ზოგადი ინფორმაცია
📋 ნაცხის აღება შესაძლებელია:
“სინევოს”
ვარკეთილის ფილიალში. მის: სუხიშვილის N1,
ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
შაბათი 09:00-14:00
“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46
ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
შაბათი 09:00-14:00
“სინევოს” მიცკევიჩის ფილიალში. მის: ადამ მიცკევიჩის N10,
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:30 – 17:00
“სინევოს” ბათუმის ფილიალში. მის: ანგისის ქ. 2 (ვოქსის შენობა)
ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი 12:00 – 17:00
სამშაბათი 11:00-16:00
პარასკევი 12:00 – 17:00
ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია
- ნაცხის აღება ქალბატონებისთვის შესაძლებელია მითითებულ ფილიალებში
- მამაკაცებმა ნაცხის ასაღებად უნდა მიმართონ უროლოგს და წარმოადგინონ ფილიალში ნიმუში
ურეაპლაზმა ურეალიტიკუმი | დნმ (პჯრ რეალურ დროში)
**** ტესტი კეთდება კვირაში ერთხელ – ხუთშაბათს
ურეაპლაზმა ურეალიტიკუმი წარმოადგენს ნორმალური გენიტალური ფლორის ნაწილს, თუმცა გარკვეულ პირობებში, ამ ბაქტერიების გადაჭარბებული ზრდა იწვევს საშარდე და სასქესო სისტემის ანთებას და ინფექციას, რომელიც მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ჯგფს.
შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია
საკვლევ მასალაში გამოვლენილიაU. urealyticum:
ურეაპლაზმა ურეალიტიკუმი არის კლინიკური გამოვლინების ეტიოლოგიური მიზეზი.
საკვლევ მასალაშიU. urealyticum არ ვლინდება:
- ინფექცია არ აღინიშნება;
- საკვლევ მასალაში ვერ ხდება ურეაპლაზმა ურეალიტიკუმის დეტექცია;
- პათოგენის მცირე რაოდენობა (მისი დონე ანალიტიკური მგრძნობელობის ქვემოთაა);
- ცრუ-უარყოფითი შედეგი საკვლევ მასალაში პჯრ ტესტის ინჰიბიტორების არსებობისას.
საცნობარო მნიშვნელობები
ურეაპლაზმა ურეალიტიკუმით გამოწვეული ინფექცია დაკავშირებულია საშარდე გზების (ურეთრიტი) და საშოს (ვაგინოზი) ანთებით დაავადებებთან, მაგრამ ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ზედა საშარდე გზებზე.
სიმპტომები მოიცავს:
ურეთრიტის დროს – წვა და ტკივილი შარდვისას;
ვაგინოზის დროს – ვაგინალური უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი.
- ურეაპლაზმა ურეალიტიკუმი განაპირობებს ნაადრევი მშობიარობის, ახალშობილებში თირკმლის კენჭებისა და პნევმონიის გაზრდილ რისკს. ასევე ისინი მნიშვნელოვანია ორსულებში ისეთი გართულებების პათოგენეზში, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა, საშვილოსნოსშიდა ინფექციები, ქორიოამნიონიტი, პლაცენტის ინფექცია, დაბალი წონა დაბადებისას და საშვილოსნოს ინფექციები დაბადების შემდეგ.
ურეაპლაზმით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებულ მეთოდად მიიჩნევა მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდი – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR). ეს მეთოდი იძლევა მოკლე დროში მაღალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობით და სპეციფიურობით პათოგენების დროული იდენტიფიცირებისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალებას.
საკვლევი მასალა
პჯრ დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია:
- მამაკაცებში დილის შარდის პირველი ნაწილის გამოყენება. ეს არის ყველაზე ოპტიმალური მასალა, რომლის შემთხვევაშიც დიაგნოსტიკური მგრძნობელობა აღწევს 85%-95%-ს.
- ქალებში შარდის პირველი ნაწილის გამოყენებას აქვს უფრო დაბალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობა (დაახლოებით 80-90%), ვიდრე მამაკაცებში, ამიტომ ქალების შემთხვევაში უროგენიტალური ნაცხი აღიარებულია ტესტირებისთვის ყველაზე ოპტიმალურ მასალად. ქალებში შარდის პირველი ნაწილის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ძნელია საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება (მაგალითად, ორსულ ქალებში) ან სახეზეა ცისტიტის კლინიკა (მათ შორის ქრონიკული). ქალების გამოკვლევის ყველაზე ოპტიმალური დროა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მეოთხე კვირა.
- ნაცხის ასაღები ჯაგრისი და ეპენდორფი სატრანსპორტო სითხით შეგიძლიათ აიღოთ სინევოს ფილიალებში.
- ნაცხის ასაღებად მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს (უროლოგი, გინეკოლოგი).
საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ 13:00 სთ მდე.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
ნაცხის აღებამდე:
- არ გამოიყენოთ ვაგინალური შხაპი;
- რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება არანაკლებ 24-48 საათის განმავლობაში;
- არ მოშარდოთ უშუალოდ ნაცხის აღებამდე;
- კონტრაცეპტივების გამოყენება სამი დღით ადრე უნდა შეწყდეს;
- ნაცხის აღება ხდება კოლპოსკოპიიდან 24-48 საათის შემდეგ და საშოს ულტრაბგერითი გამოკვლევიდან – 24 საათის შემდეგ;
- ჩაიტარეთ გარე სასქესო ორგანოების ჰიგიენური პროცედურები საპნის და სხვა სარეცხი საშუალებების გამოყენების გარეშე;
- ტესტი შეიძლება ჩატარდეს არა უადრეს 10-14 დღისა ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური ან ადგილობრივი ანტისეპტიკების მიღების დასრულებიდან;
- რეკომენდებულია ტესტის ჩატარება ოვულაციის დროს ან უროგენიტალური ტრაქტის ანთებითი დაავადების სიმპტომების არსებობისას.
- მენსტრუალური სისხლდენის დროს გამოკვლევა არ ტარდება.
- კვლევა ტარდება მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატების (პრობიოტიკები, ევბიოტოცი) მიღებიდან 2 კვირის შემდეგ
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
გაიგე მეტი