Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

C ჰეპატიტის ვირუსი | ანტისხეულები

ცნობილი როგორც:C ჰეპატიტის ანტისხეულები
SKU: 2013

29.70

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

C ჰეპატიტის ვირუსი არის რნმ ვირუსი, რომელიც იწვევს C ჰეპატიტს. ვირუსი გადაეცემა ვირუსით ინფიცირებულ სისხლთან ან ინფიცირებულ ობიექტებთან კონტაქტით – სისხლის გადასხმის გზით, ჩვეულებრივი შპრიცებით, ტატუს ნემსებით, არასწორად სტერილიზებული ქირურგიული და სტომატოლოგიური ინსტრუმენტებით, პედიკიურისა და მანიკიურის ხელსაწყოებით. ასევე ვარაუდობენ სქესობრივი გზით გადაცემას. შესაძლებელია ვირუსის გადაცემა დედიდან ბავშვზე მშობიარობის დროს. ვირუსი არ გადაეცემა C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტთან საყოფაცხოვრებო კონტაქტით.

C ჰეპატიტი ვლინდება როგორც მწვავე ინფექცია, რომელიც შემთხვევების 80%-ზე მეტში გადადის ქრონიკულ C ჰეპატიტში. ქრონიკული C ჰეპატიტი პროგრესულად აზიანებს ღვიძლს და იწვევს ღვიძლის ციროზს მთელი მისი გართულებებით და არის ჰეპატოცელულარული კარცინომის ერთ-ერთი მიზეზი.

ქრონიკული მატარებლებიდან, შრატში ALT პათოლოგიური მნიშვნელობებით ან მის გარეშე:

  • 15% – იკურნება;
  • 70%-ს უვითარდება ქრონიკული ჰეპატიტი (საშუალო ინტერვალი 10 წელი);
  • 10-20%-ს უვითარდება ციროზი (საშუალო ინტერვალი 20 წელი);
  • 50% იღუპება HCV ინფექციით.

ანტი-HCV ანტისხეულების (ანტისხეულები C ჰეპატიტის ვირუსის წინააღმდეგ) ტესტი, წარმოადგენს სეროლოგიურ ანალიზს, რომელიც გვიჩვენებს ანტისხეულების არსებობას ან არარსებობას C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) წინააღმდეგ, პაციენტის შრატში.

ანტისხეულები ვლინდება ინფექციის დაწყებიდან საშუალოდ 7-8 კვირის შემდეგ. ინფექციის სპონტანური აღმოფხვრის შემთხვევაში ანტი-HCV ანტისხეულები შეიძლება შენარჩუნდეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ან თანდათან შემცირდეს, სანამ საბოლოოდ არ გაქრება რამდენიმე წელიწადში.

ქრონიკული HCV ინფექციის მქონე პაციენტებში ანტისხეულები ვლინდება განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე?

  • ღვიძლის ფერმენტების (AST, ALT) მომატებული დონე;
  • მწვავე ან ქრონიკული ჰეპატიტის დიაგნოსტიკა (A, B და E ჰეპატიტებზე ტესტირებასთან ერთად);
  • ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები (B ჰეპატიტზე და აივ-ზე ტესტირებასთან ერთად);
  • აივ-დადებითი პირები – (B ჰეპატიტის ტესტირებასთან ერთად) – მნიშვნელოვანია შესაბამისი მკურნალობის დანიშვნისათვის;
  • დონორის სისხლის სკრინინგი;
  • ღვიძლის ციროზის ეტიოლოგიის დადგენა;
  • C ჰეპატიტის ინფექციის ისტორია;
  • ორსულობა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი:

  • C ჰეპატიტი (მწვავე ან ქრონიკული);
  • HCV ინფექცია ანამნეზში;
  • სისხლის გადასხმის შედეგი (საჭიროა დროთა განმავლობაში კონტროლი);
  • ცრუ დადებითი შედეგი – საჭიროა ანტისხეულების აღმოჩენის დადასტურება სხვა ბიოლოგიურ ნიმუშში სხვა მეთოდით.

უარყოფითი შედეგი:

  • არ აღინიშნება HCV ინფექცია;
  • C ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდის პირველი 4-6 კვირა;
  • “სერონეგატიური” C ჰეპატიტი.

 

 

რესურსები

https://www.synevo.bg/hepatit-c/
https://www.synevo.ro/shop/anti-hcv/
https://spravochnik.synevo.ua/ru/gepatit/virus-gepatita-c.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button