი ან ნაცხი. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება – გონორეა, სიფილისი, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, HPV, გენიტალური ჰერპესი, HIV და სხვ.

Showing 1–16 of 21 results