Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ქალი და ჯანმრთელობა – პროფილი

ცნობილი როგორც:Women’s health profile
SKU: w0001p

144.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

 

 „ქალთა ჯანმრთელობის პროფილი“  მოიცავს 6 ძირითად პარამეტრს:

 

1. თირეოტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრა არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დიაგნოზის საწყისი (პირველი) ტესტი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის მცირე ცვლილებაც კი იწვევს TSH–ის კონცენტრაციის გამოხატულ ცვლილებას. ამიტომ, ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი ძალიან სპეციფიური და მგრძნობიარე პარამეტრია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად, აგრეთვე ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ფარისებრი სისტემის დაავადებების გამოვლენისა და გამორიცხვისთვის;

 

2. თავისუფალი თიროქსინი (FT4)  სისხლში მოცირკულირე თიროქსინის ბიოლოგიურად აქტიური ფრაქციაა, რომელიც არ არის დაკავშირებული სისხლის ცილებთან და შეადგენს სერთო თიროქსინის – T4-ის 0.03%-ს. თავისუფალი თიროქსინი (FT4) წარმოიქმნება ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედების მიერ TSH– ის ზემოქმედებით და რეგულირდება ე.წ უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით. იგი ზრდის სითბოს წარმოებას და ჟანგბადის მოხმარებას სხეულის ყველა ქსოვილის მიერ, გარდა თავის ტვინის, ელენთისა და სათესლეებისა. ასტიმულირებს A ვიტამინის სინთეზს ღვიძლში. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას; აჩქარებს ცილების მეტაბოლიზმს; ზრდის შარდის კალციუმის ექსკრეციას; ააქტიურებს ძვლის მეტაბოლიზმს, მაგრამ უფრო მეტად – ძვლის რეზორბციას; აქვს დადებითი ქრონო- და ინოტროპული ეფექტი გულზე; ასტიმულირებს  ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.
თავისუფალი თიროქსინის (FT4) და თირეოტროპული ჰორმონის (TSH) კომბინირებული შესწავლა გვაძლევს ფარისებრი ჯირკვლის უფრო სრულყოფილ სურათს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ შეცვლილი თიროქსინის შემაკავშირებელი გლობულინის (TBG) დონე (ორსულობა, ანდროგენების, ესტროგენების, სალიცილატების მიღება და ა.შ.)

 

3. ინსულინი პოლიპეპტიდური ჰორმონია, რომელიც წარმოიქმნება პანკრეასის ე.წ. ლანგერჰანსის კუნძულების β უჯრედების მიერ. ინსულინის მოლეკულა შედგება 2 პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან: α ჯაჭვი – 21 ამინომჟავით და β ჯაჭვი – 30 ამინომჟავით, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ორი დისულფიდური ხიდით. ინსულინი და C- პეპტიდი წარმოიქმნება  პროინსულინის ფერმენტული გაყოფის შედეგად.
მისი მთავარი როლი სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებაა. მიუხედავად იმისა, რომ ინსულინი ძირითადად დაკავშირებულია სისხლში შაქრის კონტროლთან, ის ასევე მონაწილეობს ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმში.
ნახშირწყლების საკვების სახით მიღებისას  სისხლში შაქრის დონე იზრდება, რაც ასტიმულირებს პანკრეასის უჯრედების მიერ ინსულინის წარმოქმნას. ინსულინი გარდაქმნის ნახშირწყლებს უჯრედებისათვის ადვილად ასათვისებელ ფორმად, უჯრედები ითვისებს გლუკოზას და სისხლში შაქრის კონცენტრაცია მცირდება.

 

4. ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) მალუთეინიზირებელ ჰორმონთან (LH) ერთად განეკუთვნება გონადოტროპული ჰორმონების ოჯახს. ისინი სინთეზირდება ჰიპოფიზის წინა წილში, ჰიპოთალამუსისგან გონადოტროპინის რილიზინგ (გამომათავისუფლებელი) ჰორმონის ზემოქმედების შედეგად.

 

 

5. პროლაქტინის სეკრეცია ხდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ და გამოიყოფა ეპიზოდურად. პროლაქტინი შრატში გვხვდება სამი განსხვავებული ფორმით; მათ შორის ჭარბობს მონომერული ფორმა (80%), რომელიც ბიოლოგიურად და იმუნოლოგიურად აქტიურია, 5-20%-ს შეადგენს დიმერული ფორმა (“დიდი” პროლაქტინი), რომელიც ბიოლოგიურად არააქტიურია, ხოლო 0,5-5%-ს – ტეტრამერული ფორმა (“დიდი-დიდი” პროლაქტინი), რომელსაც აქვს დაბალი ბიოლოგიური აქტივობა.

 

 

