
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾135.00
გლუკაგონი პანკრეასის ალფა-უჯრედების მიერ გამომუშავებული ჰორმონია, რომელიც სისხლში შაქრის დონის აწევას უზრუნველყოფს — განსაკუთრებით შიმშილის, ფიზიკური დატვირთვის ან ჰიპოგლიკემიის დროს. იგი მოქმედებს ინსულინის საწინააღმდეგოდ და კრიტიკულია ენერგეტიკული ბალანსის შესანარჩუნებლად
29 ამინომჟავისგან შემდგარი პეპტიდური ჰორმონია, რომელიც სინთეზდება პანკრეასის ალფა კუნძულოვანი უჯრედების და ჰიპოთალამუსის მიერ.
პანკრეასის გლუკაგონი მონაწილეობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. მისი ფუნქცია ინსულინის საპირისპიროა: სტიმულირდება ჰიპოგლიკემიის პირობებში და იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. გლუკაგონის ჰიპერგლიკემიური ეფექტი ხორციელდება ღვიძლში გლიკოგენოლიზის (გლიკოგენის დაშლა) და გლუკონეოგენეზის (გლუკოზის სინთეზის) გზით. სისხლში შაქრის კონცენტრაციის რეგულირების შემდეგ, გლუკაგონი ინაქტივირდება.
გლუკაგონის მეტაბოლიზმზე გავლენას ახდენს თირკმლის ფუნქციური მდგომარეობა. თირკმლის უკმარისობისას ვლინდება გლუკაგონის მაღალი მაჩვენებელი უზმოზე.
გლუკაგონის ჭარბი სეკრეცია იწვევს ჰიპერგლიკემიას. როდესაც ინსულინოთერაპიით რეგულირდება გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში, გლუკაგონის მაჩვენებელიც ნორმას უბრუნდება.
გლუკაგონომები პანკრეასის იშვიათი სიმსივნეებია, რომლებიც ლანგერჰანსის კუნძულოვანი უჯრედებიდან ვითარდება და გამოიმუშავებს გლუკაგონს. იწვევს დიაბეტის, დიარეის, ერითემის სიმპტომებს.
გლუკაგონის მომატებული მაჩვენებელი აღინიშნება კარცინოიდული სიმსივნეების, ჰეპატოცელულური კარცინომების და სხვა ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დროს.
გლუკაგონის მაჩვენებლის დაქვეითება ან არარსებობა, ზოგჯერ გვხვდება დიპი I დიაბეტის დროს. გლუკაგონის დეფიციტი პანკრეასის ქსოვილების დაკარგვასთანაა დაკავშირებული.
ჰორმონის განსაზღვრა ტარდება მაშინ, როცა საჭიროა ჰიპოგლიკემიის, პანკრეასის ფუნქციის ან ჰორმონული რეზერვის შეფასება. იგი გამოიყენება როგორც სისხლის ტესტი (გლუკაგონის დონე) ან როგორც სტიმულაციის ტესტი (GH/ACTH/cortisol რეზერვის შესაფასებლად).
მაჩვენებლის მატებააღინიშნება შემდეგი მდგომარეობებისას:
დაბალი მაჩვენებლები აღინიშნებაშემდეგი მდგომარეობებისას:
კვლევა გამოიყენება გლუკაგონ-წარმომქმნელი სიმსივნეების და დიაბეტიანი პაციენტების დიაგნოსტიკაში.
პაციენტის მომზადება –კვლევა ტარდება უზმოდ. კვლევის ჩატარებამდე 8 საათის მანძილზე რეკომენდებულია საკვებისგან და სტრესული ფაქტორებისგან თავის შეკავება.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
