ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV) ტიპი I/II | ანტისხეულები

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

27.00

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV) წარმოადგენს ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომის (AIDS) ეტიოლოგიურ აგენტს. ის არის რეტროვირუსი, რომელსაც აქვს უნარი დააინფიციროს და გაანადგუროს T ჰელპერი ლიმფოციტები.

არსებობს აივ-ის ორი ტიპი (HIV-1 და HIV-2), რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან გეოგრაფიული არეალის მიხედვით და თავის მხრივ გააჩნიათ ქვეტიპები.

აივ ინფექციის გადაცემა ხდება დაბინძურებული სისხლითა და სისხლის პროდუქტებით, სქესობრივი კონტაქტით და ინფიცირებული დედიდან ბავშვზე დაბადების დროს და მის შემდეგ. ძირითადი რისკ-ჯგუფებია: ჰომოსექსუალები, ჰემოფილიკები, სისხლის რეციპიენტები, ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები და სამედიცინო პერსონალი.

აივ 1/აივ 2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება შესამჩნევია ინფიცირებიდან 4-12 კვირაში და მათი პერსისტირება გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

კვლევის მიზანი

აივ-ის კომბინირებული ტესტი არის მეოთხე თაობის ტესტი, რომელიც აერთიანებს აივ ანტისხეულებისა და ანტიგენების გამოვლენას. შესაძლებელია აივ-1-ის და აივ-2-ის ყველა ძირითადი სახეობისა და ქვეტიპის იდენტიფიცირება. ანტისხეულების და ანტიგენების ერთდროული გამოვლენა განაპირობებს სეროკონვერსიის ადრეულ ეტაპებზე მგრძნობელობის გაზრდას (მომენტი, როდესაც სისხლში ანტიგენები იცვლება მათ წინააღმდეგ წარმოქმნილი ანტისხეულებით).

გარდა ამისა, ტესტი იძლევა უკვე განვითარებული დაავადების მქონე პაციენტების უკეთესი იდენტიფიცირების საშუალებას, რომლებსაც აქვთ შეცვლილი ვირუსული ანტიგენი და მათ წინააღმდეგ წარმოქმნილი ანტისხეულები.

ტესტი არ გამოიყენება:

  • როგორც სკრინინგის საშუალება სიმპტომურ ან ასიმპტომურ პაციენტებში;
  • როგორც სკრინინგ ტესტი აივ-დადებითი დედის ბავშვებში;
  • როგორც დამატებითი ტესტი ყველა სახის სწრაფი აივ ტესტის დროს.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი (ანტისხეულების არ არსებობა) ჩვეულებრივ მიუთითებს ინფექციის არარსებობაზე. თუმცა, უარყოფითი შედეგები არ გამორიცხავს მწვავე ან ანამნეზში არსებულ აივ ინფექციას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ რეაქტიული აივ -1/-2 ანტიგენები ან ანტისხეულები წინა კვლევებში.

ადრეულ ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია აივ-1/აივ-2-ის დნმ/რნმ ტესტირება PCR-ით, პაციენტის კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

 

 

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/anti-hiv-12/
https://www.synevo.bg/hiv/

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button