
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾110.00
hGH (სომატოტროპინი) აუცილებელია ზრდის პროცესისთვის, ხოლო მოზრდილებში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმის პროცესში. იგი სინთეზირდება ჰიპოფიზის ჯირკვლის წინა წილის აციდოფილურ უჯრედებში, ხოლო მისი სეკრეცია უჯრედშიდა დეპოზიტის გრანულებიდან რეგულირდება ჰიპოთალამური ჰორმონების – GHRH-ისა (ზრდის ჰორმონის გამათავისუფლებელი ჰორმონი) და SRIF-ის (სომატოტროპინის განთავისუფლება-ინჰიბირების ფაქტორი) მეშვეობით; მათი სინთეზი დამოკიდებულია ნეიროტრანსმიტერებზე, როგორიცაა სეროტონინი, დოფამინი, ნორეპინეფრინი და ზრდის ჰორმონის გამათავისუფლებელი პეპტიდები. იგი ასევე გამოიყოფა ფიზიკური დატვირთვის, სტრესის, ღრმა ძილის, ჰიპოგლიკემიის, გლუკაგონის, ინსულინის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, ესტროგენების, ტესტოსტერონის და ვაზოპრესინის საპასუხოდ.
hGH ასტიმულირებს რნმ-ის წარმოებას, ცილის სინთეზს, დეპოებიდან ცხიმოვანი მჟავების მობილიზებას და აქვს ხანმოკლე ინსულინის ანტაგონისტური მოქმედება. ხანგრძლივად მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება.
თუ ჰიპოფიზი სხვადასხვა ეტაპზე, გამოიმუშავებს არასაკმარის ან გადაჭარბებულ ზრდის ჰორმონს ეს გამოიწვევს შესაბამისად ჯუჯობას და გიგანტიზმს. მოზრდილებში ზრდის ჰორმონის ჭარბი რაოდენობა გამოიწვევს აკრომეგალიას.
hGH (სომატოტროპინი) – ჰიპოფიზის სომატოტროპული ფუნქციის მარკერი.
სომატოტროპინის დონის მომატება:
სომატოტროპინის დონის კლება:
ტესტის საჭიროებას განსაზღვრავს სპეციალისტი
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