6.სისხლის საერთო ანალიზი გამოიყენება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. ის ასევე შეიძლება იყოს დიაგნოზის მაჩვენებელი მრავალი დაავადების შემთხვევაში, როგორიცაა ანემია, ანთებითი მდგომარეობები, ლეიკემია და სხვა.
ერითროციტების დალექვის სიჩქარე – ედს-ი (ESR) – პირდაპირპროპორციულია ერითროციტების მასის, ერითროციტებისა და პლაზმის სიმკვრივის სხვაობის და უკუპროპორციულია პლაზმის სიბლანტისა. ლეიკოციტოზთან და ლეიკოციტების ფორმულის შესაბამის ცვლილებებთან ერთად, გაზრდილი ედს-ი არის ორგანიზმში ინფექციური და ანთებითი პროცესების არსებობის საიმედო ნიშანი. აუტოიმუნური დაავადებების დროს ედს-ის გაზომვა საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ დაავადების ეტაპი (გამწვავება ან რემისია), შევაფასოთ მისი აქტივობა და მკურნალობის ეფექტურობა. ამასთან, ედს– ის მომატება არ არის ამა თუ იმ დაავადების სპეციფიური მაჩვენებელი. ამის მიუხედავად, პათოლოგიაში მის ცვლილებებს აქვს დიაგნოსტიკური და პროგნოზული მნიშვნელობა და შეიძლება მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელი გახდეს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) ქალებში: ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-გონადური დისფუნქციის გამოვლენა (ძირითადად დიფერენციალური დიაგნოზის დასადგენად საკვერცხის პირველად უკმარისობასა და საკვერცხეების სტიმულირების დეფიციტს შორის), პოლიკისტოზური საკვერცხეები, მენსტრუალური დარღვევები (მათ შორის ამენორეა), მენსტრუალური ციკლის ფაზების დადგენა უნაყოფობის შეფასებისას, მენოპაუზის სინდრომის შეფასება. FSH-ი შეიძლება შემოწმდეს საკვერცხის ნაადრევი უკმარისობის სიმპტომების გამო: არარეგულარული ან არარსებული მენსტრუალური ციკლი, დაორსულების უუნარობა, წამოხურება და ღამის ოფლიანობა, წონის მომატება, ადვილად დაღლა, ხშირი თავის ტკივილი, უძილობა. ტესტის ჩატარება ასევე რეკომენდებულია, საეჭვო უნაყოფობის დროს ორივე სქესში. ასეთ შემთხვევებში, რეკომენდებულია ტესტის ჩატარება სხვა ტესტებთან ერთად, როგორიცაა LH, ესტროგენი და ტესტოსტერონი.
პროლაქტინი ქალებში: აუხსნელი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები, ძუძუდან რძის გამოყოფა მშობიარობისა და ძუძუთი კვების პერიოდის გარეშე, ტკივილი ან დისკომფორტი სექსუალური აქტის დროს, თმის ზრდა სხეულის უჩვეულო ადგილებსა და სახეზე, აკნე, უშვილობა, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი. გოგონებში: მენსტრუალური ციკლის პრობლემები, ძუძუდან რძის დენა.პაციენტებში, რომლეთაც უკვე დაუდგინდათ ჰიპოფიზის ადენომა, პროლაქტინის ტესტირება ხდება მკურნალობაზე სიმსივნის პასუხის მონიტორინგისთვის.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებისას, როდესაც ეჭვი გვაქვს ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებაზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები ან დაავადებები საწყის ეტაპზე, ყოველთვის არ ვლინდება კლინიკურად, ამიტომ, დროული დიაგნოსტიკისთვის მოწოდებულია – ფარისებრი ჯირკვლის პერიოდული სკრინინგი.
შესწავლა რეკომენდებულია თირეოიდული ფუნქციის მომატებული ან დაქვეითებული სიმპტომების მქონე პაციენტებში. ტესტი ასევე ინიშნება გადიდებული ჯირკვლის (ე.წ. “ჩიყვის”) ან “კვანძების” მქონე პირებში.
ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია შეიძლება გამოვლიდეს შემდეგი სიმპტომებით:
• წონაში კლება, ნორმალური ან გაზრდილი მადის ფონზე
• აჩქარებული პულსი და არტერიული წნევის მომატება
• ნაზი, თბილი, ტენიანი კანი, ოფლიანობის ტენდენციით
• კანკალი
• უძილობა, ემოციური დაძაბულობა, გაღიზიანება, ტირილი
• თვალების წინ წამოწევა
• ხშირი შარდვა ან დიარეა
ან პირიქით, ფუნქციის დაქვეითებისას აღინიშნება:
• წონის მომატება, მადის დაქვეითების ფონზეც კი
• გულისცემის შენელება და დაქვეითებული არტერიული წნევა
• ფერმკრთალი, შეშუპებული, ცივი კანი
• დეპრესია, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება
• ყაბზობა
• წარბების გათხელება ან თმის ცვენა
• სიცივის მუდმივი შეგრძნება

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის და მკურნალობის დამატებითი მეთოდების გამოყენება. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.

დამატებითი ინფორმაცია

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ასაღებად საჭიროა :
• ვენური სისხლი.
• იმის გამო, რომ პროლაქტინის კონცენტრაცია იცვლება დღის სხვადასხვა დროს, რეკომენდებულია ტესტის ჩატარება დილით გაღვიძებიდან 2 საათის განმავლობაში.
• სისხლი არ უნდა იქნას აღებული გინეკოლოგიური გამოკვლევის, ფიზიკური დატვირთვის, სტრესული სიტუაციების ან ძუძუს სტიმულაციის შემდეგ. რეკომენდებულია ტესტის ჩაბარებამდე ერთი დღით ადრე, სქესობრივი კავშირისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
• ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა, ანტიჰიპერტენზიულმა მედიკამენტებმა და ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგებზე და მათი მიღება უნდა შეწყდეს ექიმის დანიშნულებით.
• ქალებში ჰორმონის ბაზალური დონე ისაზღვრება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეებში (3-5) დღეს. მენსტრუალური ციკლის დარღვევის დიაგნოსტირებისას სასურველია ჰორმონის რამდენიმეჯერ განსაზღვრა ციკლის სხვადასხვა ფაზაში. ტესტის ჩაბარებისას პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი .

• სისხლის ლაბორატორიული ტესტების ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი პირობაა დილით უზმოდ ყოფნა.
• გამოკვლევამდე 8-12 საათის განმავლობაში უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლის,ცხიმიანი საკვების მიღება, მოწევა და ფიზიკური დატვირთვა.
• ტესტი არ ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიის ან მასზე ოპერაციის შემდეგ.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

 

 

 

აქციის ფარგლებში „ქალთა ჯანმრთელობის პაკეტის ფასია  144 ლარი, ნაცვლად  192 ლარისა.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button