ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾155.00
სეროტონინი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც მონაწილეობს ნერვულ უჯრედებს შორის შეტყობინებების გადაცემაში. ტესტი ზომავს სისხლში სეროტონინის რაოდენობას.
სეროტონინი მიიღება ამინომჟავა ტრიპტოფანისგან. იგი წარმოიქმნება საჭიროებისამებრ ნერვული სისტემის, ძირითადად თავის ტვინის და ასევე ბრონქების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპეციალური უჯრედების მიერ. სისხლში სეროტონინის 90%-ზე მეტი გვხვდება თრომბოციტებში.
სეროტონინი მეტაბოლიზდება ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები, ძირითადად 5-HIAA (5-ჰიდროქსინდოლძმარმჟავა), გამოიყოფა შარდით.
სეროტონინი გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის ყველა ფუნქციაზე – ემოციებიდან დაწყებული ფიზიკური აქტივობით დამთავრებული:
ჩვეულებრივ, სეროტონინი მცირე რაოდენობით არის სისხლში. დიდი რაოდენობით სეროტონინი და 5-HIAA შეიძლება წარმოიქმნას განუწყვეტლივ ან პერიოდულად ზოგიერთი კარცინოიდული სიმსივნის მიერ. კარცინოიდული სიმსივნეები ნელა მზარდი მასებია, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (განსაკუთრებით აპენდიქსში) და ფილტვებში, თუმცა მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ სხვა ორგანოებზეც. კარცინოიდული სიმსივნეების მიერ წარმოქმნილმა სეროტონინმა შეიძლება გამოიწვიოს სახის სიწითლე, დიარეა, სწრაფი გულისცემა და ხიხინი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიმსივნე ვრცელდება ღვიძლში. ნიშნებისა და სიმპტომების ამ ჯგუფს უწოდებენ კარცინოიდულ სინდრომს.
ტესტი უპირველეს ყოვლისა ინიშნება მაშინ, როდესაც თქვენ გაქვთ სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ კარცინოიდულ სინდრომზე.
ზოგიერთი ნიშანი და სიმპტომი მოიცავს:
ვენური სისხლი
კარცინოიდული სინდრომის სიმპტომების მქონე ადამიანებში მაშინ, როცა სეროტონინის დონე მნიშვნელოვნად მომატებულია, საეჭვოა კარცინოიდული სიმსივნის არსებობა, მაგრამ დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიული ტესტი სეროტონინზე საკმარისი არ არის. დიაგნოსტირებისთვის საჭიროა თავად სიმსივნის აღმოჩენა, ლოკალიზაცია, ბიოფსია და მისი გამოკვლევა პათოლოგის მიერ.
შეიძლება გქონდეთ კარცინოიდული სიმსივნე მაშინაც კი, თუ სეროტონინის და 5-HIAA-ის კონცენტრაცია ნორმალურია. ზოგიერთი კარცინოიდული სიმსივნე არ გამოიმუშავებს სეროტონინს ან მხოლოდ პერიოდულად გამოიმუშავებს მას.
რესურსები
https://www.testing.com/tests/serotonin/
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები