
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾15.00 Original price was: ₾15.00.₾13.50Current price is: ₾13.50.
ნატრიუმი ორგანიზმიდან ძირითადად თირკმლებით გამოიყოფა. Na+-ის თირკმლებით ექსკრეციაზე გავლენას ახდენს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის, შრატში Na+ კონცენტრაციის, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის აქტივობის ცვლილებები, ფილტრატში არაშეწოვადი ნივთერებების რაოდენობა და უჯრედგარე სითხის მოცულობა. ამ ხუთი პარამეტრიდან თითოეული განსხვავებულად მოქმედებს გაფილტრული ან რეაბსორბირებული Na+ ოდენობაზე. Na+-ის რაოდენობა, რომელიც ჩნდება შარდში, არის სხვაობა გლომერულის მიერ გაფილტრულ რაოდენობასა და მილაკოვან სანათურში რეაბსორბირებულ რაოდენობას შორის. Na+-ის შარდისმიერი ექსკრეცია ჩვეულებრივ შეადგენს გაფილტრული რაოდენობის მხოლოდ 1%-ს.
შარდში ნატრიუმის კონცენტრაციის ზრდა:
შარდში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება:
24-საათიანი შარდი. დილის 7 საათზე პაციენტი შარდავს და არ ინახავს ამ შარდს, შემდეგი მოშარდვის დროს კი პლასტმასის ჭურჭელში (2-3 ლიტრიანი შარდის კონტეინერი) აგროვებს შარდის მთელ მოცულობას მეორე დღის დილის 7 საათამდე (24 საათის განმავლობაში); პაციენტმა ამ კონტეინერიდან 100 მლ შარდი უნდა გადაიტანოს (მაგ. შპრიცით) შარდისთვის განკუთვნილ ერთჯერად პლასტმასის სტერილურ კონტეინერში და უნდა შეინახოს 2-8 ° C ტემპერატურაზე გამოკვლევამდე 1-1,5 საათის განმავლობაში.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |