
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾15.00 Original price was: ₾15.00.₾13.50Current price is: ₾13.50.
საერთო ცილა (24 საათიანი შარდი) — კვლევა განსაზღვრავს 24 საათის განმავლობაში შარდით გამოყოფილი ცილის საერთო რაოდენობას. ტესტი გამოიყენება თირკმლის ფუნქციის შეფასებისა და ისეთი მდგომარეობების გამოვლენისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ცილის მომატებულ დაკარგვასთან, მათ შორის გლომერულური დაავადებები, დიაბეტური ნეფროპათია, ჰიპერტენზიული ნეფროპათია და ნეფროზული სინდრომი. შარდში ცილის მომატებული გამოყოფა შეიძლება თირკმლის დაზიანების ადრეული ნიშანი იყოს და საჭიროებს შემდგომ შეფასებას კლინიკურ მონაცემებთან ერთად.
ნორმის პირობებში შარდში ცილები მხოლოდ უმნიშვნელო ოდენობითაა. შარდში ცილა წარმოდგენილია პლაზმის და სხვა დამატებითი ცილებით, რომლებიც გაიფილტრა გლომერულების მიერ და ვერ აბსორბირდა (შეიწოვა) თირკმლის პროქსიმალური მილაკების მიერ. ამგვარად შარდის პროტეინების მესამედს წარმოადგენს ალბუმინი, დანარჩენს გლობულინი და თირკმლის მილაკოვანი უჯრედების მიერ გამოყოფილი გლიკოპროტეინები.
შარდში ცილის მაჩვენებლის მომატება შესაძლოა მიუთითებდეს თირკმლის ფუნქციურ უკმარისობაზე, რაც ხშირად პირველი სიმპტომია, რომელიც ვითარდება დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შარდში ცილამ შესაძლოა მოიმატოს ზოგიერთი ფიზიოლოგიური ან/და არა-თირკმლისმიერი მიზეზებით.
24-საათიან შარდში ცილის მომატებული რაოდენობა მიუთითებს, რომ თირკმლის ფილტრაციული ბარიერი დაზიანებულია და ორგანიზმიდან იმაზე მეტი ცილა იკარგება, ვიდრე ნორმაში.
პაციენტის მომზადება:მასალის შეგროვებამდე არ არის რეკომენდებული ფიზიკური დატვირთვა
საკვლევი მასალა: 24 საათიანი შარდი. გაღვიძების შემდეგ პირველი შარდი (ღამის შარდი) არ ინახება. შემდგომი შარდის ყველა სრული ულუფა გროვდება დიდი ზომის სუფთა კონტეინერში, მომდევნო 24 საათის განმავლობაში. შარდი უნდა შეინახოთ 2-8 გრადუს ტემპერატურაზე. მიღებული მთლიანი მოცულობიდან საკვლევ ნიმუშად აიღება 10 მლ შარდი სუფთა კონტეინერში
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
