ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾192.00 ₾144.00
„ქალთა ჯანმრთელობის პროფილის“ მოიცავს 6 ძირითად პარამეტრს:
ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) ქალებში: ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-გონადური დისფუნქციის გამოვლენა (ძირითადად დიფერენციალური დიაგნოზის დასადგენად საკვერცხის პირველად უკმარისობასა და საკვერცხეების სტიმულირების დეფიციტს შორის), პოლიკისტოზური საკვერცხეები, მენსტრუალური დარღვევები (მათ შორის ამენორეა), მენსტრუალური ციკლის ფაზების დადგენა უნაყოფობის შეფასებისას, მენოპაუზის სინდრომის შეფასება. FSH-ი შეიძლება შემოწმდეს საკვერცხის ნაადრევი უკმარისობის სიმპტომების გამო: არარეგულარული ან არარსებული მენსტრუალური ციკლი, დაორსულების უუნარობა, წამოხურება და ღამის ოფლიანობა, წონის მომატება, ადვილად დაღლა, ხშირი თავის ტკივილი, უძილობა. ტესტის ჩატარება ასევე რეკომენდებულია, საეჭვო უნაყოფობის დროს ორივე სქესში. ასეთ შემთხვევებში, რეკომენდებულია ტესტის ჩატარება სხვა ტესტებთან ერთად, როგორიცაა LH, ესტროგენი და ტესტოსტერონი.
პროლაქტინი ქალებში: აუხსნელი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები, ძუძუდან რძის გამოყოფა მშობიარობისა და ძუძუთი კვების პერიოდის გარეშე, ტკივილი ან დისკომფორტი სექსუალური აქტის დროს, თმის ზრდა სხეულის უჩვეულო ადგილებსა და სახეზე, აკნე, უშვილობა, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი. გოგონებში: მენსტრუალური ციკლის პრობლემები, ძუძუდან რძის დენა.პაციენტებში, რომლეთაც უკვე დაუდგინდათ ჰიპოფიზის ადენომა, პროლაქტინის ტესტირება ხდება მკურნალობაზე სიმსივნის პასუხის მონიტორინგისთვის.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებისას, როდესაც ეჭვი გვაქვს ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებაზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები ან დაავადებები საწყის ეტაპზე, ყოველთვის არ ვლინდება კლინიკურად, ამიტომ, დროული დიაგნოსტიკისთვის მოწოდებულია – ფარისებრი ჯირკვლის პერიოდული სკრინინგი.
შესწავლა რეკომენდებულია თირეოიდული ფუნქციის მომატებული ან დაქვეითებული სიმპტომების მქონე პაციენტებში. ტესტი ასევე ინიშნება გადიდებული ჯირკვლის (ე.წ. “ჩიყვის”) ან “კვანძების” მქონე პირებში.
ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია შეიძლება გამოვლიდეს შემდეგი სიმპტომებით:
• წონაში კლება, ნორმალური ან გაზრდილი მადის ფონზე
• აჩქარებული პულსი და არტერიული წნევის მომატება
• ნაზი, თბილი, ტენიანი კანი, ოფლიანობის ტენდენციით
• კანკალი
• უძილობა, ემოციური დაძაბულობა, გაღიზიანება, ტირილი
• თვალების წინ წამოწევა
• ხშირი შარდვა ან დიარეა
ან პირიქით, ფუნქციის დაქვეითებისას აღინიშნება:
• წონის მომატება, მადის დაქვეითების ფონზეც კი
• გულისცემის შენელება და დაქვეითებული არტერიული წნევა
• ფერმკრთალი, შეშუპებული, ცივი კანი
• დეპრესია, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება
• ყაბზობა
• წარბების გათხელება ან თმის ცვენა
• სიცივის მუდმივი შეგრძნება
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის და მკურნალობის დამატებითი მეთოდების გამოყენება. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
ტესტის ასაღებად საჭიროა :
• ვენური სისხლი.
• იმის გამო, რომ პროლაქტინის კონცენტრაცია იცვლება დღის სხვადასხვა დროს, რეკომენდებულია ტესტის ჩატარება დილით გაღვიძებიდან 2 საათის განმავლობაში.
• სისხლი არ უნდა იქნას აღებული გინეკოლოგიური გამოკვლევის, ფიზიკური დატვირთვის, სტრესული სიტუაციების ან ძუძუს სტიმულაციის შემდეგ. რეკომენდებულია ტესტის ჩაბარებამდე ერთი დღით ადრე, სქესობრივი კავშირისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
• ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა, ანტიჰიპერტენზიულმა მედიკამენტებმა და ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგებზე და მათი მიღება უნდა შეწყდეს ექიმის დანიშნულებით.
• ქალებში ჰორმონის ბაზალური დონე ისაზღვრება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეებში (3-5) დღეს. მენსტრუალური ციკლის დარღვევის დიაგნოსტირებისას სასურველია ჰორმონის რამდენიმეჯერ განსაზღვრა ციკლის სხვადასხვა ფაზაში. ტესტის ჩაბარებისას პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი .
• სისხლის ლაბორატორიული ტესტების ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი პირობაა დილით უზმოდ ყოფნა.
• გამოკვლევამდე 8-12 საათის განმავლობაში უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლის,ცხიმიანი საკვების მიღება, მოწევა და ფიზიკური დატვირთვა.
• ტესტი არ ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიის ან მასზე ოპერაციის შემდეგ.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.
აქციის ფარგლებში „ქალთა ჯანმრთელობის პაკეტის“ ფასია 144 ლარი, ნაცვლად 192 ლარისა.
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:categories |
---|
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
₾192.00 ₾144.00
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
44 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 23 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, ახალი გუდაური.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს>
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2023 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 44 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
2021 © სინევო. ყველა უფლება დაცულია
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)